კორპუსის ფანჯრების ქვეშ, 29 წლის ქალისა და ახალშობილის ცხედრები იპოვეს (უცხოეთი)

კორპუსის ფანჯრების ქვეშ, 29 წლის ქალისა და ახალშობილის ცხედრები იპოვეს

არგენტინაში, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, 29 წლის რუსი ქალისა და მისი ახალშობილის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, უფაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა ქმართან ერთად რუსეთი 2022 წლის სექტემბერში დატოვა. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ქალმა არგენტინაში უპრობლემოდ იმშობიარა.

გამოცემის ცნობით, მეუღლეებს შორის სულ უფრო ხშირად იმართებოდა ჩხუბი. ქალს რუსეთში დაბრუნება სურდა. მორიგი ასეთი შემთხვევის შემდეგ ახალგაზრდა ქალი პატარასთან ერთად ფანჯრიდან გადავარდა.

თავად ქმარმა აღნიშნა, რომ ცოლს შესაძლოა მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა. ამავდროულად, ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცი შესაძლოა მეუღლის მკვლელობის მონაწილე იყოს.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, უფელ ქალს არასოდეს უთქვამს, რომ თვითმკვლელობა სურდა. გარდა ამისა, ის „ყოველთვის პოზიტიური ადამიანი იყო“. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსი ტურისტი ბალიში მაღაზიაში არასათანადო ქცევისთვის დააკავეს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ მათ შეაშფოთა უცხოელი ქალის საქციელი, რომელიც "გაბრაზებული და ცეკვავდა აშკარა მიზეზის გარეშე".

როდესაც სამართალდამცველები ტურისტის დაკავებას ცდილობდნენ, მან მათთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. მოგვიანებით გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს, რადგან ექიმებმა ჩათვალეს, რომ მას შესაძლოა დეპრესია აწუხებდა.

ასევე ნახეთ:

„ჩემი უფრო გჯერათ, თუ ბოროტი დეიდების“ - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე პირადზე

„ჩემს ძმას ხუთი ტყვია ესროლეს...“ - ალჟირში მოკლეს ტურისტები, რომლებსაც გზა აერიათ და ალჟირის წყლებში აღმოჩდნენ

VIDEO: „ღამეა, ჰე, ჰე, ჰე“ - ლელა წურწუმიას ამ ვიდეომ მაყურებელი გახალისა - ნახეთ როგორ წაიკითხა სიმღერის ტექსტი ლექსად