ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. მის საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
2017 წლის 16 მაისს გორთან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. ბექა ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.
შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას დეპუტატის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვა. ირაკლი ხახუბია ამბობდა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა სიმართლის დასადგენად, თუ რას შეეწირა მისი შვილი.
„ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს".
ირაკლი ხახუბიას განცხადებით, შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის მიზეზი დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების „გაუმართლებელი ქმედება“ გახდა:
„გამოძიებამ დაადასტურა ის, რომ დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასა“.
2017 წლის 17 მაისს, სავარაუდოდ, პოლიციის ეკიპაჟის დევნის დროს, ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ავტოავარიაში დაიღუპა. ამ საქმესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის პოლიციის ორი ხელმძღვანელი გაათავისუფლეს.
თავდაპირველად საქმის გამოძიება შსს-მ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ გადაიბარა. ძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.