VIDEO: შსს ავრცელებს ფარულ ჩანაწერს, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის ნარკოდანაშაულს ასახავს - დაკავებულია 6 პირი

შსს ავრცელებს ფარულ ჩანაწერს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ჰ.; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ო.ა.; 2000 წელს დაბადებული ა.ს.; 1954 წელს დაბადებული ზ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1976 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ფ.ი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნავენ შსს-ში.