ავარია თბილისში - არიან დაშავებულები

policiis lenti

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.