მქონია შემთხვევა, რომ პოლიტიკოსი მეთანხმება, ჩვენს მიდგომას იზიარებს და ტრიბუნიდან აბსოლუტურად სხვას ამბობს, რადგან დავალება აქვს სხვანაირი და იძულებულია შეასრულოს ის დაკვეთა, რასაც მისი ქვეყნის ლიდერობა ან გარკვეული გლობალური ძალები ავალებენ - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

მქონია შემთხვევა, რომ პოლიტიკოსი მეთანხმება, ჩვენს მიდგომას იზიარებს და ტრიბუნიდან აბსოლუტურად სხვას ამბობს, რადგან დავალება აქვს სხვანაირი და იძულებულია შეასრულოს ის დაკვეთა, რასაც მისი ქვეყნის ლიდერობა, ან გარკვეული გლობალური ძალები ავალებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ხშირად ბევრი პოლიტიკოსისგან გაუგია, რომ ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა ხდება საქართველოში და აღნიშნავენ, რომ ეს არის ევროპელი პოლიტიკოსების, ორგანიზაციების სირცხვილი, რომ შეცდომები დაუშვეს საქართველოს მიმართ.

„[ევროკავშირის ბიუროკრატები] ოფიციალურ შეხვედრებზე გამოთქვამენ პრეტენზიებს და გვადანაშაულებენ, თუმცა უწევთ იმ არგუმენტების მოსმენა, რეალობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება, რომლის შესახებაც მცდარი წარმოდგენა აქვთ. ასეთ დროს მათ არც პასუხი აქვთ და არც რაიმე შემხვედრი არგუმენტი. კულუარულ შეხვედრებზე ძალიან ხშირად ბევრი პოლიტიკოსისგან გამიგია, რომ ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა ხდება საქართველოში და აღნიშნავენ, რომ ეს არის ევროპელი პოლიტიკოსების, ორგანიზაციების სირცხვილი, რომ შეცდომები დაუშვეს საქართველოს მიმართ. ზოგი აღნიშნავს, რომ რეალურად არ აქვთ ინფორმაცია, რადგან ეყრდნობიან მხოლოდ იმ ცრუ ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.

მქონია შემთხვევა, რომ პოლიტიკოსი მეთანხმება, ჩვენს მიდგომას იზიარებს და ტრიბუნიდან აბსოლუტურად სხვას ამბობს, რადგან დავალება აქვს სხვანაირი და იძულებულია შეასრულოს ის დაკვეთა, რასაც მისი ქვეყნის ლიდერობა, ან გარკვეული გლობალური ძალები ავალებენ. იმ წნეხს ითვალისწინებენ, რამაც გამოიწვია ის, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები იძულებულები არიან, ისეთი პოლიტიკა გაატარონ, რომელიც მათი საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს ეწინააღმდეგება, რამაც გამოიწვია ის საშინელი კადრები, რომელსაც სხვადასხვა მედიასივრცეში ვხედავთ“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

✕