დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთმა ხმაურიანმა მონაწილემ უკვე მესამედ შეძლო ჟიურისა და მაყურებლის გულის მოგება - გიორგი მეტრეველს ხალხის მიერ განხორციელებულმა რეკორდული რაოდენობის ზარებმა მორიგი შანსი მისცა და რეალით შოუში გამარჯვებისთვის ბრძოლას კვლავაც განაგრძობს.
„პრაიმტაიმი“ მას „პრაიმ ჰაუსში“ ესტუმრა. ვრცელი ინტერვიუდან გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც მის პირად ცხოვრებას და 2020 წელს მომხდარ ტრაგედიას შეეხება.
გიორგი მეტრეველი: პანდემიის პერიოდში, სანამ ყველაფერი ჩაიკეტებოდა, საყვარელი ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევით გარდამეცვალა. თავის უახლოეს ადამიანთან ერთად მგზავრობდა, დაკონკრეტება არ მინდა. მოხდა სამწუხარო ფაქტი, რამაც შეცვალა ჩემი დამოკიდებულება რაღაც-რაღაცა საკითხებისადმი.
ეს ის პერიოდი იყო, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი. პანდემიის შემდეგ ბათუმის ფილიალიც დაიხურა, იქ დეფილეს და მოდის ისტორიას ვასწავლიდი. როცა ასეთი ტრაგედია ხდება ცხოვრებაში, საშინელებაა. მოვემზადე 2-3 თვეში და ჩავაბარე. ვისწავლე, განვვითარდი... მიუხედავად იმისა, რომ ტრაგიკულ მომენტამდე მივყავარ, მაინც საოცარი შეგრძნებაა, ბათუმი კიდევ ცალკე ქალაქია ჩემთვის.
ერთად სულ 5 თვე ვიყავით... ტრაგედიის შემდეგ, ვერ ვიტანდი ნებისმიერი ადამიანის სიახლოვეს. ვიყავი ისეთივე, თუმცა, ახლოს ვერ ვიტანდი ვერავის, ვერც ახლობელი ადამიანების, ოჯახის წევრების სიახლოვეს. ეს ყველაფერი რამდენიმე თვე გაგრძელდა, შემდეგ საკუთარ თავში კონკრეტული ძალა ვიპოვე, სწავლაც დავიწყე და ეტაპობრივად მოხდა ყველაფრის გადაგორება. თუმცა, ეს ისტორია რჩება და მე მხოლოდ კარგი ისტორიები მრჩება. რაც მოხდა ვეღარ შევცვლი...
- რა შეცვალა ამ ტრაგედიამ შენში, რა კვალი დატოვა?
- ახლოს ვეღარავინ მომყავს, რადგან დაკარგვის მეშინია. ეს არის საშინელი გრძნობა. დიდი დრო დამჭირდა, რომ ამ ყველაფერს შევგუებოდი. ამ ამბის მერე კარგა ხანს არავინ მყოლია. შემდეგ ნელ-ნელა ვინც გამოჩნდა, მათთანაც ფრთხილად ვიყავი. ფრთხილ ბავშვს ვგავდი, რომელიც გარბოდა და გვერდით არავის იკარებდა. ცხადია, ამას არავის ვუმხელდი. იმ დროს ჩემ გვერდით ოჯახის წევრები და მშობლები იყვნენ, მამხნევებდნენ.
თუ ადამიანთან ვარ, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ მის გარდა, ღალატზე საუბარი ზედმეტი და გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, რომ არც ჩემთვის უღალატია ვინმეს. მანამდე სანამ ნამდვილ სიყვარულს ვიპოვიდი, ბევრი ურთიერთობა მქონდა, როდესაც კონკრეტულ ადამიანს შევხვდი, სხვაგან ვეღარ ვიხედებოდი. სურვილიც არ მქონდა.