გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, რთულია იმის თქმა, რამდენი ხანი დასჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისივე თქმით, მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს ყველა პუნქტი, რაც ევროკავშირის დასკვნაში არის წარმოდგენილი.
„რთულია, ვთქვათ, რამდენი ხანი დასჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. მთავარია ჩვენ განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც დათქმებში იყო. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებები, ეს ყველაფერი გასაკეთებელია და ყველაფერი დამოკიდებულია ევროკავშირზე. საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და რეფორმების განხორციელება. შემდგომ ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. გულდასაწყვეტია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, რადგან საქართველო იმსახურებდა ამ სტატუსს. ყველაფერი გავაკეთეთ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებთაც მისცეს ეს სტატუსი. ძალიან ბევრი მიმართულებით ვუსწრებთ და წინ ვართ ამ ქვეყნებზე, თუმცა ბევრი ახსნა-განმარტება მოვისმინეთ, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთან მიმართებით. ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, არამედ გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.