მძღოლი, რომელმაც 5 წლის ბავშვს მანქანა დაარტყა უმძიმეს მდგომარეობაშია მორალურად - დეტალები ლაგოდეხთან მომხდარ ავარიაზე

პოლიცია

დღეს, კახეთში, ლაგოდეხის გზატკეცილზე მომხდარმა ავარიამ საქართველო შეძრა. 5 წლის ბავშვს სოფელ შრომაში ავტომობილი დაეჯახა. 

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ მოზარდი ადგილობრივი ანდრია პოღოსიანია. როგორც ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ბავშვმა დედას ხელი გაუშვა და გზაზე, ავტომობილის მიმართულებით მაღაზიისკენ გაიქცა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა. 

მძღოლი უმძიმეს მდგომარეობაშია მორალური თვალსაზრისით, ამბობდა, თუ ბავშვი მოვკალი, ხალხო მეც მომკალით, აქედან ცოცხალი არ გამიშვათო... მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ამბობენ, თავად ბავშვი შეუვარდა ბორბლებში, როცა გზაზე გადაირბინაო. 

ახლა, მთავარია პატარა ანდრია გადარჩეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, იცოცხლოს და სკოლაში წავიდეს, როგორც ამას გეგმავდა და სექტემბრის დადგომას ელოდებოდა. 

ცალკე მძღოლს ვდარდობთ, წესიერი და კარგი ადამიანია, ცალკე ანდრიას დედის ცოდვით აღარ ვართ... ნინო უმძიმესად არის, შვილი ამ მდგომარეობაში ჩავარდა..." - ამბობს ადგილობრივი. 

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს სოფელ შრომაში მოხდა.