„ღმერთო!!! რატო გვწირავ?!“ - ტრაგედიის დეტალები, რომელსაც ბიძინა კულუმბეგოვის ძმა ემსხვერპლა

ავთო კულუმბეგოვ

ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხაში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა. დაიღუპა 35 წლის ავთო კულუმბეგოვი, რომელიც ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.

ღმერთო!!! რატო გვწირავ?! ასეთი გულის პატრონები არ უნდა მიდიოდნენ... როგორ გიყვარდა ეს ადგილები, რატომ ასეე? - წერს კულუმბეგოვის მეგობარი.

ტრაგედიის შესახებ ირკვევა, რომ ავთო კულუმბეგოვი კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობართან და უცხოელ ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა.

მერის წარმომადგენელი სოფელ კინჩხაში, გია ხურცილავა საუბრობს:

– დიდი ტრაგედია მოხდა.  სამწუხაროდ, გზა აერიათ, იქ აღარ ჩაუხვიეს, გზა პირდაპირ განაგრძეს და ისეთ ადგილას მოხვდნენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ – იქ არც არაფერია სანახავი და არც რაიმე ინფრასტრუქტურა არსებობს.

სადაც წესით უნდა მისულიყვნენ, იქიდან ორი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. ავთო კულუმბეგოვის მეგობარმა სამაშველოში დარეკვა და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ დაიწყო მათი ძებნა. საღამოს ცხრის ნახევარი იქნებოდა, რომ დამირეკეს სამაშველოდან… ავთო კულუმბეგოვის ნომერი მიუწვდომელი იყო. ტურისტული ზონა მთლიანად დავათვალიერეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ადგილობრივი ბიჭებიც ჩაერთნენ ძებნაში, მაგრამ კვალს თითქმის ერთი საათი ვერ მივაგენით. მოგვიანებით, გარდაცვლილის მეგობარმა ისევ მოახერხა დარეკვა და, დაახლოებით, აგვიხსნა, სად იმყოფებოდნენ… წყარო

 

ასევე ნახეთ:

კორპუსის ფანჯრების ქვეშ, 29 წლის ქალისა და ახალშობილის ცხედრები იპოვეს (უცხოეთი)

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუმართლებთ 2023 წლის შემოდგომაზე

მალული საფრთხე! აი, რა შეიძლება გამოიწვიოს წამლებთან ერთად გრეიფრუტის მიღებამ - კვლევა

"ერთხელ, როცა ჩემთვის, ღვთისმშობლის დაუჯდომელ ლოცვას ვკითხულობდი, უცებ..." - რას იხსენებს "სალხინოს ღვთისმშობლის" ხატზე დეკანოზი სერაფიმე დანელია