პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქირურგი, რომელიც მეზობლის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
„ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე. ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.
ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად“,-წერია სამძიმრის წერილში.
„დიდი ადამიანი იყავით უკეთილშობილესი და საოცარი ექიმი არც კი მჯერა რომ აღარ ხართ. მენანებით“,- წერენ მოქალაქეები.
„უძლიერესი ქირურგი, საუკეთესო პიროვნება, დაუჯწერებელია“...
„ასეთი ექიმები არ უნდა მიდიოდნენ, მართლაც ფიცს შესწირა სიცოცხლე“
„ვერ ვიჯერებთ, მენანებით როსტომი ექიმო“,- წერენ სოციალურ ქსელში.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფლავაკეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.