გორში მატარებელი კაცს დაეჯახა

პოლიციის ლენტი

გორში, დღეს საღამოს, სამგზავრო მატარებელი დაახლოებით 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ატენიდან არის.

მათივე ცნობით, მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცმა კისრის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.