დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე გადაღებული ფოტოს აქვეყნებს. მისი განმარტებით, სახლის აივნები იმდენად დაზიანებულია, რომ არ არის გამორიცხული, მორიგი ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ.
„ზედ ჭავჭავაძის გამზირზე. აივნის რკინა/ბეტონის კონსტრუქცია ფაქტობრივად, აღარ არსებობს. არმატურა დაჟანგულია, ბეტონი გამოფიტულია (ბალახია ამოსული). 3 კაცი ერთდროულად თუ გავა, ჩამოინგრევა. ისე ცოტა ხანი თავის თავს დაიჭერს. როგორ გგონიათ, ეს აივანი რომ ჩამოინგრეს, ვინ იქნება დამნაშავე“ - წერს როსტომაშვილი.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, სახლს კერძო მესაკუთრე ჰყავს.
„პრაიმტაიმი“ აღნიშნულზე თბილისის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყებაში გვითხრეს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მესაკუთრეს ეკისრება. გამგეობას კი მხოლოდ ავარიული ნაწილების მოხსნა შეუძლია.