ჩხუბი

პოლიტიკა 1782643620

სადღობელაშვილი გახარიას პარტიის წევრ ფარულავაზე: ვინ არის მოძალადე, ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა? - იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. სადღობელაშვილის განცხადებით, „ გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ, პროვოკაცია მოაწყო, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა მასა და დეპუტატებს შორის.ანალიტიკოსის თქმით, „ არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა“. „აი ამ მომენტიდან დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება! მანამდე სხდომა ჩვეულ მაღალ ტონალობაში მიმდინარეობდა… ისმის კითხვა - ვინ არის მოძალადე? ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა თუ ოცნების დეპუტატებმა? ვინ არ ითვალისწინებს საზოგადოებას ეს არარაობა თუ სამთავრობო გუნდი? -იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!“- წერს სადღობელაშვილი.  

საქალაქო სასამართლო

სამართალი 1782291541

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 11 პირის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ერთწლიან საპატიმრო სასჯელსა და სამწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს. ხოლო, ერთ-ერთ პირს, საბა კორძაიას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, წელიწადი და ექვსი თვით საპატიმრო სასჯელი და სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პროკურორის განცხადებით, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებული იყო.ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ გიორგი კირვალიძეს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, საბა კორძაიასა და კობა ეპიტაშვილს.მათ რამდენიმე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი ბრალი. ესენია: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა.4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული.

ნათელაშვილი

პოლიტიკა 1781971617

შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით დეპუტატების კომპანიების მიერ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა. ნათელაშვილმა სხვა დეპუტატებთან ერთად, სამზგის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძეც, მოიხსენია - „ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს“. 

ოდიშარია

პოლიტიკა 1779631393

რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა "ქართული ოცნების" გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ - ბაჩო ოდიშარია

ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში "ქართული ოცნების" სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია და საკუთარ ქვეყანას ემსახურება, ჩართული უნდა იყოს პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. "ეს ადამიანები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ეამაგებათ ეს ქვეყანა და ვფიქრობ, მათი ადგილი არის პოლიტიკაში. ზოგადად, არ არის პოლიტიკაში აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური მეცნიერებები დაამთავრო უნივერსიტეტში და შემდეგ მიხვიდე და დაიწყო საქმიანობა. ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება და სამშობლოზე ზრუნვით არის დაკავებული - ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავისთავად ჩართული პოლიტიკაში და თუ ეს კანონშემოქმედებით ორგანოში იქნება, მთლად უკეთესი ქვეყნისთვის," - აღნიშნა ოდიშარიამ.მისივე განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც სპორტსმენების პოლიტიკაში ყოფნაზე ქილიკობს, ყველაზე მეტად ეწყინათ მმართველი გუნდის რიგებში ქვეყნის წინაშე დიდი ამაგის და საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე სახეების გამოჩენა. "ვხედავთ, ვარლამ ლიპარტელიანი ახალგაზრდულში მოვიდა და როგორ გამოაცოცხლა აქაურობა, ლაშამ და გენომ ყველაზე კარგად იციან, სპორტის მიმართულებით რა პრობლემებიც არის და ამ მიმართულებით მიხედავენ ქვეყნის საკითხებს, ამიტომ, პროფესიის ნაწილში, რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში.ყველა პროფესია, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ გადაჯაჭვულია საკუთარი ქვეყნის პოლიტიკასთან, გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკაში იყო აქტიურად ჩართული და მით უმეტეს, იყო ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი. ის ადამიანები, ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, ის სუბიექტები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა "ქართული ოცნების" გუნდში, რომელთაც ძალიან დიდი ამაგი ჰქონდათ ამ ქვეყნის წინაშე და რომელთაც გააჩნდათ დიდი ავტორიტეტი როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულ აუდიტორიაში და დაინახეს მათში ის საფრთხე, რომ მათი გეგმებისთვის კიდევ ერთი საფრთხე იქნებოდა მმართველი გუნდის ასე გაძლიერება," - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.        

ტალახაძე

პოლიტიკა 1774708265

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან - ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლაშა ტალახაძე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ბათუმში გამართულ პირველ კონფერენციას აფასებს და აცხადებს, რომ აჭარაში მმართველი გუნდის ჩასვლამ, დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი განცხადებით, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, პრობლემური საკითხების მარტივად მოსაგვარებლად."ვარლამ ლიპარტელიანმა, ჩვენმა მეგობარმა და პოლიტიკური გუნდის ღირსეულმა წევრმა გვთხოვა, ბათუმში დავსწრებოდით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციას. ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია. დისკუსია და კამათი ახალგაზრდებთან არის საუკეთესო გზა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან. მიხარია, რომ ვარლამი და ახალგაზრდული გუნდი აქტიურად ჩაერთო დისკუსიებში - მე ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო!" - წერს ტალახაძე. 

ლაშა ტალახაძე

საზოგადოება 1774113961

ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს

მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს. მინდა მადლობა ვუთხრა იმ სიყვარულისთვის რაც გვაჩუქა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა ლაშა ტალახაძემ.ლაშა ტალახაძე დიდი ადამიანის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს.“ხშირად ვუსმენდი ხოლმე მის ქადაგებას, მოგვიწოდებდა სიყვარულისკენ, ეს ადამიანი თავად იყო სიყვარულის განსახიერება. მე მისგან ვისწავლე, რომ ღმერთი არის სიყვარული და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში”, - აღნიშნა დეპუტატმა.ლაშა ტალახაძემ გაიხსენა უწმინდესისა და სპორტსმენების შეხვედრის ისტორიებიც.“ჩვენი უწმინდესი სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო, ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა, რომ შეჯიბრებაზე გამგზავრების წინ შევხვედროდით ჩვენს უწმინდესს, ჩვენი უწმინდესის დალოცვა იყო იმედი, რომ გამარჯვებული დავბრუნდებოდით. შენში უფალს ვხედავო ჩემთვის აქვს ნათქვამი, ვერ ვაცნობიერებდი რა მითხრა, დავფიქრდი და ჩემს სპორტულ კარიერაში ამ შედეგებს უფლის გარეშე ვერ მივაღწევდი. უწმინდესი ჩემი პირველი შვილის ნათლიაა, იმ პირობით, რომ კიდევ გვეყოლებოდა შვილები, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით”, - აღნიშნა ტალახაძემ.

ლიკა ტალახაძე

საზოგადოება 1773439147

„როგორ გაგვიყინე გული... რით ვანუგეშოთ დედა...“ - 20 წლის გოგოს გლოვობენ

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი ლიკა ტალახაძეა.არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა.რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.„როგორ გაგვიყინე გული... რით ვანუგეშოთ დედა...“„მიწამ როგორ უნდა მიიღოს ასეთი ულამაზესი გოგონა“„ვაი შენს დედას, რა მეხი დაცემია! სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა ზეციურ საქართველოში“„ახლა როცა ყველაზე მეტად უნდა გეხარა შენი ცხოვრებით, წახვედი. ჯერ ადრე იყო შენთვის. ლიკუ, ყველაფერი წინ გქონდა… რას წარმოვიდგენდი, შენზე თუ მომიწევდა ამ სიტყვების დაწერა, ვიცი ერთ დღეს შევხვდებით და ყველაფერს გეტყვი რისი თქმაც ვერ მოვასწარი“,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

ლიკა ტალახაძე

საზოგადოება 1773428777

„ახლა ყველაზე მეტად უნდა გეხარა შენი ცხოვრებით...“ - 20 წლის გოგოს გლოვობენ

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი ლიკა ტალახაძეა.არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა.რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.„ახლა როცა ყველაზე მეტად უნდა გეხარა შენი ცხოვრებით, წახვედი. ჯერ ადრე იყო შენთვის. ლიკუ, ყველაფერი წინ გქონდა… რას წარმოვიდგენდი, შენზე თუ მომიწევდა ამ სიტყვების დაწერა, ვიცი ერთ დღეს შევხვდებით და ყველაფერს გეტყვი რისი თქმაც ვერ მოვასწარი“,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1771992537

ვიღაც, ქართული სახელით და გვარით, რომელსაც დაფინანსება აქვს გარედან, გამოდის და ლაშა ტალახაძეს შეურაცხყოფას აყენებს. უნდა გავითავისოთ, ვისგან არის ეს ინსპირირებული და ვისი მეშვეობით ხდება ამ ქმედებების დაგეგმვა - მიხეილ ყაველაშვილი

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ლაშა ტალახაძის და სხვა ქართველი სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა  და არასამთავრობო სექტორის მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა."უდიდეს სპორტსმენი და პიროვნება, ლაშა ტალახაძე, რომელიც მსოფლიო მოვლენა იყო, ქართველი სპორტსმენი, რომელმაც არ დათმო თავისი ტიტული, რაც კი ასპარეზობის  დაწყებიდან დასრულებამდე მუდმივად უმაღლეს წერტილზე იყო და რის ხარჯზე უწევდა ეს ყველაფერი, მე ხომ ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო წლებში მით უმეტეს და როცა მთელი საქართველო ხელის გულზე ვატარებთ, ვიღაცა, ქართული გვარით და სახელით, რომელსაც დაფინანსება აქვს გარედან, თავს უფლებას აძლევს, გამოდის და ამ ადამიანს აძაგებს, შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ რა გვგონია, რომ ლაშა ტალახაძეს აყენებს შეურაცხყოფას?! ამაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენ უნდა გავითავისოთ, საიდან მოდის, ვისგან არის ეს ინსპირირებული და ვისი მეშვეობით ხდება, ამდაგვარი ქმედებების დაგეგმვა."გამჭვირვალობის კანონი" როდესაც იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნილი  საიტები, ტელეფონები და ზარები და ა.შ აკლებული ჰყავდათ არ აძინებდნენ ჩვენს სპორტსმენებს, რომ ერთი სიტყვა ეთქვათ, რომ "მე მინდა ევროპაში", რომ მერე ამით ესარგებლათ. გახსოვთ ბუდუ ზივზივაძეზე რა დღეში იყვნენ, გახსოვთ თორნიკე შენგელიაზე? ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი რომ ამბობდა - დაგმეთო შენგელიაო და გააგდეთ საქართველოს ნაკრებიდანო. პრეზიდენტი ამას იძახდა საკუთარი ქვეყნის სპორტსმენზე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1764340140

პაპუაშვილი ფიშერის განცხადებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეხვედრის გადადებაზე: როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 21 ნოემბრის შეხვედრის გადადებას გულისხმობს.მისი თქმით, როდესაც ელჩი აცხადებს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო შეხვედრა, ეს ტყუილია, რადგან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის.„ტყუილია! როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის და ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში. არ ვიცი ელჩს რატომ დასჭირდა ტყუილი, რომ თითქოს ბრიუსელის მიერ სანქცირებული პირი იყო დელეგაციაში. ევროკავშირის მხრიდან არავინ არ არის სანქცირებული. ესტონეთს თავში რა მოუვა, ესტონეთის ჭკუაზე თუ დადის ბრიუსელი...თუ ბრიუსელი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ არის და ესტონეთის ჭკუაზე დადის, უნგრეთის ჭკუაზე რატომ არ დადის? უნგრეთი მაგალითად, როდესაც დიპლომატიური პასპორტების სავიზო რეჟიმი შემოიღეს - არ დათანხმდა, რას ერჩიან უნგრეთის ხელისუფლებას. წვრილმანი, უდონო, თავხედობა, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ვხედავთ, გახდა სამწუხაროდ სამარკო ნიშანი ბრიუსელის ბიუროკრატიისა და გერმანიის ელჩის განცხადებაც ამის დასტურია. მაშინ რაღატომ სჭირდებათ კონსენსუსი? თუკი მთელი ევროკავშირი ბატონ ცაჰკნაზეა დამოკიდებული, და როდესაც ყველაზე გამორჩეულ ქართველს, ლაშა ტალახაძეს, რომელიც პერსონალ ნონ-გრატად გამოაცხადეს, რომელსაც მთელ ესტონურ ოლიმპიურ გუნდზე მეტი მედალი აქვს. ამ ხელისუფლებასა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ჭკუაზე რატომ დადის ბრიუსელი? ეს არის პრობლემა. ასეთ ბრიუსელთან როგორ შეიძლება ჩვენ საერთო ენა მოვნახოთ? როდესაც მიტინგზე მდგომი ესტონეთის საგარეო მინისტრის ჭკუაზე დადის ამხელა ორგანიზაცია, რომელიც ღირებულებებზე საუბრობს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მას ჰკითხეს პეტერ ფიშერის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციის მიმართ რეპრესიებია.„სიცრუეა, ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქალაქო სასამართლო

სამართალი 1764247783

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დღესვე დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა.საქმის პროკურორების თქმით, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან ბრალდებულებისგან არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხები. ადვოკატები კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ და გირაოს შეფარდება იშუამდგომლეს.მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილის, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილის, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, მანუჩარ მიქელაძეს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს და კობა ეპიტაშვილს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მკ

საზოგადოება 1762967865

,,ულამაზესები ხართ” - ლაშა ტალახაძის ოჯახური საახალწლო კადრები

ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე და მისი მეუღლე, ანუკი დემურია ოჯახურ საახალწლო ფოტოსესიაში გამოჩნდნენ. კადრებს ფოტოგრაფი, ნათია ღაჭავა სოცქსელში აზიარებს.