პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
51 წლის ავსტრალიელმა კაცმა, ტიმ შადოკმა ძაღლთან ერთად წყნარ ოკეანეში 2 თვე გაატარა, მანამ, სანამ ის მექსიკასთან ახლოს ვერტმფრენმა შემთხვევით აღმოაჩინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ტიმ შადოკმა ძაღლთან ერთად აპრილში მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიისკენ გაცურა, რა დროსაც ძლიერმა ქარიშხალმა მისი ნავი დააზიანა და ის წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, კომუნიკაციის ყველა საშუალების გარეშე აღმოჩნდა.
მექსიკაში დაბრუნების შემდეგ ავსტრალიელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ძალიან მძიმე განსაცდელი გამოვიარე ზღვაში. უბრალოდ დასვენება და კარგი კვება მჭირდება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი ზღვაში. სხვა მხრივ, ძალიან ჯანმრთელად ვარ". – ამბობს შადოკი ავსტრალიურ მედიასთან ინტერვიუში.
შადოკის თქმით, ის ორი თვის განმავლობაში უმი თევზით იკვებებოდა და წვიმის წყალს სვამდა.
ასევე დაგაინტერესებთ
⇒ რა ხდებოდა გამთენიისას ქუთაისში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
⇒ „ჩანთა, მობილური ნაპოვნია თბილისის ზღვაზე“ - თბილისში დაკარგულ ბიჭს ეძებენ
⇒ “ჩემი იმედი” - მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის უცნობ ფოტოს აქვეყნებს