1747034530
შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი, 70 მგზავრით, კლდიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 24 დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პრასანა გუნასენას ცნობით, დაშავებულები, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, სამკურნალოდ ორ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა, კვირას გამთენიისას, კოტმალეს მახლობლად, მთიან რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან აღმოსავლეთით მოხდა.
პოლიციის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტობუსში დაახლოებით 70 მგზავრი იმყოფებოდა - რაც მის ტევადობაზე 20-ით მეტია - როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა.
"ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, ეს მექანიკური გაუმართაობა იყო თუ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა," - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.