პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ძალადობის ისტორიას ავრცელებს, რომელიც მათ ანონიმური წერილის სახით გაუგზავნეს.
„დიდი ხანია სხვების ისტორიებს თვალს ვადევნებ და თითქოს, სინდისი მქენჯნის, მე რომ ჩუმად ვარ. ბევრი ფიქრის შემდეგ, ანონიმურად გასაჯაროების გადაწყვეტილება მივიღე.
ისეთ უბანში ვცხოვრობდი, სადაც თავს ყველა უსაფრთხოდ გრძნობდა. ყველა ყველას იცნობდა და ემეგობრებოდა. ამის გამო, ზედმეტი სიფრთხილე არასდროს არავის გამოუჩენია ბავშვების მიმართ და თამამად მიშვებდნენ მეც ეზოში.
პირველად რომ ჩემზე იძალადეს, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი. ის დაახლოებით - 65-70. ყოველთვის ვგრძნობდი ამ ადამიანისგან ზეწოლას, მუდმივად ცდილობდა, ცალკე გავეტყუებინე, ჩემთვის ეკოცნა და ჩამხუტებოდა. პატარა ვიყავი, ვერც იმას ვხვდებოდი, რომ ეს ცუდი რამ იყო. მეგონა, უფროსები ასე გამოხატავდნენ სიყვარულს, როგორც დედა ან მამა.
ერთხელ სარდაფში შემიყვანა, გამაშიშვლა და თავადაც გაშიშვლდა. მთელ სხეულზე მეფერებოდა. არ გავუუპატიურებივარ. ვფიქრობ, რომ ვერ ბედავდა ამას. ყოველ ჯერზე, ყველა შესაძლო მომენტს იყენებდა, მაგრამ ბოლოს ჩერდებოდა. ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ ბოლომდე არ მახსოვს, რა მოხდა.
რამდენიმე წელი, ბავშვობისას, იმაზე ფიქრი მტანჯავდა, რომ შეიძლებოდა ორსულად ვყოფილიყავი. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. მუცელში ხელებს ვირტყამდი, საჭმელს არ ვჭამდი, გამუდმებით ვტიროდი და მეშინოდა.
ეს ყველაფერი სისტემატურად გრძელდებოდა. ის კი ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა, ვისაც მაშინ ჩემზე უძალადია. ერთ-ერთი მათგანი საჩუქრებით შემიტყუებდა სახლში, შემდეგ მულტფილმებს ჩამირთავდა, სავარძელზე დამსვამდა და მკოცნიდა.
ყველაფრის გასაანალიზებლად ძალიან ბევრი წელი დამჭირდა. მომენტებში ვგრძნობ იმ სარდაფის მწარე სუნს, კაცის ხელებსა და კბილებს ვხედავ. ფიზიკური კონტაქტი არ შემიძლია. უკვე ზრდასრული ვარ, თუმცა ვერც შეყვარებულის ყოლაზე ვფიქრობ. გამიჭირდება იმ ყველაფრის ახსნა, რატომ ვერ ვიქნები მასთან ფიზიკურად ახლოს ან რატომ შემეშინდება ყოველი უმნიშვნელო დეტალის.
მეშინია, რომ დღემდე ვერ ვივიწყებ ამ ყველაფერს და საერთოდ არაფერი გამქრალა. მესიზმრება, მელანდება და ყოველ ნაბიჯზე ვხედავ ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს. თითქოს, ჯერ კიდევ 8 წლის ვიყო“.