„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ხონში, კინჩხას კანიონზე დაღუპული კაცი ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის უმცროსი ძმაა. არსებული ინფორმაციით, ავთო კულუმბეგოვს ჩანჩქერზე ფეხი დაუცურდა და გადავარდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
გარდაცვლილს მეგობრები ემშვიდობებიან.
„ჩემო ბავშვობის ტკბილო და საუკეთესო მეგობარო, ჩემო ძმაო... არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარ გნახავ. გულში იმხელა ტკივილი მაქვს, ვეღარ ვსუნთქავ. ათუ, ნეტა არ გამეგო შენი გარდაცვალება.
ნეტავ, ისევ ცოცხალი იყო. შენ ხომ ვერაფერმა შეგცვალა, ისევ ის ათულიე იყავი. ყველას გვერდით დგომა და ყველას სიყვარული რომ შეეძლო.სიკვდილმა როგორ შეძლო შენი დათანხმება, როგორ დანებდი. ჩემო ათუ, ჩემო გემრიელო. ვიზიარებ შენი ოჯახის მწუხარებას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო. უფალს ვთხოვ, ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს და ნათელი და სანთელი არასდროს მოაკლდეს შენს უბოროტო სულს,“ - წერს გარდაცვალილის მეგობარი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„...ჩასაფრებული იყო, იცოდა, რომ მოვიდოდა, და რომ მოვიდა ესროლა - საზარელი მკვლელობის დეტალები
VIDEO: ლუნას და კოსმოს რეაქცია, როცა მამა მაღაზიიდან ბრუნდება
„შენს მკერდზე, შვილო, ჩემს ცრემლებს სძინავთ...“ - ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი გარდაცვლილ შვილს