ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
2025 წლის ივნისამდე პერიოდი ზოდიაქოს 4 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც მათ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სრული ტრანსფორმაცია ელოდებათ:
ლომი
18 აპრილიდან პლანეტა მარსი თქვენს ნიშანში გადავიდა, რაც ძლიერ შინაგან ენერგიასა და მოტივაციას მოგცემთ. ეს ის პერიოდია, როცა ჩრდილში დარჩენას ვერ შეძლებთ, თუნდაც ეს ძალიან გინდოდეთ. მოგიწევთ, საბოლოოდ დაასრულოთ ის საქმეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, აქამდე გვერდზე გადადეთ. ივნისამდე არაერთი საინტერესო დღე, შეთავაზება და წინსვლის შესაძლებლობა გელით. ინტუიცია და ნებისყოფა თქვენი მთავარი მოკავშირეები გახდება. გექნებათ შანსი, თქვენი შესაძლებლობები და პოტენციალი სრულად გამოავლინოთ და დაწინაურდეთ.
მერწყული
4 მაისიდან პლანეტა პლუტონი თქვენს ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს იქნება ძლიერი შინაგანი ზარი, რომელიც აუცილებლად შეგახსენებთ, რომ დროა, ყველაფერი მოაწესრიგოთ, როგორც საქმიანი ურთიერთობებში, ისე საკუთარ თავთან. დიდი ალბათობით, ამ პერიოდში ბევრ ადამიანსა და მოვლენას განსხვავებული თვალით შეხედავთ და მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც თქვენთვის საჭირო და აუცილებელია. ასევე, საკმაოდ აქტიური პერიოდია, ბევრი იდეა, ოცნება შესაძლოა, იმაზე მარტივად ასრულდეს, ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ...ვრცლად