სამართალდამცველებმა ათამდე ადამიანი დააკავეს

შსს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს ათამდე ადამიანი დააკავეს.

სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაია ბოკერია, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.

ამ დროისთვის უცნობია, რა ბრალდებით არიან ისინი დაკავებული. დაკავების სავარაუდო მიზეზად რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სახელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.