1764964019
საფლავის ადგილისთვის 4600 ლარის აღებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაკავებულ "ჰერმესის" თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
წინასწარი პატიმრობა შპს "ჰერმესის" თანამშრომელს - გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ გუშინ დღის ბოლოს მიიღო.
დაკავებულს კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში ადანაშაულებენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, მოქალაქეს, თითქოს მუხათგვერდის კონკრეტულ სასაფლაოზე მისი ბაბუა იყო დასაფლავებული, 4 600 ლარი გამოართვა და სამადგილიანი საფლავის მიღებას დაპირდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.











