1763237570
ავარია ხონში - დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.
თვითმხილველების თქმით, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა ჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ქალი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.












