მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებული სამი პირი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.