„საშინელება მოხდა...“ - ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ხონში ავარიას ემსხვერპლა

თამუნა შენგელია

ხონში, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა თამუნა შენგელიაა. არსებული ინფორმაციით, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა ჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა. 

ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემოციურ პოსტებს უძღვნიან.

„რა უსამართლოა ცხოვრება, ძალიან დამწყდა გული,  უფალს ებარებოდე, თამო... ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, საშინელება მოხდა. ასეთი ანგელოზები ნაადრევად არ უნდა კვდებოდნენ. არ ვიცი, რა ვთქვა. მშვიდად განისვენე თამო, სადაც მართალნი განისვენებენ“;

„ჩემო თამო, როგორ მიყვარხარ, ეს რა დაგვემართა, ჩემო გულიანო და მომღიმარო. ღმერთმა ნათელი და სანთელი არ მოაკლოს შენ ლამაზ სულს...“ - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.