ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა - გაფრთხილება მძღოლებს
1732634168
ვორონეჟში მეორე კლასის მოსწავლეს სურდა გოგონასთვის ვალენტინობის დღის მილოცვა და ამით მიიპყრო სამართალდამცველების ყურადღება. „მაშის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მესაზღვრეები, სასწრაფო დახმარების მანქანა, საგანგებო სიტუაციების სამსახური, გამნაღმველები და პოლიცია მივიდა.
ტელეგრამის არხის ცნობით, ბიჭმა იყიდა ასათამაშო დათვი, ყვავილების თაიგული და საჩუქრები, წერილთან ერთად დატოვა სკოლის შესასვლელთან. თუმცა, ყველაფერი გააფუჭეს შეწუხებულმა უფროსებმა - უპატრონო ნივთები რომ შენიშნეს, გადაწყვიტეს, რომ საფრთხის შემცველი იყო და ეთამაშათ და ყველაფერი სამართალდამცველებს აცნობეს.
შედეგად, სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებმა ტერიტორია შემოღობეს და მოსწავლეების ევაკუაცია მოახდინეს. სპეციალისტებმა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. მათ აუხსნეს მოსწავლეს, რომ სჯობს გრძნობების სხვაგვარად გამჟღავნება და ისაუბრეს მშობლებთან. არანაირი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმე არ აღძრულა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „დღეს უფრო ძლიერად იმუშავებს...“ - პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერ სურვილს შეგისრულებთ