ზურაბ აბაშიძე

პოლიტიკა 1756878678

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.ამჯერად ის „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან დავით კირკიტაძესთან და მთაწმინდის რაიონის დელეგატთან დავით კაჭარავასთან ერთად, სერგო ფარაჯანოვის, ვეძინის, კოტე მესხის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა. ისაუბრეს მთაწმინდისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

თინათინ რუხაძე

კულტურა 1749123580

თინათინ რუხაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება, სადაც 5-7 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ქართული კულტურის დღეები იმართება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც 5-7 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ქართული კულტურის დღეები იმართება.სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. თინათინ რუხაძემ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ კოჩარიანთან, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროს ასტგიკ მარაბიანთან და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი შარვაშიძესთან ერთად ფარაჯანოვის პირადი ნივთები და ნამუშევრები დაათვალიერა და შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.კულტურის მინისტრმა მეგერიანის ხალიჩების ფაბრიკის სამუზეუმო სივრცეში გამოფენილი უნიკალური ხალიჩები დაათვალიერა და მათი ქსოვის ტრადიციებს გაეცნო.დღესვე თინათინ რუხაძე მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევით ცენტრს, მატენადარანს ესტუმრება.დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან და მინისტრის მოადგილეებთან.საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეებზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი.დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას მუსიკალურად გააფორმებენ დავით მაზანაშვილის ბენდი, ანსამბლი „ფორტე”, აჩიკო ნიჟარაძე და დათო ხუჯაძე. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება ანსამბლ „ერისიონის“ გალა-კონცერტი - „ქართული საგანძური“ და გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული.ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“, მოეწყობა ღვინის და ქართული კერძების დეგუსტაცია.

tataraidzeebi

კულტურა 1730097300

"ისეთი წარმოუდგენელი ხმა ჰქონდა, ღამე სოფელი რომ ჩუმდებოდა, ნიავს მიჰქონდა ლელას სიმღერა..." - ერის მარგალიტები, დები თათარაიძეები

ლელა თათარაიძე 75 წლისაა. ამ ძვირფასი ფოლკლორისტისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთაველის თეატრში ჩატარდა. ისმოდა თუშური ჰანგები, სიტყვა, პოეზია... ანსამბლებთან ერთად ლელა მღეროდა, ეთერო თავისი პოეზიით ატკბობდა დამსწრეთ.განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე. ლელამ - მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა - შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო, ხოლო ეთერომ - ასე ტკბილად, მხოლოდ სახელით რომ მოვიხსენიებთ, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი ქართული ენის კილო.ეთეროსგან განსხვავებით, ლელას ინტერვიუს ვერ გადააწყდებით. მდუმარება და ფიქრი მიყვარსო, ამბობს. ამიტომ საჯარო საუბრისგან  - ინტერვიუებისგან თავს შორს იჭერს. ეს იშვიათი შემთხვევაა, ფოლკლორისტმა ჟურნალ "ქართულ ფოლკლორს" მისცა ინტერვიუ. აი, რას ამბობს ის გამოცემასთან. "პრაიმტაიმი" ამონარიდს გთავაზობთ.ლელა თათარაიძე: სიმღერის და სიყვარულის მეტი, სხვა არაფერი გვქონია სახლში. სხვათა შორის, მამაც და დედაც მღეროდნენ, მაგრამ ვერ გამოჩნდნენ იმდროინდელი ცხოვრების გამო. მუსიკოსობა, კაცის სიმღერა სირცხვილი იყო და დამალულად მღეროდნენ ხოლმე.***მე მუსიკისთვის ლექსს არ ვარჩევ, ლექსი მარჩევინებს მელოდიას. შეკვეთებიც რომ იციან ხოლმე, ის გააკეთე ჩემს ლექსზეო, არ არის ეს ჩემი სამყარო. შეკვეთით ჩემს ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. ლექსს რომ წავიკითხავ, იმ ლექსიდან თუ ორი ხაზი მაინც დარჩა გულში და მომეწონა, ის თვითონ მაწვალებს და როცა მოვა, მოვა... შეიძლება ღამე საწოლიდან წამოგაგდოს. „ლომო, შე ლომის მოკლულო“ – ეს ლექსი რომ წავიკითხე, როცა მოვიდა, თვითონ მოვიდა და ასევე სხვა.ბევრი ფილმი მაქვს მუსიკალურად გახმოვანებული. „სურამის ციხისთვის“ ზურაბის დედის ტირილი მე ჩავუწერე. ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე იყვნენ მაშინ.„ადამიანთა სევდა“, „ექვსი თოვლიანი დღე“, „წიგნი ფიცისა“ – ამ ფილმებში ჩემი სიმღერაა გამოყენებული. „წიგნი ფიცისა“ რომ გადაიღეს, ბიძინამ (კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე) სიმღერა გააკეთა, გიგა ლორთქიფანიძე იყო რეჟისორი. მითხრეს, რომ იქ უნდა მემღერა ინგილო ქალის „ნანა“. ვუთხარი, ვიმღერებ, მაგრამ ისე, როგორი განწყობაც მოვა, მელიზმები, ჩახვევები უნდა ყოფილიყო ჩემი. მერე მითხრეს, რომ „დალაი“ – თუშური „ზარი“ გვჭირდებაო. ვუთხარი, რომ ეს კაცების „ზარი“ იყო და ამას თავისი განუყოფელი მელოდია ჰქონდა. იქვე შევასრულე, ძალიან მოეწონათ და მითხრეს, რომ ესეც მე უნდა შემესრულებინა. უარი ვუთხარი, რადგან ქალები არ ასრულებდნენ „ზარს“. მოიყვანეს ჰამლეტ გონაშვილი. ჰამლეტი სიმღერის დას მეძახდა, სახელით არ მომმართავდა. საოცარი ადამიანი იყო, ბუნების, მთების მოყვარული. ისწავლა, მაგრამ ხმის ტემბრი არ მიესადაგა, თვითონაც ასე ფიქრობდა. მოიყვანეს თემურ ქევხიშვილი და ჩაწერეს თემური.ეთერ თათარაიძე:  მე არ მამღერებდნენ. ჩემ და-ძმებს რომ ავყვებოდი, ესენი ჩუმდებოდნენ. დედა რომ იკითხავდა, რად არ ამღერებთო, ურევსო, სამივე უპასუხებდა. ისეთი ხმა ჰქონდა, ღამე სოფელი რომ ჩუმდებოდა, ნიავს მიჰქონდა ლელას სიმღერა, წარმოუდგენელი ხმა იყო. დილიდან საღამომდე მღეროდა ამვლელ-ჩამვლელისთვის, საჭმელიც არ ახსოვდაო, დედა იხსენებდა. ვინ გამოხვალო, რომ ეკითხებოდა, მამის მეგარმუნე ქალიო. ფოტოები: ლაშა ღუღუნიშვილი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

საზოგადოება 1727944066

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

რიგით მეოთხე „ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 4-9 ოქტომბერს ჩატარდება. 6 დღის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში ფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს პროგრამების ფართო სპექტრს. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს.წელს საკონკურსო პროგრამაში იხილავთ 25 ფილმს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები.საკონკურსო ფილმებს შორის, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს ოქროს დინოზავრს, სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი.ჟიურის თავმჯდომარეა FIPRESCI-ის წევრი, კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი ბარბარა ლორეი დე ლაშარიერი. ჟიურის წევრები არიან: მსახიობი და რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი, კინოოპერატორი არჩილ ახვლედიანი, რეჟისორი რამაზან კილიჩი.ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი მარისა პარედესი, მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს ფილმებს, მისი მონაწილეობით, ამასთანავე ის ჩაატარებს მასტერკლასს ქალი მსახიობებისათვის, გაიმართება მსახიობთან შეხვედრაც, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლება.წელს რეჟისორი ფოკუსში, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, პედრო ალმოდოვარია, რომლის 75-ე იუბილის აღსანიშნავადაც გაიმართება მისი ფილმების რეტროსპექტივა. ამასთანავე წარმოდგენილი იქნება ემა კოენის შემოქმედება, ამით ფესტივალი აგრძელებს მსოფლიო კინოს განვითარებაში ქალი კინემატოგრაფისტების წვლილის წარმოჩენას.2024 წელს სპეციალური ჩვენებებით კინოთეატრსა და ღია სივრცეებში აღვნიშნავთ ქართველი კინემატოგრაფისტების საიუბილეო თარიღებს და ვაჩვენებთ მათ ფილმებს სპეციალურ სექციებში: ნატო ვაჩნაძე 120, თენგიზ აბულაძე 100, სერგო ფარაჯანოვი 100, ლომერ ახვლედიანი 90, ოთარ იოსელიანი 90, რეზო ესაძე-90,, ირაკლი კვირიკაძე 85, გიორგი გერსამია-85, გიორგი ბერიძე-70, ტატო კოტეტიშვილი-65, მიშა კალატოზიშვილი 65, ლიკა ქავჟარაძე 65.

შუქი

საზოგადოება 1722887475

6 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, სპირიდონ კედიას, ცემის, ზუგდიდის, იროდიონ ევდოშვილის, ბათუმის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ვლადიმერ ვორონინის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, სტანისლავსკის, დავით ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, მამკოდის, ხიზანიშვილის, დემნა შენგელაიას, მორეტის, თორნიკე ქურდაძის, მიხეილ ხერგიანის, გაგარინის, ვართაგავას, ტაბიძის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), თეთრიწყაროს, ციხისძირის, წულაძის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეძინის, არსენას, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბათუ კრავეიშვილის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, ჩიტაძის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, საბურთალოს, ცინცაძის, მიცკევიჩის, კუტუზოვის, ცაგარელის, გურამ ქუთათელაძის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას.

შუქი

დედაქალაქი 1722541247

თბილისის ქუჩები, სადაც 2 აგვისტოს შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნატბეურების დასახლების, მეფე მირიანის, ჭანდრის, გეხტმანის, შაქარიშვილის, მარკო პოლოს, ალექსანდრე ჯავახიშვილის, მეფე არჩილის, ცხაკაიას,  დემეტრე თავდადებულის და შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, საბანაკოს დასახლების, ჯავახეთის, გიორგი მელიქიშვილის, გუჯარეთის, მელაანის, ჯორჯ ბუშის, გვენცაძის და უშაკოვის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ტაბლიაშვილის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეძინის, არსენას, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბათუ კრავეიშვილის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, ჩიტაძის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

sofiko

კულტურა 1716287428

„წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე, მაგრამ ერთი თვე სახელი არ მერქვა“ - სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა

მსახიობებს გენიალურობას არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიჭი და შეუდარებლობა სძენს, არამედ პიროვნული შტრიხები და ხასიათი. სოფიკო ჭიაურელი კი, ასეთ ადამიანთა კატეგორიაში გახლდათ. ის იყო პიროვნება, რომელიც ერთიანად უყვარდა ბაზრის უბრალო გამყიდველსაც და თეატრის გულმხურვალე გულშემატკივარსაც... და როდესაც პროფესიულ ზენიტს ადამიანურიც თან ერთვის, უკვდავებაც მოდის...დღეს სოფიკო 87 წლის გახდებოდა...მეხსიერების თვალით რომ დაივლი მის როლებს, ჯერ მისი თვალებბრიალა ციცინო გახსენდება "ჩვენი ეზოდან", შემდეგ - ტასია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"). შემდეგ უკვე მზექალა, ვარდო, ზღაპრული ფუფალა... ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავებული ქალები. ფარაჯანოვის "საიათნოვაში" - იგივე "ბროწეულის ფერში" შესრულებული როლები ხომ მისტიკაა! ლანა ღოღობერიძის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" მთლიანად სოფიკოზე დგას.ამ თვალისმომჭრელ გალერეაში განსაკუთრებით უყვარდა ფუფალა.სოფიკო ჭიაურელი: ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.როდესაც დამიძახა და ეს როლი შემომთავაზა, გავგიჟდი ისე გამიხარდა. მოთხრობა წაკითხული მქონდა, მაგრამ ისევ გადავიკითხე და ისე მივედი სტუდიაში.გამახსენდა ქალი, რომელიც მარჯანიშვილზე მხვდებოდა ხოლმე. არანორმალური იყო, მანქანებს ხელს უქნევდა და უღიმოდა. ერთხელ მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო... ის გამახსენდა და ვიფიქრე, რომ აქედან გამომდინარე უნდა შემექმნა ფუფალას როლი. მივედი სტუდიაში, ვილაპარაკეთ, ვუთხარი ჩემი აზრი, ვაჩვენე, რაც მოვიფიქრე. თენგიზი ხომ ძალიან დამყოლი იყო, არასოდეს უთქვამს არავითარ შემთხვევაშიო. ჩავედით გარდერობში, მოვძებნეთ ტანსაცმელი, მერე ბოხჩაც, მერე გრიმი და გავედით გადაღებაზე. ფუფალა დღეს საზოგადო სახელად იქცა...სახელის ისტორია, რომელიც ერთხელ მოჰყვა, ბევრს არ გეცოდინებათ."რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა" - ეს არის ფრაზა სოფიკო ჭიაურელის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ის ჰყვება, ლეგენდარულ ვერიკოსა და მიხეილს, როგორ სურდათ ქალიშვილისთვის ორი სხვადასხვა სახელის დარქმევა.სოფიკო ჭიაურელი: -  ჩემი დაბადების დღე, 21 მაისი წმინდა ელენეს ხსენების დღეა. დედას უნდოდა ჩემთვის ელენა დაერქმია, მამას კი - სოფიას დარქმევა სურდა.საბოლოოდ, როდესაც ერთი თვე შემისრულდა, მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს სახელები და ჩაყარა ქუდში. ქუდი მომიტანა და ხელი ჩამაყოფინა. მე ქუდიდან ამომიღია ფურცელი წარწერით - სოფია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სახელი ამოვიღე, რადგან სოფია - ეს სიბრძნეა.

დავით მაღრაძე

პოლიტიკა 1710765935

არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს, როდის და რატომ - დავით მაღრაძე

მორალზე შეიძლება ისაუბროს ექვთიმე ათონელმა, იოანე დამასკელმა, არახამიას მორალზე საუბარი ცოტა ღიმილის მომგვრელია. არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს,¬ როდის და რატომ. ესენი ჩვეულებრივი პროექტის მოქალაქეები არიან, ამათთან მორალზე როგორ შეიძლება ლაპარაკი. პროექტის მოქალაქის მორალი მხოლოდ პროექტია - აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.კითხვაზე - რაში სჭირდება უკრაინას ადეიშვილი? საერთოდ რატომ უღირს ეს ადამიანები თბილისის გადამტერებად ან ურთიერთობის არევად?მაღრაძე პასუხობს:„საქართველო არასოდეს უკრაინის მტერი არ გახდება, თუ რატომ, ამას უკრაინის ხელისუფლება ვერ გაიგებს... უკრაინას არც ადეიშვილი სჭირდება, არც არახამია და არც სხვა ბევრი. ეს სჭირდება პროექტს. უკრაინა არის ქვეყანა და არა პროექტი. პროექტი არის მის ხელისუფლებაში მყოფი ხალხი, ხოლო უკრაინა არის შევჩენკო, დოვჟენკო, ფარაჯანოვის "Тени забытых предков", უკრაინა არის უკრაინული ხალხური სიმღერა.... კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება“.წყარო: 

საუბრები სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებაზე

საზოგადოება 1710397410

საუბრები სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებაზე

19 მარტს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება საუბრები ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე. ფრანგი მოცეკვავე და  ქორეოგრაფი მურად მერზუკი და ფრანგული თეატრალური კომპანიის Saté-âtre-ის დირექტორი, სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ თუ როგორ შეიქმნა სპექტაკლი ბროწეულის ფერი, რომლის წარმოდგენაც 18 მარტს, რუსთაველის თეატრში შედგება.ხელოვანები ისაუბრებენ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს მის ხედვას დღევანდელ სამყაროში. ისაუბრებენ როგორ იქმნებოდა ქორეოგრაფიული სპექტაკლი და რა გამოცდილება მიიღეს მათ ფარაჯანოვის უკვდავი ხელოვნების ინსპირაციულ პროექტზე მუშაობისას,ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.სერგო  ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურატი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1965)  და „ბროწეულის ფერი“ (1969).დისკუსიაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

თიბისი

საზოგადოება 1710138582

თიბისის მხარდაჭერით სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება

18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიულ სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. წარმოდგენა თიბისის, სომხეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება.ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.სპექტაკლი ლეგენდარული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის „Saté-âtre“ დირექტორი.სერგო  ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურატი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1965)  და „ბროწეულის ფერი“ (1969).ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე- https://biletebi.ge/rustaveli-national-theatre/brotseulis-feri-the-color-of-pomegranate 

სუნამო

მსოფლიო 1709464965

ფარაჯანოვის ფილმის შთაგონებით Moth and Rabbit Perfumes სუნამოს - „ბროწეულის ფერს“ გამოუშვებს

სერგო ფარაჯანოვის ფილმის შთაგონებით გერმანული პარფიუმერული სახლი Moth and RABBIT PERFUMES ახალ სუნამოს - "ბროწეულის ფერს" გამოუშვებს. როგორც ცნობილია, სუნამოს პირველი ნოტები ბროწეული, შავი მოცხარი და ციტრუსია. "ბროწეულის ფერის"  შუა ნოტები ინტენსიური ვარდი, შავი წიწაკა და თეთრი ყვავილებია. ხოლო სუნამოს საბაზისო ნოტები თეთრი მუშკი, ყავისფერი ფისი და სანდლის ხე იქნება. როგორც ცნობილია, სუნამო "ბროწეულის ფერი" ძირითადად ზამთრის და შემოდგომის არომატებს შეიცავს.ბრენდი ახალ სუნამოს 50 მილილიტრიან ფლაკონში გამოუშვებს და მისი ფასი 139 ევრო იქნება. "ბროწეულის ფერის" სუნამოს შემქმნელი პარფიუმერი მარკ ბაქსტონია.2024 წლის 9 იანვარს სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ფარაჯანოვი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინორეჟისორია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში მუშაობდა. ცხოვრების ბოლო წლები რეჟისორმა თბილისში გაატარა. მის შემოქმედებაში ბროწეულის გამოსახულებას განსაკუთრებული, სიმბოლური დატვირთვა აქვს. 1969 წელს გადაღებული "ბროწეულის ფერი" სერგო ფარაჯანოვის ერთ-ერთ მთავარ ნამუშევრად ითვლება. ასევე ნახეთ:რატომ არ უნდა დატოვოთ ცარიელი ბოთლები მაგიდაზე: ვიწრო ყელს, როგორც გამტარს, შეუძლია ავის მომასწავებელი ენერგიების შემოშვება ოთახშიროგორ ავიცილოთ თავიდან სოციალური ქსელებიდან გაკეთებული ჯადო - ტელეფონის საშუალებით შესაძლოა მიიღოთ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს განადგურების მექანიზმს

შუქი

საზოგადოება 1705550280

უბნები თბილისში, სადაც დღეს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, მთაწმინდის, ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, ჭონქაძის, ვახტანგ მოსიძის, უკლებას, არსენას, ბესიკის, ვეძინის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, მესხის, ყიფიანის, ძმები ზუბალაშვილების და ფარაჯანოვის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ამილახვარის და ნაზი შამანაურის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, სალხინოს, ოჯალეშის, ლადო კოტეტიშვილის, რწმენის, ჩხენკელის, ვარდისუბნის, მაჭავარიანი-წერეთლის და შერვაშიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.ასევე ნახეთ:„ხელფასის მოულოდნელი ზრდა და ფინანსური კეთილდღეობა ელით...“ - დასახელდა ზოდიაქოს ნიშნები, რომელსაც განსაკუთრებული წელი ექნება„დედამიწას კვლავ 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს“ - რომელ რიცხვებშია მოსალოდნელი ეს მოვლენა და ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულადVIDEO: „ამ ტანჯვას ბოლო მოეღება...“ - გოგა მანია პროგნოზირებს, რა მოხდება 2024 წელს