თბილისის ქუჩები, სადაც 2 აგვისტოს შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნატბეურების დასახლების, მეფე მირიანის, ჭანდრის, გეხტმანის, შაქარიშვილის, მარკო პოლოს, ალექსანდრე ჯავახიშვილის, მეფე არჩილის, ცხაკაიას,  დემეტრე თავდადებულის და შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, საბანაკოს დასახლების, ჯავახეთის, გიორგი მელიქიშვილის, გუჯარეთის, მელაანის, ჯორჯ ბუშის, გვენცაძის და უშაკოვის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ტაბლიაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეძინის, არსენას, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბათუ კრავეიშვილის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, ჩიტაძის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.