რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს - სპეციალისტების პროგნოზი
1782590353
ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. სადღობელაშვილის განცხადებით, „ გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ, პროვოკაცია მოაწყო, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა მასა და დეპუტატებს შორის.
ანალიტიკოსის თქმით, „ არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა“. „აი ამ მომენტიდან დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება! მანამდე სხდომა ჩვეულ მაღალ ტონალობაში მიმდინარეობდა… ისმის კითხვა - ვინ არის მოძალადე? ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა თუ ოცნების დეპუტატებმა? ვინ არ ითვალისწინებს საზოგადოებას ეს არარაობა თუ სამთავრობო გუნდი? -იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!“- წერს სადღობელაშვილი.