"ერთმა ბერმა მამა გაბრიელს ჰკითხა – მარხვა რა არისო? ახლავე აგიხსნიო, უპასუხა..."

mama gabrieli

დიდმარხვის მეორე კვირა დაიწყო. დიდმარხვა არის მზადება ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაულისთვის - მესიის ბრწყინვალე აღდგომისთვის. ამ მარხვაში მორწმუნენი ეფრემ ასურის სინანულის ლოცვას კითხულობენ. ამ ლოცვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აქ დააწკაპუნეთ. 

მარხვა მხოლოდ ცხიმიანი საკვებისგან თავის შეკავება როდია. მარხვის დროს მორწმუნე ცდილობს, თავისი საქციელით, განსხვავდებოდეს არა მარხულისგან. ის თავს იკავებს გართობისგან, არ იცვამს გამომწვევად, არ ბილწსიტყვაობს, აკეთებს სიკეთებს, არავის განიკითხავს... არ არის ქედმაღალი, ყოყოჩი და გულზვიადი.

***

ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა – მარხვა რა არისო?
ახლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. მამა გაბრიელი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და კარგად მოვილხინოთ.
მე ვუთხარი, რომ ჭამა აღარ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:

– აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს...

მარხვაში თუ არ გაეცი მოწყალება, რითაც შეგიძლია, თუნდაც კეთილი სიტყვით, კეთილი რჩევით, თუ არ დაინახე მოყვასის გაჭირვება, შეიწირავს კი უფალი ასეთ მარხვას?