„ეს ჩემი საჩუქარია, შენთვის“ - ადვოკატს სახლთან ბავშვის კუბო დაუტოვეს

ადვოკატი


ირკუტსკის ოლქში ადვოკატ ანა ონისიუკის სახლის ზღურბლთან ბავშვის კუბო დაუტოვეს წარწერით: „ეს ჩემი საჩუქარია, შენთვის. ვალენტინი". რუსი ქალი, კრისტალ პარკის კოტეჯის თემის მცხოვრებთა ჯგუფთან ერთად, დიდი ხანია ებრძვის დეველოპერს, რომელიც ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობის აშენებას აპირებს, იუწყება Babr Mash.
ტელეგრამის არხის ცნობით, „საჩუქარი“ უცნობმა პირებმა 15 თებერვალს, ღამით დატოვეს. ირკუტსკელმა ადვოკატმა საშინელი აღმოჩენის შესახებ აცნობა რეგიონის გუბერნატორის ჩატში და გამოიძახა სამართალდამცველები. პოლიციის თანამშრომლებმა ძაღლთან ერთად შეამოწმეს კუბო ასაფეთქებელ ნივთიერებებზე, მაგრამ შიგნით ვერაფერი აღმოაჩინეს. შედეგად, უფლებადამცველი განყოფილებაში მიიწვიეს, მომხდარის შესახებ სასაუბროდ. 

ასევე ნახეთ:

„ჩემი სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს ფუფალას ისტორიას...“ - სელენა ბუხაიძე პირველ სიყვარულს იხსენებს

VIDEO: „დღეს უფრო ძლიერად იმუშავებს...“ - პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერ სურვილს შეგისრულებთ