ქილიჩი

მსოფლიო 1788637355

ცნობილი თურქი მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი თურქი მსახიობი სერჰათ ქილიჩი 51 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს სტამბოლში, საკუთარ სახლში. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მსახიობს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. მისმა შეყვარებულმა, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში მივიდა, ის მისაღებ ოთახში, დივანზე გარდაცვლილი იპოვა.გავრცელებული ცნობებითა და მისი შეყვარებულის ჩვენებით, მსახიობს ლეიკემიასთან  დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდა ამისა, სულ ახლახან მას ხერხემლის თიაქარიც დაუდგინდა.ადგილზე მისულმა პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა პირველადი დათვალიერებით ძალადობის ან ღია ჭრილობების კვალი ვერ აღმოაჩინეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.ქართველ მაყურებელს სერჰათ ქილიჩი ცნობილი თურქული სერიალებიდან და ფილმებიდან ახსოვს, მათ შორის მეგაჰიტი სერიალით "მცველი“.

ტრამპი

მსოფლიო 1788464040

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი GB News-თან ინტერვიუში, ესპანეთის ექსკლავ სეუტაში მიმდინარე მიგრანტთა კრიზისს შეეხო და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.სეუტა, ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკული ექსკლავია, 30 ივლისს მაროკოდან 70 000-ზე მეტმა არალეგალურმა მიგრანტმა გადაკვეთა და ტერიტორია მიგრანტების უპრეცედენტო ნაკადმა მოიცვა.მიგრანტების დიდი ნაწილი აფრიკის ქვეყანაში დაბრუნდა, თუმცა ათასობით ადამიანი კვლავ სეუტაში რჩება. ამასთან, სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ თითქმის დღეში ერთს მიაღწია.მიმდინარე კრიზისს აშშ-ის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ამასთან, ესპანეთის თავდაცვის ხარჯებიც გააკრიტიკა.„ესპანეთი განადგურდება. ესპანეთთან დაკავშირებით მეც მქონდა ჩემი პრობლემები, რადგან ესპანეთი ნატოსთან მიმართებით სათანადოდ არ იქცევა. ისინი არ იხდიან იმდენს, რამდენიც უნდა გადაიხადონ. ეს ძალიან სამწუხაროა“ - განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო საკუთარი მიგრაციული კრიზისის წინაშე დგას, თუმცა ის სეუტაში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინოა.„იმედი მაქვს, სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, სადაც თქვენც გაქვთ საკუთარი პრობლემები, თუმცა ის ისეთი თვალსაჩინო არ არის, როგორც იქ. იცით, თქვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი უბრალოდ, ძალით არ შემოიჭრება. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“- აღნიშნა ტრამპმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1788421842

შალვა პაპუაშვილი: პატიმრობაში მყოფი 72 პირი იმ ადამიანთა უსინდისობის ტყვეებადაც რჩება, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს, ამიტომ ყველაზე ზუსტად შეეფერებათ – „უსინდისობის პატიმრები“

2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო. დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია – დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს: ხელისუფლების მიზანი თუ ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით მოლაპარაკე ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არის 45 ადამიანი დღეს თავისუფალი? პასუხი მარტივია: სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები.ისინი იყვნენ ბრმა იარაღი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში, რომლებმაც ჯერ დაარწმუნეს, რომ რევოლუციის სახელით კანონის დარღვევა გმირობა იყო, შემდეგ ბარიკადებზე გაუშვეს, ხოლო როდესაც რევოლუცია ჩავარდა და პასუხისმგებლობის დრო დადგა, თვითონ მშვიდად დარჩნენ ბარიკადების მიღმა.რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას – მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო. ამიტომ დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ? ხელისუფლებას? მაშინ რატომ გათავისუფლდა 45 ადამიანი საპროცესო შეთანხმების და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე?რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს? თუ მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან „თვალხატულებს“, „ღიმილის ბიჭებს“, „მზეებს“ და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა?ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ.სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ. ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების უარყოფის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება. ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება. ეს არის სამართლის უზენაესობის და ჰუმანური სახელმწიფოს ერთდროული სტანდარტი. მაგრამ სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“.რატომ? იმიტომ, რომ მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. სჭირდებათ „თვალხატულები“ და „ვარსკვლავები“ პლაკატებზე, რათა საკუთარი პოლიტიკური ეგო გამოკვებონ და დამარცხებული რევოლუციისთვის მსხვერპლის სახე შეინარჩუნონ. ამიტომ მათი შეძახილი – „თავისუფლება პატიმრებს!“ – სინამდვილეში სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს: არ აიღოთ პასუხისმგებლობა! არ გაბედოთ ციხიდან გამოსვლა! იჯექით ბოლომდე! ჩვენ თქვენი თავისუფლება კი არა, თქვენი პატიმრობა გვჭირდება! თუმცა ეს გზა, უკვე დიდი ხანია, ჩიხია. განაჩენები დამდგარია, დანაშაულები – აღიარებული, აღარ დარჩა საღი გონების ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომელიც იტყვის, რომ პროტესტი ძალადობრივი არ იყო. რევოლუციასთან ერთად რევოლუციური პროპაგანდაც დამარცხდა.სწორედ ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მძიმე ამ 72 ადამიანის მდგომარეობა. ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: „უსინდისობის პატიმრები““, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1788419820

შალვა პაპუაშვილი: ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. არამედ იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: „უსინდისობის პატიმრები"

ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: "უსინდისობის პატიმრები“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები, არამედ ისინი იყვნენ ბრმა იარაღი უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში.„2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო. დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია - დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია.ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს: თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით მოლაპარაკე ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არის 45 ადამიანი დღეს თავისუფალი? პასუხი მარტივია: სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები. ისინი იყვნენ ბრმა იარაღი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში, რომლებმაც ჯერ დაარწმუნეს, რომ რევოლუციის სახელით კანონის დარღვევა გმირობა იყო, შემდეგ ბარიკადებზე გაუშვეს, ხოლო როდესაც რევოლუცია ჩავარდა და პასუხისმგებლობის დრო დადგა, თვითონ მშვიდად დარჩნენ ბარიკადების მიღმა.რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო. ამიტომ დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ? ხელისუფლებას? მაშინ რატომ გათავისუფლდა 45 ადამიანი საპროცესო შეთანხმების და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე? რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს? თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან "თვალხატულებს", "ღიმილის ბიჭებს", „მზეებს“ და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა?ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ. სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ.ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების უარყოფის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება.ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება. ეს არის სამართლის უზენაესობის და ჰუმანური სახელმწიფოს ერთდროული სტანდარტი.მაგრამ, სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“.რატომ? იმიტომ, რომ მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. სჭირდებათ „თვალხატულები“ და „ვარსკვლავები“ პლაკატებზე, რათა საკუთარი პოლიტიკური ეგო გამოკვებონ და დამარცხებული რევოლუციისთვის მსხვერპლის სახე შეინარჩუნონ.ამიტომ მათი შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს:- არ აიღოთ პასუხისმგებლობა!- არ გაბედოთ ციხიდან გამოსვლა!- იჯექით ბოლომდე!- ჩვენ თქვენი თავისუფლება კი არა, თქვენი პატიმრობა გვჭირდება!თუმცა, ეს გზა, უკვე დიდი ხანია, ჩიხია. განაჩენები დამდგარია, დანაშაულები - აღიარებული, აღარ დარჩა საღი გონების ადამიანი ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, რომელიც იტყვის, რომ პროტესტი ძალადობრივი არ იყო. რევოლუციასთან ერთად რევოლუციური პროპაგანდაც დამარცხდა.სწორედ ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მძიმე ამ 72 ადამიანის მდგომარეობა. ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: "უსინდისობის პატიმრები“, - წერს პაპუაშვილი.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1788417110

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ

ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.მისივე თქმით, რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო.„2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო.დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია - დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია.ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს:თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით მოლაპარაკე ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არის 45 ადამიანი დღეს თავისუფალი?პასუხი მარტივია: სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები.ისინი იყვნენ ბრმა იარაღი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში, რომლებმაც ჯერ დაარწმუნეს, რომ რევოლუციის სახელით კანონის დარღვევა გმირობა იყო, შემდეგ ბარიკადებზე გაუშვეს, ხოლო როდესაც რევოლუცია ჩავარდა და პასუხისმგებლობის დრო დადგა, თვითონ მშვიდად დარჩნენ ბარიკადების მიღმა.რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო.ამიტომ დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ?ხელისუფლებას?მაშინ რატომ გათავისუფლდა 45 ადამიანი საპროცესო შეთანხმების და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე?რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს?თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან "თვალხატულებს", "ღიმილის ბიჭებს", „მზეებს“ და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა?ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ.სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ.ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების უარყოფის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება.ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება. ეს არის სამართლის უზენაესობის და ჰუმანური სახელმწიფოს ერთდროული სტანდარტი.მაგრამ, სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“.რატომ?იმიტომ, რომ მათ მსხვერპლი სჭირდებათ.სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. სჭირდებათ „თვალხატულები“ და „ვარსკვლავები“ პლაკატებზე, რათა საკუთარი პოლიტიკური ეგო გამოკვებონ და დამარცხებული რევოლუციისთვის მსხვერპლის სახე შეინარჩუნონ.ამიტომ მათი შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს:- არ აიღოთ პასუხისმგებლობა!- არ გაბედოთ ციხიდან გამოსვლა!- იჯექით ბოლომდე!- ჩვენ თქვენი თავისუფლება კი არა, თქვენი პატიმრობა გვჭირდება!თუმცა, ეს გზა, უკვე დიდი ხანია, ჩიხია. განაჩენები დამდგარია, დანაშაულები - აღიარებული, აღარ დარჩა საღი გონების ადამიანი ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, რომელიც იტყვის, რომ პროტესტი ძალადობრივი არ იყო. რევოლუციასთან ერთად რევოლუციური პროპაგანდაც დამარცხდა.სწორედ ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მძიმე ამ 72 ადამიანის მდგომარეობა.ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ.ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: "უსინდისობის პატიმრები", - წერს პაპუაშვილი. 

ძალადობა ქალზე და პოლიცია

საზოგადოება 1788368808

ნეაპოლში, ქართველ ქალზე სექსუალურად იძალადეს - იტალიური მედია დანაშაულის დეტალებზე

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, ქართველ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, მაროკოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.შემთხვევა კვირას, 30 აგვისტოს, ნეაპოლის Centro Direzionale-ს რაიონში, Torre Luisa-სთან მოხდა.მედიის ცნობით, ტერიტორიაზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა ქალის ყვირილი გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. მათ საგანგებო კიბესთან შოკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე იპოვეს. იქვე იმყოფებოდა მამაკაციც, რომელმაც დაცვის თანამშრომლების დანახვის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა მალევე შეაჩერეს.ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდნენ. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის გათვალისწინებული შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.დაკავებულ კაცს სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. საქმის გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება. 

პროკურატურა

სამართალი 1788332400

ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

კირ სტარმერი

მსოფლიო 1788264093

კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატი დატოვა

კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ საუკეთესო ოლქის წარმომადგენლობა მისთვის უდიდეს პატივსა და პრივილეგიას წარმოადგენდა. მან განაცხადა, რომ მისი სამომავლო საქმიანობა საგარეო ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული.„ახლა სხვა საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას და ეს იქნება საერთაშორისო ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვა, უსაფრთხოება, ვაჭრობა და ტექნოლოგიები სწრაფად ცვალებად სამყაროში“, – განაცხადა კირ სტარმერმა.სტარმერმა აღნიშნა, რომ ის მუშაობას ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივაც გააგრძელებს.როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ის აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის წევრობამდეც მუშაობდა, რასაც ისევ გააგრძელებს.„მუშაობას ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გავაგრძელებ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის საქმე, რომელიც პარლამენტის წევრობამდე დავიწყე და მსურს პარლამენტის წევრობის შემდეგაც გავაგრძელო“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.​ცნობისთვის, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის პოზიცია 2026 წლის 20 ივლისს დატოვა. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის მიერ დაფიქსირებული დაბალი შედეგია.

D4vd

მსოფლიო 1788204958

ცნობილი მომღერალი D4vd სასამართლოს წინაშე წარდგება 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის და გვამზე ძალადობისთვის

ამერიკელი მომღერალი D4vd (ნამდვილი სახელი დევიდ ბურკი) კვლავ წარდგება ლოს-ანჯელესის სასამართლოს წინაშე. მას ბრალი ედება 14 წლის სელესტე რივას ერნანდესის მკვლელობაში, იტყობინება ABC.მოსმენა ივლისში ხუთდღიანი წინასწარი მოსმენიდან ერთი თვის შემდეგ გაიმართა. ერთი თვით ადრე მოსამართლემ უკვე გადაწყვიტა, რომ საქმე სასამართლოში გადასულიყო. ბურკს ბრალი ედება პირველი ხარისხის მკვლელობაში, ბავშვის სექსუალურ ძალადობასა და გვამის მიმართ ძალადობაში.მომღერალმა თავი უდანაშაულოდ ცნო და გირაოს გარეშე იმყოფება პატიმრობაში. თავად სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 90 დღის განმავლობაში დაიწყება.შეგახსენებთ, რომ ამერიკელ მომღერალ D4vd-ს ბრალი ედება 14 წლის გოგონას მკვლელობასა და დანაწევრებაში. მისი ცხედარი ჰოლივუდის ავტოსადგომზე მისი მანქანის საბარგულში იპოვეს. გამომძიებლების თქმით, მან მოზარდი მოკლა, რადგან გოგონა დაემუქრა, რომ გამოავლენდა მათ ურთიერთობას და პედოფილიაში დაადანაშაულებდა. მომღერალმა (ნამდვილი სახელი დევიდ ბურკი) სელესტე 11 წლის ასაკში გაიცნო. როდესაც ის 13 წლის იყო, ხოლო დევიდი 18-ის, მან მასზე სექსუალური ძალადობა დაიწყო.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1788163285

ლევან მაჭავარიანი: ​აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები, თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“

ჩემს წინა პოსტებში საზოგადოებას ფაქტებითა და არგუმენტებით დეტალურად გავახსენე აგენტურული ოპოზიციის, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების მიერ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ჩადენილი მავნებლობები. დღეს კი ქრონოლოგიურად გაგახსენებთ ამ აქტორების მხრიდან რევოლუციების მოწყობის მცდელობებსა და ქვეყნის ხელოვნური დესტაბილიზაციის ფაქტებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.მაჭავარიანის თქმით, ამ მოვლენების განსაკუთრებული სიმძაფრით განვითარება და ამ პროცესებში მათი უცხოელი პატრონების აქტიური ჩართულობა 2020 წლის მიწურულს, რუსეთ-უკრაინის ომამდე ერთ წელზე ოდნავ ადრე იწყება.„რა თქმა უნდა, ამ დროისთვის რადიკალების უცხოურმა ხელმძღვანელობამ უკვე იცოდა ომის დაწყების შესახებ და ჩქარობდა აგენტურის მოყვანას ხელისუფლებაში, იმისთვის, რომ ომის დაწყებისთანავე მომხდარიყო საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენება.მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა მორიგ ჯერზე დაამარცხა აგენტურა, არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს USAID შემოჰყავთ თამაშში, რომელიც, თავის მხრივ, ავალებს მის მიერ დაფინანსებულ ISFED-ს, რომ გააყალბოს ხმის პარალელური დათვლის შედეგები. ამ გაყალბებას პროცესების ხელოვნური რადიკალიზაცია უნდა მოჰყოლოდა. მავნებლები გამოდიან ქუჩაში, ცდილობენ ცესკო-ში შეჭრას. აგენტურული პარტიები აცხადებენ ბოიკოტს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. შეიქმნა ხელოვნური კრიზისი.რეალურად, აქედან იწყება სრულიად განსხვავებული მასშტაბით, აგენტურის უცხოელი პატრონების უკვე ღია და თავხედური ჩართულობით, ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი.ხელოვნური კრიზისის დასამძიმებლად, აგენტურის გარე პატრონების რამდენიმე ადგილობრივი „სუპერვაიზერის“ დავალებით, გახარია გადადგება თანამდებობიდან. ელჩების ეს ინსტრუქცია გახარიამ რამდენიმე მიზეზით შეასრულა: პროგრამა მაქსიმუმი – ხელისუფლების ჩამოშლა, ხოლო მინიმუმი რამდენიმე თვეში გახარიას პოლიტიკაში შემობრუნებით „ქართული ოცნებისთვის“ ამომრჩევლის წართმევა იყო. გახარიას გადადგომიდან 10 დღეში საქართველოში ჩამოდის შარლ მიშელი და მედიაციის შედეგად შედგენილ ხელშეკრულებაში ჩნდება ჩანაწერი 43%-თან დაკავშირებით – გაუგებარი ბარიერი, რომლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერგადალახვის შემთხვევაში ინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. სწორედ ამ არჩევნებისთვის იყო საჭირო გახარია. რამდენიმე თვით ადრე მას აბრუნებენ პოლიტიკაში და იწყებს ჭორის გავრცელებას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტია. მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა იყო. ხოლო იმისთვის, რომ ერთ წელზე გაწერილი ეს რევოლუციური გეგმა ბოლომდე ყოფილიყო გადაზღვეული, არჩევნებამდე ორი დღით ადრე უკრაინულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში არაჟნის კონტეინერით სააკაშვილი შემოაპარეს. გახსოვთ, რომ 2020-2021 წლების რევოლუციის გეგმა პროცესში მრავალ სხვადასხვა აქციასაც და ერთ-ერთ ასეთ აქციაზე აგენტურის ჟურნალისტების სცენაზე ასვლასაც ითვალისწინებდა.საბედნიეროდ, ვერც ჟურნალისტებმა მოახდინეს რევოლუცია, ვერც სააკაშვილი მივიდა არჩევნების დღეს რუსთაველზე და ვერც გახარიამ მოატყუა საკმარისი რაოდენობის ხალხი.ამასობაში, რუსეთ-უკრაინის ომიც დაიწყო.მას შემდეგ, რაც დახურულ შეხვედრებზე უარი განვაცხადეთ ომში ჩართვაზე, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს დე ფაქტო სანქციები დაუწესეს და წვდომა შეუჩერეს თავისი აქტივების დიდ ნაწილზე, რაც, უკრაინის ელჩის გაწვევის შედეგად გარედან დაორგანიზებული აქციების, უზარმაზარი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად, არ დავთანხმდით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების მთავრობის ოფიციალური ნებართვით გაგზავნას და ჩვენი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას, ანუ ომში ჩართვას, დღის წესრიგში კვლავ რევოლუცია დადგა.NGO-ების რევოლუციის გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: უცხოელი პატრონები კანდიდატ წევრობაზე განაცხადს უკრაინას და მოლდოვას შეატანინებდნენ. საქართველო მათ თუ არ შეუერთდებოდა, აქციების ახალი ტალღა დაიწყებოდა იმ ნარატივზე დაყრდნობით, რომ ხელისუფლებას არ სურდა ევროკავშირში გაწევრება, ხოლო თუ ჩვენც შევიტანდით განაცხადს, სტატუსს უკრაინას და მოლდოვას მისცემდნენ, ჩვენ უარს გვეტყოდნენ და ამით გამოიწვევდნენ სიტუაციის ხელოვნურად იმ დონემდე დაძაბვას, რასაც რევოლუცია უნდა მოჰყოლოდა.2022 წლის მარტის დასაწყისში საქართველომ შეიტანა განაცხადი. აპრილიდან იწყება აგენტურული პარტიების, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების დატრენინგება ივნისის მოვლენებისთვის. გვახსოვს ერთ-ერთი ასეთი ტრენინგი, რომელსაც ბაკურიანში ბატონი აკერმანი ატარებდა და რომელსაც ქალბატონი კელი დეგნანიც ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით ვუსწრებდით უკრაინასა და მოლდოვას, სტატუსის გარეშე მხოლოდ საქართველო დატოვეს. გვახსოვს 2022 წლის ივნისის მოვლენები. ჟურნალისტების შემდეგ, ამ შემთხვევაში უკვე NGO ორგანიზაციები ადიან სცენაზე, ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის მათი შეხედულებისამებრ დაკომპლექტებას. საბედნიეროდ, ქართველი ხალხის გვერდში დგომით, რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა.ამის შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, გამჭვირვალობის ქართული კანონის მიღებისას საქართველო ორჯერ გადაურჩა რევოლუციას. აღსანიშნავია, რომ ამ ორი რევოლუციის მცდელობას შორის, გარე პატრონების დავალებით, USAID-ს აგენტურის დასატრენინგებლად ამჯერად უკვე ორგანიზაცია „კანვასი“ ჩამოჰყავს. 2024 წლის აქციებზე მეტი სიმწვავისთვის უკვე ევროპული ქვეყნების მინისტრებს და ევროპარლამენტარებსაც ვხედავდით. ეს აქტორები არც „მაიდანიზაციის“ ღია მოწოდებებს ერიდებოდნენ.„აფერისტულ“ კამპანიაზე, სახელწოდებით „რუსული კანონი“, ამ თაღლითობის დროს გამართულ ძალადობრივ აქციებსა და ამ აქციებში საზოგადოების ნაწილის ფაშისტური მეთოდებით იძულებით ჩართულობაზე მე ძალიან ვრცლად და დეტალურად ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ პოსტში ვისაუბრე.2024 წლის დეკემბერში აგენტურა აპირებდა 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არმოცემით განვითარებული მოვლენების უფრო მომზადებული, გაცილებით დიდი ენერგიითა და აგრესიით გამეორებას. სრული კოორდინაციის პირობებში, ბრიუსელი არ გაგვიხსნიდა მოლაპარაკებებს და 2022 წლის ივნისის მოვლენები მეტი სიმწვავით 2024 წლის დეკემბერში უნდა განვითარებულიყო. ნოემბერში დავასწარით და უარი ვთქვით მოლაპარაკებების გახსნის საკითხის ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე დაყენებაზე. დაიწყო ე.წ. თვითორგანიზებული აქციები, სადაც ძალადობის აქამდე არნახული მასშტაბი ვიხილეთ. ეს ე.წ. თვითორგანიზებული აქციები, რა თქმა უნდა, კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩხრეკები ჩატარდა, აგენტურული ოპოზიციისა და მდიდარი NGO-ების ოფისებიდან ამოღებული იქნა ის პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და აალებადი ნივთიერებები, რასაც ძალადობრივ აქციებში მონაწილე რადიკალური ჯგუფები იყენებდნენ. ვერც ეს რევოლუცია შედგა.დიდი ხნით ადრე დაიწყო აგენტურამ, თავიანთ პატრონებთან ერთად, 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციისთვის მომზადება. რამდენიმე დღით ადრე ევროკომისიამ ოფიციალურად სოლიდარობაც კი აღუთქვა ხელისუფლების დამხობის გეგმას. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას. სამართალდამცველი უწყებების იუველირული სიზუსტით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად რევოლუციის ეს მცდელობაც აღიკვეთა.აგენტურის მიერ ქვეყნის მუდმივი საბოტაჟისა და რყევის მიუხედავად, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით, დგას მოწოდების სიმაღლეზე. ქართველი ხალხის გვერდში დგომით დღეს ჩვენი ქვეყანა არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორიც არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.ხელისუფლება, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ვიცავთ ეროვნულ იდენტობას, ვუფრთხილდებით ტრადიციებსა და კულტურას. საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით და ვავითარებთ ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ინფრასტრუქტურას.საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე!აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის!“ – წერს მაჭავარიანი.

დაურ ბუავა

სამართალი 1787913356

რას ჰყვება აფხაზი ბლოგერის შესახებ მეგობარი - „ექსპერტიზის პასუხს ველოდები მე პირადად...“

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.„მეზობლებმა სუნი იგრძნეს ... კამერებში როგორც ჩანს ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა სახლში" - თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს" - ამბობს მეზობელი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, აფხაზი ბლოგერის დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.„პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე, ბინის დათვალიერებისას სამართალდამცველებს რაიმე საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი - განუცხადებს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.აფხაზი ბლოგერის მეგობარი ამბობს, რომ ბოლოს 22 აგვისტოს ესაუბრა.„ბოლოს 22-ში ვეკონტაქტე. ტელეფონი ჰქონდა დაზიანებული და ამიტომ შემდეგ დღეებში, გუშინწინ დავურეკე. რომ არ გადიოდა ზარი, ვიფიქრე არ გაუკეთებია-თქო და გუშინ უკვე ასეთი ამბავი შევიტყვე. დაური და მე ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რომ იქ მუქარები ჩვეულებრივი ამბავია, მეც მემუქრებიან, დაურსაც ემუქრებოდნენ, მაგრამ ეს სოციალურ ქსელებს არ სცდება.გუშინ ექსპერტები ადგილზე იყვნენ მობილიზებული და ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ გარეგნული დაზიანება არ აქვს, ძალადობრივად არ გარდაცვლილა და ექსპერტიზის პასუხს ველოდები მე პირადად... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.მაგალითად, გუშინ ვიხსენებდით ყველაფერს და სასწრაფო გამოიძახა ორჯერ, გულის პრობლემა ჰქონდა. ზოგჯერ ძაან ნერვიულობდა. ესეთი საქმე სანერვიულოა, რასაც აკეთებდა“,- ამბობს აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას მეგობარი.ცნობისთვის, დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი იყო, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა. TikTok-ზე თავდაპირველად რელიგიურ და საგანმანათლებლო თემებზე აქვეყნებდა ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავარი გზავნილი ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობისა და ურთიერთობის აღდგენა გახდა.

აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების საქმე

სამართალი 1787910503

„ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი...“ - რას აცხადებენ შსს-ში აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.„მეზობლებმა სუნი იგრძნეს ... კამერებში როგორც ჩანს ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა სახლში" - თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს" - ამბობს მეზობელი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, აფხაზი ბლოგერის დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.„პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე, ბინის დათვალიერებისას სამართალდამცველებს რაიმე საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი - განუცხადებს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.ცნობისთვის, დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი იყო, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა. TikTok-ზე თავდაპირველად რელიგიურ და საგანმანათლებლო თემებზე აქვეყნებდა ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავარი გზავნილი ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობისა და ურთიერთობის აღდგენა გახდა.