,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გამკაცრებული კანონების მიუხედავად, რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა გზა მცირე ხნით გუშინ საღამოს მაინც გადაკეტეს.
ორი დღის წინ დაკავებული ოცამდე პირის სასამართლო პროცესები დღესაც გრძელდება. მათი უმეტესობის საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და 3-დან 14 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს მოლოდინშია სისხლის სამართლის მუხლით დაკავებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც პატრულის მანქანის სახურავზე ავიდა.
გამოძიება თამარ ლორთქიფანიძეს ხულიგნობას ედავება, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.