ვიღაც, ქართული სახელით და გვარით, რომელსაც დაფინანსება აქვს გარედან, გამოდის და ლაშა ტალახაძეს შეურაცხყოფას აყენებს. უნდა გავითავისოთ, ვისგან არის ეს ინსპირირებული და ვისი მეშვეობით ხდება ამ ქმედებების დაგეგმვა - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ლაშა ტალახაძის და სხვა ქართველი სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა  და არასამთავრობო სექტორის მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

"უდიდეს სპორტსმენი და პიროვნება, ლაშა ტალახაძე, რომელიც მსოფლიო მოვლენა იყო, ქართველი სპორტსმენი, რომელმაც არ დათმო თავისი ტიტული, რაც კი ასპარეზობის  დაწყებიდან დასრულებამდე მუდმივად უმაღლეს წერტილზე იყო და რის ხარჯზე უწევდა ეს ყველაფერი, მე ხომ ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო წლებში მით უმეტეს და როცა მთელი საქართველო ხელის გულზე ვატარებთ, ვიღაცა, ქართული გვარით და სახელით, რომელსაც დაფინანსება აქვს გარედან, თავს უფლებას აძლევს, გამოდის და ამ ადამიანს აძაგებს, შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ რა გვგონია, რომ ლაშა ტალახაძეს აყენებს შეურაცხყოფას?! ამაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენ უნდა გავითავისოთ, საიდან მოდის, ვისგან არის ეს ინსპირირებული და ვისი მეშვეობით ხდება, ამდაგვარი ქმედებების დაგეგმვა.

"გამჭვირვალობის კანონი" როდესაც იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნილი  საიტები, ტელეფონები და ზარები და ა.შ აკლებული ჰყავდათ არ აძინებდნენ ჩვენს სპორტსმენებს, რომ ერთი სიტყვა ეთქვათ, რომ "მე მინდა ევროპაში", რომ მერე ამით ესარგებლათ. გახსოვთ ბუდუ ზივზივაძეზე რა დღეში იყვნენ, გახსოვთ თორნიკე შენგელიაზე? ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი რომ ამბობდა - დაგმეთო შენგელიაო და გააგდეთ საქართველოს ნაკრებიდანო. პრეზიდენტი ამას იძახდა საკუთარი ქვეყნის სპორტსმენზე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.