გია ვოლსკი

პოლიტიკა 1726058470

სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია ისეთ ფიგურად, რომლის ხელთათმანებსაც სისხლის ლაქები არ აქვს - გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია როგორც ფიგურა, რომელიც პირდაპირ დანაშაულებში არ იყო ჩართული, ის შეარჩიეს ფიგურად, რომლის ხელთათმანებსაც სისხლის ლაქები არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ „ლე ფიგაროსთან“ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა: „მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას“.„არ იყო ჩართული იმ დანაშაულებში, რომელიც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ახასიათებს – თითოეულ მათგანს გაერთიანებული თუ გაუერთიანებელი სახით, იქნება 5, 4 თუ ნებისმიერი სხვა ნომერი. სალომე ზურაბიშვილი შეარჩიეს როგორც ერთადერთი, რომელსაც ხელზე ისეთი ხელთათმანები აცვია, რომელსაც სისხლის ლაქები არ აქვს. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმაც თავისი პირობები დააყენა, რომ იგი იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობას დააყენებს და ეს ყველასთვის წესი და კანონი იქნება, მათ შორის მათთვისაც, ვინც გუშინ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. მაგალითად, როგორიც არის ნიკა გვარამია ან ნებისმიერი სხვა. იმ სიტყვას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოიხსნიებდნენ, ვერც გავიმეორებ, იმდენად უტიფარი და უზრდელურია. ამაში თვალთმაქცობა მეტია და რეალობა არ ჩანს. ეს ყველაფერი და ეს ურთიერთობები ყალბია, მაგრამ ზურაბიშვილს თავისი პირობები აქვს. მთავრობა უნდა წარმოადგინოს და ერთ წელიწადში ველი გაწმინდოს. ალბათ იგივე რეპრესიები სჭირდება, რომელშიც გვარამია უკვე გამოცდილია, შემდეგ უნდა ჩაატაროს არჩევნები. ამ პროცესის ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი თავისი ქოლგით. ეს ქოლგა როგორია – რეალურია, სერიოზულია, ფუფალას დროშაა, ქოლგაა თუ სხვა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს.ადრე მახსოვს, მიშა სააკაშვილის შეფასება სალომე ზურაბიშვილის ასეთი განცხადებისადმი, რომელსაც ვერ გავიმეორებ. იმაზე ნაკლები არ არის, რაც გვარამიამ მას უწოდა. ოპოზიცია რამდენად დაუჯერებს, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რომ სალომე ზურაბიშვილია მათი ლიდერი. ამ აბსურდის თეატრს სთავაზობს ოპოზიცია ჩვენს საზოგადოებას და სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ამ გზაზე დგას და ასეთ სისულელეებს იძახის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

maria

საზოგადოება 1725647211

"მილიმეტრიან ფიგურებს ვაკეთებ ხელით, გულითა და გონებით"- ამ საოცრებების შემქმნელს უნდა იცნობდეთ

შეუძლებელია ეს ნამუშევრები გულგრილად გაატარო. სხვადასხვა მასალისგან ნაძერწი პაწაწინა ფიგურები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ. უყურებ და ფიქრობ, როგორ შეიძლება რეალურზე ასე მიმსგავსებული ნივთები ასე მცირე ზომებში დაამზადო.მარია ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილის ჯადოსნურმა ხელებმა ისინი ემიგრაციაში ყოფნისას დაამზადა და თუმცა როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ამ ეტაპზე მინიატურებზე სამუშაოდ არ სცალია. სურს, რომ სამშობლოში გამოფენით დაბრუნდეს და საოცარი მინიატურებით გაოცებაში მოიყვანოს თანამემამულეები.ჯერ პერსონაჟზე ფიქრობს, ემოციურად ემზადება, მასალებს ეცნობა, შემდეგ ამზადებს და შესაბამის გარემოში რომ დააბინავებს, შემდეგ ვიდეორგოლებითაც მოსავს. ამ საოცარ ნამუშევრებს მინიატურულ ფილმებადაც აქცევს, რაც ძალზე ემოციურ სანახაობას ქმნის. მის გვერდზე შეხვდებით ნიკალას, ფუფალას, ლუარსაბსა და დარეჯანს, თბილისის ქუჩებში, ურნებთან მოსაუბრე ფერად ქალბატონს...სამშობლოს მონატრება და დედის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, საოცარ ფილმებს აქმნევინებს. მარია ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი: მამა მხატვარი, მოქანდაკე და ფერადი ლითონების მხატვრული ჩამომსხმელი გახლავთ. ის ფაქტი, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში (და არამარტო საქართველოს მასშტაბით) არის მის მიერ ჩამოსხმული (სხვადასხვა ავტორობით) ძეგლები, იწვევს ჩემში დიდ ემოციას, სითბოს, სიყვარულსა და შინაგან კავშირს ჩემს ოჯახთან.მახსოვს, ბავშვობაში, როგორ დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში მამას სამუშაო სივრცე; ჩუმად მისი სამუშაო იარაღებიც ამიღია და მის გამოძერწილ ფიგურაზე გადამისვია, მაინტერესებდა როგორ გამოჰყავდა ის ფიგურები ელემენტარული ხის „ჩხირით“.თუმცა, როცა გავიზარდე, არც მიფიქრია, რომ მე ოდესმე ძერწვას დავიწყებდი. დაინტერესებული ვიყავი სამკაულების დიზაინითა და ფოტოგრაფიით. სამოყვარულო დონეზე შევისწავლე ფოტოგრაფია და 2007 წელს ჩემს სამ ნამუშევარს "წლის საუკეთესო ფოტოს" წოდება მიენიჭა. ამ დროს უკვე ვცხოვრობდი ჩრდილოეთ ესპანეთში. აქ შევქმენი ოჯახი და მყავს ერთი შვილი.მალე დავინტერესდი კულინარიით და ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ, ინგლისის ტოპ 20-ში შესული ერთ-ერთი რესტორნის მთავარი კონდიტერი გავხდი; მივიღეთ მიშლენის ვარსკვლავიც. ვმუშაობდი "ჰოლიდეი ინის" მთავარ კონდიტერად, მაგრამ ყველაფერზე თავის დანებება მომიწია.დედის გარდაცვალებამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სწორედ ამ ტრაგიკულმა მომენტმა იქონია ჩემს შემოქმედებით მიმართულებაზე დიდი გავლენა. დედის წასვლის შემდეგ, დიდხანს ვგრძნობდი სიცარიელეს, სიტყვებით ვერ ვხსნიდი იმ ემოციებს, რომლებიც ჩემში იყო დაგროვილი.მინიატურების შექმნის იდეაც სრულიად მოულოდნელად დაიბადა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ სიმშვიდეს მილიმეტრების ზომის რაღაც ფიგურაზე მუშაობა მომიტანდა.დავიწყე და თითქოს ყველაფერი შეიცვალა და თითოეული დეტალი, თუნდაც უმნიშვნელო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. მინიატურები ჩემთვის გახდა გზა პირადი სამყაროსკენ, სადაც თითოეული პატარა ნივთი ჩემთვის ძვირფასს, მნიშვნელოვანს და მონატრებულს გამოხატავდა.როდესაც მინიატურულ კომპოზიციებს ვქმნი, ვგრძნობ, რომ ერთდროულად ვიწყებ რაღაც ახალს, მაგრამ ამავე დროს ვაბრუნებ ძველ, ბავშვობის მოგონებებს. ეს ყველაფერი ჩემთვის ერთგვარი შემოქმედებითი თერაპიაა. მინიატურის შექმნა განსაკუთრებულ მოთმინებასა და ყურადღებას მოითხოვს. თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, თითოეული ფორმა, ტექსტურა და ფერი ზუსტად უნდა იყოს მორგებული. ამიტომ ვმუშაობ ძირითადად ბუნებრივ განათებაზე.აქ ესპანეთში, სახლში გამოყოფილი მაქვს სამუშაო ოთახი, სადაც დღის უმეტეს დროს იქ ვატარებ. ვიყენებ თითქმის ყველანაირ მასალას, როგორც ბუნებრივს, ისე - ხელოვნურს, გააჩნია, რა ეფექტი მჭირდება. გამომიყენებია ყავა, სიმინდის ფქვილი, ქართული სუნელებიც... ასევე სამშენებლო მასალები, სინთეტიკური თიხა...ყველაფერს ვაკეთებ ხელით და არ ვიყენებ ყალიბებს. ეს თავისთავად მოითხოვს დიდ ენერგიასა და დროს. მინიატურული პერსონაჟების შექმნა შინაგანად მომზადებას მოითხოვს. ეს პროცესი კი, ჩემთვის ძალიან ემოციურია.როცა იდეა ჩნდება, მაშინვე მუშაობას არ ვიწყებ. პირველ რიგში, ვცდილობ ვიგრძნო ის ხასიათი, რომელიც ამ პერსონაჟს უნდა ჰქონდეს, წარმოვიდგინო დეტალურად ის, მისი გარემო, დავაგროვო ემოციები ჩემში და მერე ერთდროულად გადმოვიტანო მინიატურაში... შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან თვეც დამჭირდეს.მაგალითად „ფერადი ქალბატონის“ შესაქმნელად, მახსოვს, 3 თვე ვემზადებოდი და ვფიქრობ, ჩავდე კიდეც საჭირო ემოცია. მას ვერ ვყიდი, ჩემთანაა. ემოციები და ენერგია, რომელიც მუშაობის პროცესის დროს მოდის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ემოციურად მზად არ ვარ, რთულია ფიგურებისთვის „სიცოცხლის“ მიცემა. ამ დროს უბრალოდ ვჩერდები; მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ პერსონაჟი „გაცოცხლდა“ ჩემს ფიქრებში, აი, მაშინ უკვე ვიწყებ მის შექმნას.დავაკვირდი, თუ პირდაპირ, ფიქრისა და შინაგანი მომზადების გარეშე ვიწყებ მუშაობას, შესაძლოა, ტექნიკურად კარგად გამომივიდეს, მაგრამ არ წამოიღოს ის მუხტი და სიღრმე, რომელიც მინდა, რომ თითოეულ ნამუშევარში იყოს. აი, ამიტომაა შინაგანი მზადება ჩემი შემოქმედებითი პროცესისათვის საწყისი ეტაპი.ხშირ შემთხვევაში ამის გამო შეკვეთასაც არ ვიღებ. არ მინდა "უსულო" ფიგურები ვაკეთო... ხელოვნება არ არის მხოლოდ ხელით შესრულებული შრომა, არამედ ის, რასაც გული და გონება ერთდროულად სჭირდება.როცა „ნიკალას“ მინიატურულ კომპოზიციას ვასრულებდი, ჯერ გავეცანი მის ისტორიას, მასზე მოგონებებს, ვნახე მასზე გადაღებული ფილმები. ეს მჭირდებოდა ჩემში იმ ემოციებისა და მუხტის დასაგროვებლად, რასაც მასზე მუშაობის დროს გამოვიყენებდი. ჩემი ნაკეთობების უმრავლესობა გაყიდულია, სახლში თითქმის არაფერი მაქვს. ვასრულებდი შეკვეთით და ვყიდდი ხან საქართველოში, ხანაც სხვა ქვეყნებში. ფასი იმის მიხედვით იწევა, რა სირთულისაა დეტალები. ნამუშევრები 120-დან 600 ევრომდე გაყიდულა.ვიდეოებსაც თავად ვუღებ და თვითონვე ვამონტაჟებ. რისი გადმოცემაც მსურს, გამომდის.მაგრამ ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვეღარ ვიცლი მინიატურებისთვის.სამომავლოდ გეგმაში მაქვს სხვადასხვა მინიატურული კომპოზიციის შექმნა და თუ მომეცა ამის საშუალება, ჩემს პერსონალურ გამოფენასაც გავაკეთებდი, პირველს, ცხადია, სამშობლოში. დიდი ხანია უკვე ბევრი მთხოვს.  ასევე დაგაინტერესებთ:"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი" - ეს ლოცვა 2000 წლისააWANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს

sofiko

კულტურა 1716287428

„წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე, მაგრამ ერთი თვე სახელი არ მერქვა“ - სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა

მსახიობებს გენიალურობას არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიჭი და შეუდარებლობა სძენს, არამედ პიროვნული შტრიხები და ხასიათი. სოფიკო ჭიაურელი კი, ასეთ ადამიანთა კატეგორიაში გახლდათ. ის იყო პიროვნება, რომელიც ერთიანად უყვარდა ბაზრის უბრალო გამყიდველსაც და თეატრის გულმხურვალე გულშემატკივარსაც... და როდესაც პროფესიულ ზენიტს ადამიანურიც თან ერთვის, უკვდავებაც მოდის...დღეს სოფიკო 87 წლის გახდებოდა...მეხსიერების თვალით რომ დაივლი მის როლებს, ჯერ მისი თვალებბრიალა ციცინო გახსენდება "ჩვენი ეზოდან", შემდეგ - ტასია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"). შემდეგ უკვე მზექალა, ვარდო, ზღაპრული ფუფალა... ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავებული ქალები. ფარაჯანოვის "საიათნოვაში" - იგივე "ბროწეულის ფერში" შესრულებული როლები ხომ მისტიკაა! ლანა ღოღობერიძის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" მთლიანად სოფიკოზე დგას.ამ თვალისმომჭრელ გალერეაში განსაკუთრებით უყვარდა ფუფალა.სოფიკო ჭიაურელი: ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.როდესაც დამიძახა და ეს როლი შემომთავაზა, გავგიჟდი ისე გამიხარდა. მოთხრობა წაკითხული მქონდა, მაგრამ ისევ გადავიკითხე და ისე მივედი სტუდიაში.გამახსენდა ქალი, რომელიც მარჯანიშვილზე მხვდებოდა ხოლმე. არანორმალური იყო, მანქანებს ხელს უქნევდა და უღიმოდა. ერთხელ მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო... ის გამახსენდა და ვიფიქრე, რომ აქედან გამომდინარე უნდა შემექმნა ფუფალას როლი. მივედი სტუდიაში, ვილაპარაკეთ, ვუთხარი ჩემი აზრი, ვაჩვენე, რაც მოვიფიქრე. თენგიზი ხომ ძალიან დამყოლი იყო, არასოდეს უთქვამს არავითარ შემთხვევაშიო. ჩავედით გარდერობში, მოვძებნეთ ტანსაცმელი, მერე ბოხჩაც, მერე გრიმი და გავედით გადაღებაზე. ფუფალა დღეს საზოგადო სახელად იქცა...სახელის ისტორია, რომელიც ერთხელ მოჰყვა, ბევრს არ გეცოდინებათ."რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა" - ეს არის ფრაზა სოფიკო ჭიაურელის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ის ჰყვება, ლეგენდარულ ვერიკოსა და მიხეილს, როგორ სურდათ ქალიშვილისთვის ორი სხვადასხვა სახელის დარქმევა.სოფიკო ჭიაურელი: -  ჩემი დაბადების დღე, 21 მაისი წმინდა ელენეს ხსენების დღეა. დედას უნდოდა ჩემთვის ელენა დაერქმია, მამას კი - სოფიას დარქმევა სურდა.საბოლოოდ, როდესაც ერთი თვე შემისრულდა, მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს სახელები და ჩაყარა ქუდში. ქუდი მომიტანა და ხელი ჩამაყოფინა. მე ქუდიდან ამომიღია ფურცელი წარწერით - სოფია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სახელი ამოვიღე, რადგან სოფია - ეს სიბრძნეა.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1710185566

VIDEO: გახარია, მელიას გუნდი და გვარამია არის ერთი მიმართულების, რამდენიმე ფრთა, რომელიც გაერთიანდა ჩვენი სახელმწიფოს დამარცხების გეგმაში - გია ვოლსკი

„გახარია, მელიას გუნდი და გვარამია არის ერთი აზრის, ერთი მიმართულების, რამდენიმე ფრთა, რომელიც გაერთიანდა ჩვენი სახელმწიფოს დამარცხების გეგმაში“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „ყველა შემთხვევაში ეს არის დიდი გუნდი, რომელსაც აერთიანებს წარსული, აწმყო და უნდათ მომავალში კოალიცია შექმნან და სალომე ზურაბიშვილმა ეს ფუფალას ქოლგა გაუშალოს, რომ ეს ყველა ერთად შეგროვდეს...“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

ადვოკატი

მსოფლიო 1708022595

„ეს ჩემი საჩუქარია, შენთვის“ - ადვოკატს სახლთან ბავშვის კუბო დაუტოვეს

ირკუტსკის ოლქში ადვოკატ ანა ონისიუკის სახლის ზღურბლთან ბავშვის კუბო დაუტოვეს წარწერით: „ეს ჩემი საჩუქარია, შენთვის. ვალენტინი". რუსი ქალი, კრისტალ პარკის კოტეჯის თემის მცხოვრებთა ჯგუფთან ერთად, დიდი ხანია ებრძვის დეველოპერს, რომელიც ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობის აშენებას აპირებს, იუწყება Babr Mash.ტელეგრამის არხის ცნობით, „საჩუქარი“ უცნობმა პირებმა 15 თებერვალს, ღამით დატოვეს. ირკუტსკელმა ადვოკატმა საშინელი აღმოჩენის შესახებ აცნობა რეგიონის გუბერნატორის ჩატში და გამოიძახა სამართალდამცველები. პოლიციის თანამშრომლებმა ძაღლთან ერთად შეამოწმეს კუბო ასაფეთქებელ ნივთიერებებზე, მაგრამ შიგნით ვერაფერი აღმოაჩინეს. შედეგად, უფლებადამცველი განყოფილებაში მიიწვიეს, მომხდარის შესახებ სასაუბროდ. ასევე ნახეთ:„ჩემი სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს ფუფალას ისტორიას...“ - სელენა ბუხაიძე პირველ სიყვარულს იხსენებსVIDEO: „დღეს უფრო ძლიერად იმუშავებს...“ - პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერ სურვილს შეგისრულებთ

დათუნია

მსოფლიო 1708022573

მეორეკლასელმა შეყვარებულს ვალენტინობა მიულოცა და რომანტიზმი გამნაღმველების ჩარევით დასრულდა

ვორონეჟში მეორე კლასის მოსწავლეს სურდა გოგონასთვის ვალენტინობის დღის მილოცვა და ამით მიიპყრო სამართალდამცველების ყურადღება. „მაშის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მესაზღვრეები, სასწრაფო დახმარების მანქანა, საგანგებო სიტუაციების სამსახური, გამნაღმველები და პოლიცია მივიდა.ტელეგრამის არხის ცნობით, ბიჭმა იყიდა ასათამაშო დათვი, ყვავილების თაიგული და საჩუქრები, წერილთან ერთად დატოვა სკოლის  შესასვლელთან. თუმცა, ყველაფერი გააფუჭეს შეწუხებულმა უფროსებმა - უპატრონო ნივთები რომ შენიშნეს, გადაწყვიტეს, რომ საფრთხის შემცველი იყო და  ეთამაშათ და ყველაფერი სამართალდამცველებს აცნობეს.შედეგად, სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებმა ტერიტორია შემოღობეს და მოსწავლეების ევაკუაცია მოახდინეს. სპეციალისტებმა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. მათ აუხსნეს მოსწავლეს, რომ სჯობს გრძნობების სხვაგვარად გამჟღავნება და ისაუბრეს მშობლებთან. არანაირი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმე არ აღძრულა.ასევე ნახეთ:„ჩემი სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს ფუფალას ისტორიას...“ - სელენა ბუხაიძე პირველ სიყვარულს იხსენებსVIDEO: „დღეს უფრო ძლიერად იმუშავებს...“ - პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერ სურვილს შეგისრულებთ

გიო დიასა

ტაბლოიდი 1708022073

VIDEO: “პრაიმ ჰაუსი“ მალე დაიწყება“ - გიორგი დიასამიძის მიმართვა

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ფინალისტი, გიორგი დიასამიძე, რომელიც All Star-შიც აპირებს მონაწილეობის მიღებას, მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, რეალითი შოუს ფინალურ სეზონამდე სულ ცოტა დრო რჩება.ნახეთ კადრები ასევე ნახეთ:VIDEO: „დღეს უფრო ძლიერად იმუშავებს...“ - პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერ სურვილს შეგისრულებთ„ჩემი სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს ფუფალას ისტორიას...“ - სელენა ბუხაიძე პირველ სიყვარულს იხსენებს

სელენა

საზოგადოება 1708019216

„ჩემი სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს ფუფალას ისტორიას...“ - სელენა ბუხაიძე პირველ სიყვარულს იხსენებს

ბელგიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი, სელენა ბუხაიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სოციალური ქსელებიდან გაიცნო და თავისი იუმორით შეაყვარა თავი, პირველი სიყვარულის ისტორიას იხსენებს.„ღამის კლუბში დავდიოდი, იქ მოდიოდა ერთი უსიმპათიურესი, შავგვრემანი, მაღალი ბიჭი, რომელიც ზედაც არ მიყურებდა. მეთქი, შენ გაჩვენებ... ჩავუშვი ჩემი ვანურ-ქუთაისური სიაფერისტე და ჩემამდე მოვიყვანე (იცინის). ჩემი სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს ფუფალას ისტორიას, მე მგონი, ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს... ჩემთვის სიყვარული არის ის, რომ უბრალოდ, მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. როდესაც გახსენდება, მუცელში ჟრუანტელი გივლის, როდესაც გენატრება, ყელში ბურთი გეჩხირება და ნერწყვის გადაყლაპვა არ შეგიძლია... ნამდვილი ბედნიერება არის სიყვარულში, ნებისმიერ სიყვარულში...“ - ამბობს სელენა ბუხაიძე „აპრილთან“.

natvris xe

კულტურა 1706713342

"ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე

დაუვიწყარი ფილმების რეჟისორს, თენგიზ აბულაძეს ინტერვიუების მიცემა არ ჰყვარებია, ტელე გადაღებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ამიტომ ნაკლებად თუ შემორჩა მაესტროს ინტერვიუ, რაიმე პორტრეტული ფრაგმენტი... ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მისმა რძალმა, კინო რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ თენგიზ აბულაძეზე წიგნის გაკეთება გადაწყვიტა, ეს იყო. და წიგნი, რომელსაც „თენგიზ აბულაძე - ანარეკლები“ დაარქვა, 2009 წელს დაიბეჭდა. ქალბატონმა ნანამ ეს არაჩვეულებრივი წიგნი მისახსოვრა და შევეცდები, იქიდან საინტერესო პასაჟები გაგიზიაროთ.მაშ ასე, 31 იანვარს დიდი მაესტრო 100 წლის გახდებოდა...პირველი ფილმი რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო. „მაგდანას ლურჯას“ დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ. მაგრამ პირველი წარმატება მოულოდნელად მოვიდა. ფილმი კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. კანში გამარჯვების შემდეგ რეზოს და თენგიზს ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა.“სხვისი შვილების“ გატანაც ბრძოლით მოუხდა. ასეთი შენიშვნები ჰქონდათ: ბავშვებს პიონერის ყელსახვევი რატომ არ უკეთიათ? რატომ არ გაიარეს იმ ქუჩაზე, სადაც ლენინის ძეგლი დგას? საბჭოთა ფილმი არ არის, იგზავნებოდა ამგვარი შინაარსის ანონიმური წერილები.„მე ბებია ილიკო და ილარიონსაც" გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო? თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ გურიის სიმწვანემ ხელი შეუშალა.ფილმ „ვედრებაში“ ვაჟას ბევრი ისეთი უცნობი ნაწარმოებები შევიდა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ხალხმა ვაჟა-ფშაველას კითხვა დაიწყო. ფილმს ყველაზე დაბალი, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. გრიგოლ კიკნაძემ თქვა, ფილმს რომ ხელს ფელინი აწერდეს, მაშინ ჩვენი სნობი საზოგადოება სხვანაირად ილაპარაკებდაო. შვიდი წლის შემდეგ კი "ვედრებამ" სან-რემოში გრან-პრი მიიღო.მზია მახვილაძე, თენგიზ აბულაძის მეუღლე: „მონანიებას“ რომ იღებდა, ორი „კაგებეშნიკი“ მივიდა სტუდიაში, თენგიზი ოთახში შეიყვანეს და დაკითხეს. მერე სცენარი მოსთხოვეს და წაიღეს. ძალიან გვეშინოდა. თენგიზმა სახლში მთელი დისიდენტური ლიტერატურა მოაგროვა და სახლიდან გაიტანა, ახლობლებს მიაბარა.მოახლოვდა 31 იანვარი, თენგიზი 60 წლის ხდებოდა. ზღვა წერილები და მილოცვები დაიბეჭდა. მე ვამშვიდებდი, ნახე, რა ხდება, ალბათ, ფილმი არ დაუხურავთ, თორემ ასე ხომ არ აღნიშნავდნენ შენს იუბილეს-მეთქი. ამათი ამბავი არ იცი შენ. მიხეილ ჯავახიშვილი მაშინ დაიჭირეს, ზენიტში რომ იყოო, მიპასუხა. დაბადების დღეზე 40 კაცი შეიკრიბა. გიგა ლორთქიფანიძე იყო თამადა. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. მოვიდა ედუარდ შევარდნაძის თბილი მოლოცვა.მეორე დილით რვა საათზე დარეკა ტელეფონმა. თენგიზმა აიღო და მესმის მისი ხმა: დიდი მადლობა, ბატონო ედუარდ. წავიკითხეთ თქვენი მოლოცვა, დიდი მადლობა. ეს ზარი ჩავთვალეთ იმის ნიშნად, რომ  "მონანიების" გადაღების გაგრძელება შეიძლებოდა.სხვა რეჟისორები რომ მიწვევდნენ გადასაღებად, არ მიშვებდა. მე გადაგიღებო. თვითონაც არ გადამიღო. მე კი არა, მანანა აბაზაძე არ გაუშვა სხვასთან. ეჭვიანი იყო. უნდოდა, რომ თავისი აღმოჩენილი ადამიანი მარტო მისი ყოფილიყო. ორი პატარა ეპიზოდი მერგო - „ნატვრის ხესა“ (ნინოლას როლი, ფუფალას რომ თავის ტკივილის წამალს ასწავლის) და „მონანიებაში“ (მორების ეპიზოდში დედა).მე მჯერა, რომ თენგიზს მტერი არ ჰყოლია. თვითონ არავის მტერი არ ყოფილა. ყოველთვის ამბობდა, ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოსო.თენგიზმა იარა თავისი გზით, სწორი გზით, სხვანაირად არც შეეძლო.თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი - "მონანიება" საბჭოთა ცენზურას ძლივს გადაურჩა. ამაში ლომის წვლილი ედუარდ შევარდნაძეს, იმ დროინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს მიუძღვის.ამდენად, ვინც შევარდნაძეს, როგორც პოლიტიკოსს კიცხავს, იქვე მადლობა უთხრას იმისთვის, რომ დღეს ეს შედევრი გვაქვს. აბა, წარმოიდგინეთ ჩვენი ფილმების პალიტრა "მონანიების" გარეშე.ფილმის გარშემო შესანიშნავად ჰყვება აბულაძის რძალი, კინო რეჟისორი ნანა ჯანელიძე. "ნატვრის ხის" გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე მძიმე ავარიაში მოჰყვა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, რეჟისორი სასწაულებრივად გადარჩენილა. მას გაუჩნდა რწმენა, რომ გადარჩა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნას.ქუჩაში შეხვდა აკაკი ბაქრაძე. მას უთხრა, რომ ახალი ფილმისთვის სცენარს ეძებდა. აკაკიმ გაიხსენა ამბავი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა: ვიღაცას წარსული ცოდვებისთვის ამოუთხრია მიცვალებული და ჭირისუფალს ჭიშკართან მიუყუდა. ისიც დაუმატა, რომ ამ თემაზე მწერალი ნოდარ წულეისკირი მუშაობდა. ნანა ჯანელიძე: 1937 წელს მაღალჩინოსან ჩეკისტს ბუღალტრის ლამაზი ცოლი მოეწონა. ჩეკისტმა ბუღალტერი გულაგში (შრომა გასწორებითი კოლონია ციმბირში) გაგზავნა, ცოლი კი საყვარლად გაიხადა. ქალმა თავი ჩამოიხრჩო. გავიდა წლები, ჩეკისტი გარდაიცვალა და შურისძიება შეუძლებელი გახდა. მაშინ მსხვერპლის ვაჟმა საზარელი სასჯელი მოიფიქრა - მიცვალებული ამოთხარა და პატრონს სახლთან მიუგდო.ეს ზუსტად ის იყო, რასაც აბულაძე ეძებდა. ეს ფაბულა იქცა მისი მომავალი ფილმის კვანძად. სცენარს "აფთარი" დაარქვა.იმ დროს სტალინური რეპრესიები ჯერ კიდევ აკრძალული თემა იყო, მით უფრო მასზე ფილმის გადაღება. სცენარსა და ფილმს მკაცრი ცენზურა უნდა გაევლო, საქართველოსა და მოსკოვში, ამიტომ ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი ჩანდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარია კარგი სცენარი დაიწეროს, შემდეგ კი განგება თავად განკარგავს ფილმის ბედს.რასაკვირველია, თენგიზ აბულაძე ასე მარტივად არ უყურებდა ამ ყველაფერს. მან გადაწყვიტა, რომ ათგვერდიანი სინოფსისი ეჩვენებინა ედუარდ შევარდნაძისთვის. სინოფსისის ავტორი ნოდარ წულეისკირი იყო. შემდეგ სცენარზე მუშაობისას ის ჯგუფს გამოეთიშა. მუშაობის პროცესში კი სცენარი სრულიად გადასხვაფერდა. ("მონანიების" სრული ისტორია ნახეთ ამ ბმულზე.)გიგა ლორთქიფანიძე: "მონანიება" იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. მისი გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მახსოვს, სცენარი ედუარდ შევადრნაძეს მისცა წასაკითხად. გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა, მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა. შეუძლებელია ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთო. დაურეკა რეზომ შევარდნაძეს და მან მეორე დღეს დაიბარა ორივე. ეს არის გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს. არც ტელევიზია. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ. მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო. „მონანიების“ ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, გამხდარი და შეცვლილი მიდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ასე გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ.სოფიკო ჭიაურელი: ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.მაგიჟებდა თენგიზის ინტელექტი. მსახიობისადმი საოცარ ნდობას იჩენდა. იცით, როგორ გიგდებდა ყურს? თითქოს პირველად მოვიდა კინოში. ის არ იყო ის პიროვნება. რომელსაც რაღაც ჩაფიქრებული აქვს და არ გადაუხვევს. ისეთ გენიოსსაც კი, როგორიც ჩაპლინია მოჰყავდა მუშები, გამნათებლელი და აჩვენებდა მასალას, თვითონ უკან ჯდებოდა და აკვირდებოდა, ვის როგორი რეაქცია ჰქონდა.მარიტას ვირის ტარების ეპიზოდი რომ ეკრანზე პირველად ვნახე, ვეჩხუბე თენგიზს. იცით რატომ? ფუფალას სირბილის ეპიზოდი გრძლად გვქონდა გადაღებული. მორბის ეტაკება ვიღაც, ისევ მირბის, მერე დაეცემა. ეს დაცემა ძალიან კარგად მქონდა მომზადებული. მონტაჟის დროს ამოჭრა. რა ვქნა, სოფიკო, განა ჩემთვის ადვილი იყო? ყოველ კადრს, როგორც შვილს ისე ვემშვიდობებოდიო, მითხრა.ჩიკაგოს ფესტივალზე ჟურნალისტები ვერ მიხვდნენ, მე ვის ვთამაშობ ფილმში. მარიტა არ ვიყავი, მაგრამ ვინ? როცა ვეუბნებოდი, ფუფალა ვარ-მეთქი, გაოცებულები მიყურებდნენ. "მონანიებას" რომ იღებდა, თენგიზმა დამირეკა და მითხრა, ერთი პატარა როლია, მინდა ფუფალას ხასიათის გაგრძელება იყოს. ცოტა დაგაბერებთ და იქნები ქალი, რომელიც ტაძრისკენ მიდის, ტოვებს ამ ქვეყანასო. რად გინდა ჩემი დაბერება, დედაჩემი აქ არის-მეთქი. გაჩუმდა და მკითხა, დაგვთანხმდებაო? დედაჩემი გადაირია, არსად არ წავალო! აქ მოვიდნენ და ჩვენს პატარა ქუჩაზე გადაიღეს მსხვილი ხედებით... ასე რომ "მონანიებაში" ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე. ზეიკო ბოცვაძე თურმე ფუფალას როლზე ოცნებობდა, მე კიდევ პირიქით, "მონანიების" ქეთი ბარათელზე... ასევე დაგაინტერესებთ:„ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!“ - როგორ გადაარჩინა განადგურებას ედუარდ შევარდნაძემ „მონანიება“ვინ იყვნენ "ნატვრის ხის" პერსონაჟების პროტოტიპები - გაიცანით მარიტა, ფუფალა, ციციკორე...„ძალიან მიყვარდა… საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა“ - ზეიკო ბოცვაძე 79 წლის გახდებოდა

ნუკი

ტაბლოიდი 1695123153

ნუკი კოშკელიშვილმა იმიჯი შეიცვალა - ნახეთ, როგორ გამოიყურება

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ მან იმიჯი შეიცვალა და თმები ვარდისფრად შეიღება. ასევე ნახეთ:„თუ ვინმე ფუფალას მიწოდებს, ეს ჩემი კომპლექსია, რომ მე ეს მადარდებს“ - ნუკი კოშკელიშვილი„თქვენ გჯერათ, რომ გარეგნობის გამო უყვარხართ ვინმეს?“ - ნუკი კოშკელიშვილინახეთ, ფოტოები:

ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია 1689880500

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძითქვენი ჩანაფიქრი ნელ-ნელა რეალიზებას იწყებს, ნუ გაუსწრებთ წინ მოვლენებს და ფრთხილად იყავით, კულუარული მითქმა-მოთქმის საგანი რომ არ გახდეთ.კურომასშტაბურ ცვლილებებს ნუ ელოდებით, თუ რაიმე საქმის წამოწყებას აპირებთ, რჩევა კომპეტენტურ პირებს ჰკითხეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის აზრი მოისმინეთ და შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ.ტყუპებიშესაძლოა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციებმა იჩინოს თავი, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ნუ ეცდებით თქვენს საქმეებში სხვების ჩარევას. ორგანიზებულად და ფრთხილად მართეთ პროცესები.კირჩხიბიმოიკრიბეთ ძალები და მონდომებით იმუშავეთ, ახლა კარგი დროა, შექმნათ ბაზისი მომავალი კარიერული წარმატებისთვის.ლომიკარგი იქნება, თუ ემოციურად მეტად დაისვენებთ, თუ საჭიროა, შეცვალეთ გარემო, მთავარია, იმოქმედოთ სუფთა სინდისით და ყურადღება გაამახვილოთ იმ პერსპექტივებზე , რასაც მოვლენები გიკარნახებთ.ქალწულინუ იზარმაცებთ და გულმოდგინედ შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები, რათა თავიდან აიცილოთ საყვედურები. აქცენტი გააკეთეთ გონებასა და ლოგიკაზე და არა ემოციებზე.სასწორისამუშაოს შესრულებისას, ყურადღება გაამახვილეთ ალტერნატიული მეთოდების გამოყენებაზე და არც თქვენი გამოცდილება დაივიწყოთ.მორიელიშესაძლოა, დღეს დახმარებისთვის, ან რჩევისთვის მოგმართონ. კარგი იქნება , თუ სწორად გადაანაწილებთ თქვენს ძალებს, სათანადო დროს დაუთმობთ მათ და არც თქვენს საქმეს დააზარალებთ.მშვილდოსანიმოგვიანებით, მეტი შანსები გექნებათ თქვენი გეგმების განსახორციელებლად. იმოქმედეთ თავშეკავებით, დაზოგეთ თქვენი რესურსები და არ დაუშვათ კონფლიქტური სიტუაცია.თხის რქაახლა ვნებებს აყოლა კარგს არაფერს მოგიტანთ, მათ ვისაც ოჯახი გყავთ, მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, ასევე, კარგი იქნება, თუ გარკვეულ კორექტივებს შეიტანთ თქვენს ცხოვრებაში.მერწყულიახლა თქვენ იდეალური დისციპლინა გესაჭიროებათ, რათა მოასწროთ ყველა საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულება.თევზებიკარგი პერიოდია პრიორიტეტების დასალაგებლად, ახლა შესაძლებლობა გაქვთ, გაერკვეთ თქვენს თავსა და მიმდინარე მოვლენებში. ასევე ნახეთ:საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ! საცურაოდ აკრძალული ზონები, რომელიც საფრთხეა მოქალაქეებისთვის - რას ამბობს ალეკო ცქიტიშვილი„ბავშვი შოკურ მდგომარეობაში მივიყვანეთ კლინიკაში, 22 დღე რეანიმაციაში გავატარეთ“ - რა შეემთხვა მარიკო ებრალიძის შვილს„სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო...“ - ვინ იყო რეალური ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა "შეაქმნევინა"

მაცივარი

რჩევები 1689799290

როგორ გავაქროთ მაცივრიდან უსიამოვნო სუნი - საუკეთესო მეთოდი

გიზიარებთ მარტივ მეთოდს, თუ როგორ გააქროთ მაცივრიდან უსიამოვნო სუნი. არ იჩქაროთ შესაფუთი ბუშტუკებიანი პარკის გადაგდება!მანდარინის (ციტრუსის) ქერქს მოაყარეთ მარილი ან დაფქული ყავა, გადაიტანეთ ბუშტუკებიან პარკზე და დამალეთ მაცივარში. ეს პროდუქტი შესანიშნავია ცუდი სუნის მოსაშორებლად.გაგიზიარებთ კიდევ ერთ ხრიკს: ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შედეთ მაცივარში, თაროს უკანა მხარეს. ის კარგად იწოვს ტენს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ობი არ გაუჩნდეს და დროულად შეცვალეთ. ბუშტუკებიანი პარკი ასევე გამოგადგებათ ნაზი ბოსტნეულის/ხილის შესანახად. პროდუქტი დიდხანს დარჩება წვნიანი და ახალი.კიდევ, შეგიძლიათ დააფინოთ მაცივრის ტაროებზე. ბუშტუკებიანი პარკი დაიცავს დაკაწვრისგან.ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო„სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო...“ - ვინ იყო რეალური ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა "შეაქმნევინა"VIDEO: „მე არ მეგონა, თუ ასე ძნელი იყო სიკვდილი...“ - სოციალურ ქსელში ლუკა ლაცაბიძის ვიდეო ვრცელდება