განგაში და ევაკუაცია „სითი მოლში“, „თბილისი ცენტრალსა“ და „გლდანი მოლში“ - რას ამბობს „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი

სავაჭრო ცენტრები

თბილისის მასშტაბით კიდევ რამდენიმე სავაჭრო ცენტრში შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რის გამოც, ევაკუაცია დაიწყო „სითი მოლში“, „თბილისი ცენტრალსა“ და „გლდანი მოლში“.

მანამდე, ნაღმის არსებობის შესახებ იფორმაცია შევიდა „ისთ ფოინთის“ საინფორმაციო ცენტრში, რის გამოც, სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა.

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის განმარტებით, ინფორმაცია ნაღმის არსებობის შესახებ საღამოს 18:00 საათზე შევიდა. უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა პროტოკოლის გათვალისწინებით და ყველა ობიექტს მიეწოდა ინფორმაცია. მოხდა ხალხის ევაკუაცია. დაიკეტა სავაჭრო ქსელი და ინფორმაცია გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს, შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო, ევაკუაცია განხორციელდა არაერთი დაწესებულებიდან, მათ შორის, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოდან, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებიდან და ასევე „ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან“.