1745440671
ბრიტანელი ტურისტი ლინჩის წესით გაასამართლეს - რას წერს მედია

ბრიტანელი მამაკაცი, ეკვადორში ლინჩის წესით გაასამართლეს. ინფორმაციას The telegraph ავრცელებს.
ტურისტს ბრალი ადგილობრივი მამაკაცის მკვლელობაში ედებოდა. ადგილობრივებმა ის პოლიციის შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მკვლელობა ამაზონის რეგიონის კუიაბენოს ველური ბუნების თავშესაფარში მოხდა.
დაკავებული ტურისტი პოლიციის განყოფილებაში 6 საათი ჰყავდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლეს,- წერს მედია.
პოლიციის შენობის წინ ცოცხლად დამწვარი ბრალდებულის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.