„როგორ გაგვიყინე გული... რით ვანუგეშოთ დედა...“ - 20 წლის გოგოს გლოვობენ

ლიკა ტალახაძე

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი ლიკა ტალახაძეა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა.

რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„როგორ გაგვიყინე გული... რით ვანუგეშოთ დედა...“

„მიწამ როგორ უნდა მიიღოს ასეთი ულამაზესი გოგონა“

„ვაი შენს დედას, რა მეხი დაცემია! სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა ზეციურ საქართველოში“

„ახლა როცა ყველაზე მეტად უნდა გეხარა შენი ცხოვრებით, წახვედი. ჯერ ადრე იყო შენთვის. ლიკუ, ყველაფერი წინ გქონდა… რას წარმოვიდგენდი, შენზე თუ მომიწევდა ამ სიტყვების დაწერა, ვიცი ერთ დღეს შევხვდებით და ყველაფერს გეტყვი რისი თქმაც ვერ მოვასწარი“,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.