ქინქლაძე

სპორტი 1720286675

„მანჩესტერ სიტი“ გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღეს ულოცავს

ინგლისური საფეხბურთო კლუბი Manchester City გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღეს ულოცავს: "დაბადების დღეს გილოცავთ, გიორგი ქინქლაძე"საქართველოს ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი შემტევი 51 წლის გახდაგიორგი ქინქლაძე,  საქართველოს ნაკრებში უელსთან თამაშისა და გატანილი გოლების შემდეგ 1995 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა ინგლისის პრემიერლიგის „მანჩესტერ სიტიში“, რომელმაც 3,2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც უცხოურ კლუბს ტრანსფერში ქართული კლუბისთვის გადაუხდია.გიორგი ქინქლაძე დრიბლინგითა და ისტორიაში შესული ულამაზესი გოლების წყალობით გახდა „მანჩესტერ სიტის“ საკულტო გმირი, სამჯერ აღიარეს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად. 2005 წელს BBC-ის გამოკითხვაში გუნდის ყველა დროის „საკულტო გმირის“ ნომინაციაში მესამე ადგილი დაიკავა.1996 წლის 16 მარტს ქინქლაძემ გაიტანა ულამაზესი გოლი „საუთჰემპტონთან“ 2:1 მოგებულ მატჩში. გიორგიმ მოატყუა ხუთი ფეხბურთელი, შემდეგ მეკარეც, დეივ ბიზანტიც და ბურთი კარში მოათავსა. გოლი BBC-ის პროგრამა „დღის გოლმა“ „თვის საუკეთესო გოლად“ დაასახელა, სეზონის გოლის ნომინაციაში კი მეორე ადგილზე გა1998 წელს ნიდერლანდების ჩემპიონს, ამსტერდამის „აიაქსს“ შეუერთდა, მაგრამ, კარიერული ნახტომის ნაცვლად, ჩავარდნა დაეწყო.„შემეძლო, მაღალ დონეზე მეთამაშა, მაგრამ მწვრთნელმა არ შეცვალა სათამაშო სისტემა და სკამზე დამსვა. ამ პერიოდში არ ვთამაშობდი, რამაც ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია“, – განაცხადა ქინქლაძემ მოგვიანებით.მეორე სეზონში ქინქლაძე გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა. 1999 წელს დაბრუნდა ინგლისში და „დერბი ქაუნთიში“ იჯარით ითამაშა. 2004 წელს შეუერთდა კვიპროსულ „ანორთოსისს“, სადაც მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი, მაგრამ ის „ქინქი“, რომელიც გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა, აღარ იყო. ტრავმებმაც შეაჩერა და 2006 წელს კარიერა ყაზანის „რუბინში“ დაასრულა.1992–2005 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 57 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. ორჯერ მოიგო საქართველოს წლის ფეხბურთელის ტიტული. კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი ქინქლაძე მუშაობდა ფამაგუსტას „ანორთოსისისა“ და ცხინვალის „სპარტაკის“ სპორტულ დირექტორად, ამჟამად სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.ვიდა.

ქინქი

ტაბლოიდი 1701719842

„ამისთვის მზად არ ვარ...“ - მარიამ ქინქი კლინიკაშია მოთავსებული

„პრაიმ ჰაუსის“ გასული სეზონი მონაწილე კლინიკაშია მოთავსებული. ყველაზე რეიტინგული პროექტის ყოფილი მონაწილე საავადმყოფოდან კადრებს აქვეყნებს და წერს:„ყველა დედა მიამაყება, მაგრამ მე ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. მოვა დრო და მოგიყვებით ყველაფერს. ცოტა ხანი ვისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან...“ასევე ნახეთ:ტრაგედია გორში - ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახასაქართველოდან გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩარა უნდა გვქონდეს 2024 წლის საახალწლო სუფრაზე სიმდიდრის მოსაზიდად - ეს 60 წელიწადში ერთხელ ხდება

გიორგი მამარდაშვილი

საზოგადოება 1695972520

როგორ ულოცავს გიორგი მამარდაშვილს საცოლე დაბადების დღეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იუბილარია. გიორგი 23 წლის გახდა.საცოლე ელენე ეპიტაშვილი, გიორგის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი ცხოვრების სიყვარულო“, – წერს ელენე სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:"ერთხელაც, ცხოვრების გზაზე, გამოჩნდება შენი ადამიანი, რომელიც მთელ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს" - ქალი, რომელიც გია ფერაძის გვარს დღემდე ატარებს,,ხშირად მეშინია... ვფიქრობ, ვაი და ეს მოხდეს...“ - რას წერს მარიამ ქინქი

ქინქი

ტაბლოიდი 1695934799

,,ხშირად მეშინია... ვფიქრობ, ვაი და ეს მოხდეს...“ - რას წერს მარიამ ქინქი

,,პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე მარიამ ქინქი ,,ინსტაგრამზე“ გამომწერებს ემოციებს უზიარებს და წერს:,,მეც ხშირად მეშინია. ისეთ ამბებს ვატრიალებ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, უკვე, რომ ხშირად ვფიქრობ, ვაი და ეს მოხდეს...მაგრამ, ყოველთვის როდესაც ჩემი ხალხის, ქომიუნითის წევრების გამოხმაურებას ვიღებ, ვხვდები რომ ეს ამად ღირს.დაელოდეთ ძალიან მაგარ ცვლილებებს. ვქმნით ახალს და უფრო შოკისმომგვრელს თქვენთვის“, - წერს მარიამ ქინქი.

ქინქი

ტაბლოიდი 1695922083

„რასაც გულშემატკივრები მიგზავნიან...“ - რას წერს მარიამ ქინქი „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეზე, რომელსაც მას ამსგავსებენ

მარიამ ქინქი „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილის სოფო ნურაშვილის შესახებ „ინსტაგრამზე“ წერს:„ძალიან მიხარია, რომ სექსუალური და წარმატებული გოგო არის ქართულ ტელევიზიაში. ახლა არ მაქვს დრო ვუყურო, მაგარ, რასაც გულშემატკივრები მიგზავნიან - მგონი, ძალიან მაგარი გოგოა!“ასევე დაგაინტერესებთ:ცნობილია ქუთაისში ავარიის დროს დაღუპული 3 ქალის ვინაობა (ფოტო)„სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, განვიცდი ყველა მომენტს, როცა მას გული ვატკინე...“ - მიხეილ სააკაშვილირატომ მოკლეს ამერიკაში საქართველოს მოქალაქე - გარდაცვლილის მეუღლე ახალ დეტალებზე საუბრობსროგორია კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

სოფო

ტაბლოიდი 1695841619

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის სოფო ნურაშვილის ცეცხლოვანი ვიდეო

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილის სოფო ნურაშვილი გამომწერებს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ცეცხლოვანი ვიდეოს უზიარებს. სოფო ნურაშვილი პროფესიით იმიჯმეიკერი და სპიკერია.მის გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რატომღაც, რელაითი შოუს მაყურებლებმა ის მარიამ ქინქისთან გააიგივეს. ასევე დაგაინტერესებთ:„6 წელია ურთიერთობაში ვარ, მანამდე გათხოვილი ვიყავი... ყველასთან, ვისთანაც კარგად ვარ, რაღაც მარკები უნდა მაწებოთ?“ - „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეVIDEO: „პრაიმ ჰაუსში“ პირველი „ლაიქ-დისლაიქი“ უკვე დაიწერაVIDEO: „ვის ელაპარაკები?! ტელეფონი მანახე!“ - სალომე უშხვანი ქმარმა „გაპრანკა“

ოფო ნურაშვილი

ტაბლოიდი 1695503393

„ქინქის როგორ ჰგავს?!“ - „პრაიმ ჰაუსის“ ახალმა მონაწილემ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

ცოტა ხნის წინ, „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა გახდა ცნობილი. სოფი ნორაშვილს, რომელიც პროფესიით იმიჯ მეიჯერი და სპიკერია, მეოთხე სეზონში ვიხილავთ.მის გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რატომღაც, რელაითი შოუს მაყურებლებმა ის მარიამ ქინქისთან გააიგივეს.„ქინქი 2“; „ქინქი მეგონა... როგორ ჰგავს...“; „აუ, რალამაზი გოგოა“; - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.ასევე ნახეთ:„ოქტომბერი წელს განსაკუთრებულად „ცხელი“ იქნება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ქინქი

საზოგადოება 1693392531

,,მწერენ ფულს მოგცემ და წამო სასტუმროში...“ - მარიამ ქინქი

"პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე მარიამ ქინქიმ საქართველოში პირველად სექს ფართი ჩაატარა.წვეულების შემდეგ ქინქი სოციალურ ქსელში გამომწერებს „ფიდბექს“ უზიარებს.„ბევრი სტუმარი ვერ ბედავდა ჩემთან მოსვლას.დღეს მწერენ ფულს მოგცემ და წამო სასტუმროში. ბოდიში, მაგრამ, *** ბრძანდებით.ტიპმა ნახა, რომ მე ვარ ქალი თამაში, ვნება. არიქა სასტუმრო და დოზანა ასეთ იდიოტებს“ ,- წერს მარიამ ქინქი.ასევე ნახეთ:VIDEO: „შენი მოსაწონი ხო არ დაიბადა ამ ქვეყნად“ - ვინ არის „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის კიდევ ერთი მსურველიVIDEO: „ნამდვილი ადამიანი“ - ფანებთან ერთად ამღერებული ლელა წურწუმია და სრული ანშლაგი ბათუმში„პირველი წელი - მილიონიდან“ - თათია შარანგია ჯარჯი თორაძესთან ურთიერთობის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავსსაქართველოში მიწისძვრა მოხდამძიმე ავარია თბილისში - მოპედის მძღოლი დაიღუპა

სიცხე

მსოფლიო 1689625211

ამ კვირაში, შესაძლოა, დედამიწის ისტორიაში რეკორდული სიცხე დაფიქსირდეს

წლევანდელმა ივნისმა სიცხის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ, არც ივლისი გაგვიცრუებს იმედს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ადრეული მონაცემებით, ამ თვის დასაწყისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი კვირა იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.უფრო მეტიც, ჟურნალ Scientific American-ის მიხედვით, კალიფორნიის სიკვდილის ველზე, შესაძლოა, დედამიწის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.ეროვნული პარკების სამსახურის თანახმად, ზაფხულის ტემპერატურა ეროვნულ პარკში ხშირად აღემატება 49 გრადუს ცელსიუსს. ეს იმიტომ ხდება, რომ მიმდებარე მთები ცხელ ჰაერს ხეობის გრძელ და ვიწრო აუზში აკავებს. თუმცა ამ კვირაში ტემპერატურამ, შესაძლოა, 54 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს.Independent-ის ცნობით, რეკორდული სიცხე ამერიკის სხვა შტატებსაც აწუხებს. მაგალითად, არიზონას შტატში მცხოვრებ ადამიანებს მკურნალობენ მეორე ხარისხის დამწვრობისთვის, რომელიც გახურებულმა ტროტუარებმა გამოიწვია. ორი კვირის განმავლობაში იქ ტემპერატურა 43 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა.აღსანიშნავია, რომ აშშ ანომალია სულაც არ არის. იგივე პრობლემა უდგას ევროპას, ახლო აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და მაროკოს, რომელმაც უკიდურესი სიცხის გამო ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში გაფრთხილებაგამოსცა.ხანგრძლივმა გვალვამ და საშუალოზე მაღალმა ტემპერატურამ ურუგვაის ერთადერთი მტკნარი წყლის რეზერვუარი, თითქმის, დააშრო. Guardian-ის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ აქვს წვდომა ონკანის უსაფრთხო წყალზე.ადამიანების საქმიანობით გამოწვეულმა ნახშირორჟანგისა და მეთანის ემისიებმა შეცვალა დედამიწის კლიმატი, რამაც ხელი შეუწყო ამინდის გახშირებულ და ხანგრძლივ ექსტრემალურ ცვლილებებს.ექსტრემალური ამინდი კი, რომელიც გლობალური დათბობის ფონზე უკვე უჩვეულოდ აღარავის ეჩვენება, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგიასა და წყალმომარაგებაზე. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს სათბურის გაზების ემისიების სწრაფად შემცირების აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკორდულ სიცხესთან გამკლავება სულ უფრო რთულ ამოცანად იქცევა.ასევე დაგაინტერესებთ:⇒ რა ხდებოდა გამთენიისას ქუთაისში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება⇒ „ჩანთა, მობილური ნაპოვნია თბილისის ზღვაზე“ - თბილისში დაკარგულ ბიჭს ეძებენ⇒ “ჩემი იმედი” - მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის უცნობ ფოტოს აქვეყნებს⇒ „ვინც ელის, რომ მე და ანია ფარ-ხმალს დავყრით, უყურეთ, როგორ წავალთ წინ...“ - ქინქი საზოგადოებას მიმართავს

aborti

ტექნოლოგიები 1689610620

აბორტის აკრძალვა რეპროდუქციული ასაკის ქალებში სუიციდის გახშირებას უკავშირდება - კვლევა

კანონის ძალით აბორტის აკრძალვას - სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვას - ხშირად მისი არალეგალურ, ნაკლებად უსაფრთხო პირობებში ჩატარება მოსდევს, რაც, ბუნებრივია ქალების ფიზიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, აბორტის აკრძალვა რეპროდუქციული ასაკის ქალებში სუიციდის მაჩვენებელსაც ზრდიდეს. ნაშრომს გამოცემაში JAMA Psychiatry გაეცნობით. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აქამდე ჩატარებულმა ერთ-ერთმა ანალიზმა აჩვენა, რომ რეპროდუქციული ზრუნვისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვა კარიერულ მისწრაფებებთან ძლიერ უარყოფით კორელაციაშია. ამჯერად მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რეპროდუქციული ასაკის ქალებში სუიციდის რისკები შეეფასებინათ. ამისათვის მათ დაახლოებით 40 წლის მონაცემები შეაფასეს.„შევიმუშავეთ სამი ინდექსი, რომლებიც რეპროდუქციული ზრუნვისადმი ხელმისაწვდომობას შტატში კანონმდებლობის გატარების მიხედვით აფასებს", - გვიხსნის ჯონათან ზენდბერგი, ლექტორი ფინანსების განხრით - "თითოეული შემთხვევა, როდესაც შტატმა რეპროდუქციულ ზრუნვასთან დაკავშირებული კანონი მიიღო, იგი ინდექსში შევიტანეთ".შედეგები თვალსაჩინო აღმოჩნდა: რაც უფრო მკაცრად კონტროლდებოდა აბორტისადმი ხელმისაწვდომობა, მით მაღალი იყო სუიციდის რისკიც. ამგვარი ტენდენცია მაშინაც კი შენარჩუნდა, როდესაც მკვლევრებმა სხვა ცვლადებით (მაგალითად, ეკონომიკური ან პოლიტიკური კლიმატი) მანიპულაცია დაიწყეს. ამასთანავე, იგი სხვა პოპულაციებში არ შეიმჩნეოდა. კანონზომიერება არ აიხსნა ზოგადად სიკვდილის მომატებული რისკითაც: გუნდმა ანალოგიური ანალიზი ავტომობილებით გამოწვეული სიკვდილიანობის (სიკვდილის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი) შემთხვევაშიც ჩაატარა და მსგავსი არაფერი შემჩნეულა.„კავშირი ძლიერია - და ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს", - აცხადებს რან ბარზილეი, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს (პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის სამედიცინო სკოლა) ფსიქიატრი - „ამ ყველაფერს მონაცემები ამყარებს".მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კვლევა კორელაციურია და არა კაუზალური, ანუ მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ადგენს. შესაბამისად, ვერ დამტკიცდება, რომ ნამდვილად აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იწვევს სუიციდის მაჩვენებლის ზრდას.„ათწლეულების კონტექსტში სიკვდილის მიზეზების ჯამურ მონაცემებსა და კანონმდებლობას შორის კავშირს ვაკვირდებით", 0 ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი რებეკა უოლერი - „მიუხედავად ამისა, სიკვდილის თითოეული შემთხვევა ტრაგედიის ცალკეული მომენტია. შესაბამისად, ბევრად მეტი საშინელება უნდა გავიაზროთ, რათა სუიციდის ინდივიდუალური რისკის კუთხით ამ მიგნებათა მნიშვნელობა გავიგოთ".მართალია, პროექტი თითოეული ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ანდა გარემოებებს ვერ ახსნის, თუმცა, შესაძლოა, მიგნებებს სამედიცინო სფეროში მოღვაწეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.„სტრესი ფსიქიკური პრობლემებისა და სუიციდის რისკის მთავარი მასაზრდოებელი ძალაა", - დასძენს ბარზილეი - "აღმოვაჩინეთ, რომ კონკრეტულ სტრესორს - აბორტის აკრძალვას - გარკვეული ასაკის ქალებზე გავლენა აქვს სიკვდილის გარკვეული მიზეზის კუთხით, რომელიც სუიციდია".ასევე დაგაინტერესებთ⇒ რა ხდებოდა გამთენიისას ქუთაისში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება⇒ „ჩანთა, მობილური ნაპოვნია თბილისის ზღვაზე“ - თბილისში დაკარგულ ბიჭს ეძებენ⇒ “ჩემი იმედი” - მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის უცნობ ფოტოს აქვეყნებს⇒ „ვინც ელის, რომ მე და ანია ფარ-ხმალს დავყრით, უყურეთ, როგორ წავალთ წინ...“ - ქინქი საზოგადოებას მიმართავს

ლიზა მარი პრესლი

მსოფლიო 1689606840

ცნობილი გახდა ელვისის შვილის, ლიზა მერი პრესლის გარდაცვალების მიზეზი

ლოს-ანჯელესის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ მიმდინარე წლის 12 იანვარს გარდაცვლილი ლიზა მერი პრესლის გაკვეთის შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მომღერალი და ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი ბარიატრიული(წონის დაკლების მიზნით კუჭის შემცირების ოპერაცია) ოპერაციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ექსპერტმა გაკვეთისას წვრილ ნაწლავში წარმონაქმნები აღმოაჩინა, რომლებიც პრესლის ერთი წლით ადრე გაკეთებული ბარიატრიული ოპერაციის შედეგად, ნელ-ნელა განუვითარდა.მოხსენებაში ასევე წერია, რომ მომღერლის სისხლში აღმოჩენილია ანტიდეპრესანტ კვეტიაპანის და ტკივილგამაყუჩებელ იბუპროფენის კვალი. ექსპერტის განმარტებით პრეპარატები სიკვდილის მიზეზი არ ყოფილა.ელვისის ერთადერთმა ქალიშვილმა პირველი მუსიკალური ალბომი 2003 წელს გამოუშვა. სულ კომპოზიტორსა და მომღერალს 3 ალბომი აქვს გამოცემული. წლების განმავლობაში მეგობრობდა მაიკლ ჯექსონთან, მოგვიანებით წყვილი დაქორწინდა, ჯექსონისა და პრესლის ოჯახურმა ურთიერთობამ მხოლოდ 2 წელი გასტანა.2020 წელს ელვის პრესლის შვილიშვილი და ლიზა მერი პრესლის შვილი ბრენდონ კიუ გარდაიცვალა. მსახიობი რაილი კიუ როკ ენ როლის მეფის ერთადერთი ცოცხალი შთამომავალია.ასევე დაგაინტერესებთ⇒ რა ხდებოდა გამთენიისას ქუთაისში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება⇒ „ჩანთა, მობილური ნაპოვნია თბილისის ზღვაზე“ - თბილისში დაკარგულ ბიჭს ეძებენ⇒ “ჩემი იმედი” - მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის უცნობ ფოტოს აქვეყნებს⇒ „ვინც ელის, რომ მე და ანია ფარ-ხმალს დავყრით, უყურეთ, როგორ წავალთ წინ...“ - ქინქი საზოგადოებას მიმართავს

კაცი და ძაღლი

მსოფლიო 1689603420

ძაღლთან ერთად დაკარგულმა ავსტრალიელმა კაცმა წყნარ ოკეანეში 2 თვე გაატარა

51 წლის ავსტრალიელმა კაცმა, ტიმ შადოკმა ძაღლთან ერთად წყნარ ოკეანეში 2 თვე გაატარა, მანამ, სანამ ის მექსიკასთან ახლოს ვერტმფრენმა შემთხვევით აღმოაჩინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ტიმ შადოკმა ძაღლთან ერთად აპრილში მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიისკენ გაცურა, რა დროსაც ძლიერმა ქარიშხალმა მისი ნავი დააზიანა და ის წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, კომუნიკაციის ყველა საშუალების გარეშე აღმოჩნდა.მექსიკაში დაბრუნების შემდეგ ავსტრალიელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.„ძალიან მძიმე განსაცდელი გამოვიარე ზღვაში. უბრალოდ დასვენება და კარგი კვება მჭირდება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი ზღვაში. სხვა მხრივ, ძალიან ჯანმრთელად ვარ". – ამბობს შადოკი ავსტრალიურ მედიასთან ინტერვიუში.შადოკის თქმით, ის ორი თვის განმავლობაში უმი თევზით იკვებებოდა და წვიმის წყალს სვამდა.ასევე დაგაინტერესებთ⇒ რა ხდებოდა გამთენიისას ქუთაისში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება⇒ „ჩანთა, მობილური ნაპოვნია თბილისის ზღვაზე“ - თბილისში დაკარგულ ბიჭს ეძებენ⇒ “ჩემი იმედი” - მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის უცნობ ფოტოს აქვეყნებს⇒ „ვინც ელის, რომ მე და ანია ფარ-ხმალს დავყრით, უყურეთ, როგორ წავალთ წინ...“ - ქინქი საზოგადოებას მიმართავს