ამ კვირაში, შესაძლოა, დედამიწის ისტორიაში რეკორდული სიცხე დაფიქსირდეს

სიცხე

წლევანდელმა ივნისმა სიცხის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ, არც ივლისი გაგვიცრუებს იმედს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ადრეული მონაცემებით, ამ თვის დასაწყისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი კვირა იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

უფრო მეტიც, ჟურნალ Scientific American-ის მიხედვით, კალიფორნიის სიკვდილის ველზე, შესაძლოა, დედამიწის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.

ეროვნული პარკების სამსახურის თანახმად, ზაფხულის ტემპერატურა ეროვნულ პარკში ხშირად აღემატება 49 გრადუს ცელსიუსს. ეს იმიტომ ხდება, რომ მიმდებარე მთები ცხელ ჰაერს ხეობის გრძელ და ვიწრო აუზში აკავებს. თუმცა ამ კვირაში ტემპერატურამ, შესაძლოა, 54 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს.

Independent-ის ცნობით, რეკორდული სიცხე ამერიკის სხვა შტატებსაც აწუხებს. მაგალითად, არიზონას შტატში მცხოვრებ ადამიანებს მკურნალობენ მეორე ხარისხის დამწვრობისთვის, რომელიც გახურებულმა ტროტუარებმა გამოიწვია. ორი კვირის განმავლობაში იქ ტემპერატურა 43 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ ანომალია სულაც არ არის. იგივე პრობლემა უდგას ევროპას, ახლო აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და მაროკოს, რომელმაც უკიდურესი სიცხის გამო ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში გაფრთხილებაგამოსცა.

ხანგრძლივმა გვალვამ და საშუალოზე მაღალმა ტემპერატურამ ურუგვაის ერთადერთი მტკნარი წყლის რეზერვუარი, თითქმის, დააშრო. Guardian-ის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ აქვს წვდომა ონკანის უსაფრთხო წყალზე.

ადამიანების საქმიანობით გამოწვეულმა ნახშირორჟანგისა და მეთანის ემისიებმა შეცვალა დედამიწის კლიმატი, რამაც ხელი შეუწყო ამინდის გახშირებულ და ხანგრძლივ ექსტრემალურ ცვლილებებს.

ექსტრემალური ამინდი კი, რომელიც გლობალური დათბობის ფონზე უკვე უჩვეულოდ აღარავის ეჩვენება, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგიასა და წყალმომარაგებაზე. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს სათბურის გაზების ემისიების სწრაფად შემცირების აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკორდულ სიცხესთან გამკლავება სულ უფრო რთულ ამოცანად იქცევა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⇒ რა ხდებოდა გამთენიისას ქუთაისში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

⇒ „ჩანთა, მობილური ნაპოვნია თბილისის ზღვაზე“ - თბილისში დაკარგულ ბიჭს ეძებენ

⇒ “ჩემი იმედი” - მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის უცნობ ფოტოს აქვეყნებს

⇒ „ვინც ელის, რომ მე და ანია ფარ-ხმალს დავყრით, უყურეთ, როგორ წავალთ წინ...“ - ქინქი საზოგადოებას მიმართავს