„ისთ ფოინთში“ ევაკუაციაა - რა ხდება ადგილზე

ისთ ფოინთი

„ისთ ფონთში“ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია მიმდინარეობს.

„ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“, - აცხადებენ „ისთ ფონთში“.