1795290000
ისტორიული მისია კოსმოსში - 2018 წელს გაშვებულმა ზონდმა მერკურის მიაღწია
ევროპულ-იაპონურმა ზონდმა BepiColombo მერკურის მიაღწია. ამის შესახებ ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომელმაც ზონდი 2018 წლის ოქტომბერში გაუშვა. ამ დროის განმავლობაში მან 10 მილიარდი კილომეტრი დაფარა. სააგენტოს მონაცემებით, აპარატი მიწისზედა ცენტრთან კავშირზეა, გერმანიის ქალაქ დარმშტადტში მდებარე კოსმოსური ფრენების მართვის ევროპული ცენტრის სპეციალისტები კი „ტელემეტრიულ მონაცემებს აქტიურად აანალიზებენ“.
მერკურის ორი განსხვავებული ორბიტიდან საკვლევად BepiColombo-ს წინასწარ გამოეყო ორი ავტონომიური თანამგზავრი, რომლებიც მრავალი ხელსაწყოთია აღჭურვილი. მათ უნდა შეისწავლონ პლანეტის მაგნიტური ველი, ბირთვი და აირადი გარსი, ასევე გამოიკვლიონ და შეადგინონ მისი ზედაპირის რუკა.
მისიამ შესაძლოა პასუხი გასცეს კითხვებს, არის თუ არა პლანეტაზე წყალი, რისგან შედგება ის და როგორ ჩამოყალიბდა. სამიზნე ორბიტებზე აპარატები 2026 წლის დეკემბერსა და 2027 წლის მარტში უნდა გავიდნენ. სამეცნიერო მუშაობა აპრილში უნდა დაიწყოს. მერკური მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტაა და ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.









