სააკაშვილი ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1782482969

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ეთერს, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.სააკაშვილი ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ის„ აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია“.სააკაშვილი წერს, რომ მისი სახელმწიფო ვიზიტების დროს, ზურაბიშვილი მოულოდნელად ტოვებდა დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით.„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კვლავ გაიმეორა ჩემზე „არა და არასდროს!“ვინ არის ეს ქალი? მას ჰქონდა საფრანგეთში კარგი დიპლომატიური კარიერა, მეც რევოლუციის შემდეგ გატაცებული ვიყავი იდეით, რომ ჩვენ, როგორც ბალტიის ქვეყნებს, დაგვებრუნებინა და ხელისუფლებაში გამოგვეყენებინა ჩვენი ემიგრანტები.ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი ოჯახური წარმომავლობა. ჰყავდა ძალიან კარგი დედა. დღესაც პატივისცემით ვეპყრობი მის ძმას, ოთარ ზურაბიშვილს. სალომეს მეუღლე, ჯანრი კაშია დედაჩემის და ბიძაჩემის მეგობარი იყო. ამიტომ ძალიან მომეწონა აზრი, 2004 წელს, საბჭოთა გადმონაშთი თედო ჯაფარიძის ნაცვლად, მისი საგარეო მინისტრად დანიშვნის.მაშინ მე გამოვეკიდე ოცნებას. ამ საკადრო ცვლილების შემდეგ, ოცნება მწარე რეალობაში გადაიზარდა. სალომე აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია.პირველივე დღიდან საერთოდ მიუშვა სამინისტროს ორგანიზაციული ნაწილი. ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით. სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაიკიდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები, თურქეთი და აზერბაიჯანი, ისე რომ მაშინდელმა თურქეთის პრეზიდენტმა გიულმა, პირადად მომთხოვა მისი თურქული მიმართულებიდან ჩამოშორება და მას იმ პერიოდში ოფიციალურად აუკრძალეს თურქეთში შესვლა.სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდნენ სალომეს სრულიად საეჭვო ფავორიტები, რომელთაც პროფესიონალიზმთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის შემყურე, პარლამენტში პრაქტიკულად დაიწყო ბუნტი სალომეს წინააღმდეგ და მე ის გადავაყენე. როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, სალომემ მითხრა ახლავე დაითხოვე პარლამენტი, დანიშნე არჩევნები და მე დამნიშნე პრემიერ მინისტრადო, მე ამაზე გამეცინა, მოკლედ მაშინ ასე დავშორდით.ეგრევე გადაეშვა ოპოზიციურ საქმიანობაში. ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი ოპოზიცია, არამედ ნამდვილი ანტი-სახელმწიფოებრივი მავნებლური საქმიანობა.2007 წელს რუსულმა su -24 ტიპის ბომბდამშენებმა დაგვიბომბეს უკრაინაში ნაყიდი ბუკ-1m ტიპის საჰაერო დაცვის სისტემა სოფელ წითელუბანში, გორთან. ზურაბიშვილმა ეგრევე მოიწვია პრესკონფერენცია სადაც გამოაცხადა რომ სინამდვილეში ჩემი ბრძანებით გადავღებეთ ქართული თვითმფრინავი და დავბომბეთ საკუთარი თავი, რათა ეს რუსეთის დასადანაშაულებლად გამოგვეყენებინა. მოიქცა ზუსტად როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი 1993 წელს, როცა ქართველები დაადანაშაულა სოხუმის დაბომბვაში.2008 წლის შემდეგ მისმა კოლაბორაციონისტობამ საბოლოოდ გაშალა ფრთები. აშანშალებდა პოსტებს იმაზე თუ როგორ დავბომბე "მძინარე ცხინვალი" და ამაზე უნდა გავსამართლდე და ასევე დაწერა წიგნი "La tragédie géorgienne", რომელიც რუსეთმა წარადგინა ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებად ჩემი და ქართველი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე.ამიტომ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ვერ იპოვიდა უფრო კარგ კანდიდატურას პრეზიდენტობის, რა არის უკეთესი საქართველოს ომში დამადანაშაულებელ საფრანგეთის ყოფილ ელჩზე და შესაბამისად დაავალეს ეს ივანიშვილს.2018 წლის არჩევნები უხეშად გაყალბდა, ძალადობით, მოსყიდვით მათ შორის დიახ სალომეს გაპრეზიდენტებას პირდაპირ შეეწირა ზუგდიდელი სკოლის დირექტორი, უკეთილშობილესი ია კერზაია, რომელიც სალომეს სახელით დააშანტაჟეს, ატერორეს და მისმა გულმა ამას ვერ გაუძლო.პრეზიდენტობის დროს ზურაბიშვილი კიევში შეხვდა ვლადიმერ ზელენსკის ერთადერთ საკითხით - ჩემი დაპატიმრების და საქართველოსთვის გადაცემის. ეს მომიყვა თვითონ ზელენსკიმ, რომლის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტმა ის ძალიან შორს გააგზავნა და როცა ომის დაწყების შემდეგ სალომემ რამდენჯერმე სცადა კიევში ჩასვლა და ზელენსკისთან სურათის გადაღება, ზელენსკის ადმინისტრაციის პასუხი იყო ყოველთვის ერთი და იგივე. "ჩვენ მას პიარის კეთების საშუალებას არ მივცემთ და მაინც თუ უნდა ჩამოსვლა, ჯერ გაუშვას სააკაშვილი".მთელი ეს ბოლო წლები ზურაბიშვილი სხვადასხვა დასავლეთის ტელეეთერებში ვრცლად ჰყვებოდა ჩემს მიერ ჩადენილ "დანაშაულებზე" ასაბუთებდა თუ რატომ უნდა ვიყო ციხეში.უკიდურესად უარყოფითი იყო ზურაბიშვილის როლი მასობრივი გამოსვლების დროს. მან არაერთხელ დაშალა რეჟიმის შესაცვლელად გამზადებული ხალხი. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილის დიდი შეცდომა იყო, სალომეს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლების ორგანოდ გამოცხადება, იმიტომ რომ გაყალბებით, ძალით მოყვანილი "პრეზიდენტი" თავიდანვე არ იყო ლეგიტიმური.სალომე ზურაბიშვილი, იმის მაგივრად რომ ბოდიშს იხდიდეს რომ ქვეყნის დანგრევის ნაწილი იყო, კიდევ უტიფრად და ურცხვად ამტკიცებს, რომ ყველაფერში მართალი იყო, ივანიშვილზე უფრო ამაზრზენია ასეთი ხალხი. ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ უნდა ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა. უნდა მტერს დავუძახოთ მტერი და მოყვარეს მოყვარე. სხვანაირად სულ ერთ წრეზე ვივლით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა 1778657437

თენგიზ შარმანაშვილი: საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია იმის გაგრძელებაა, რასაც ევროპარლამენტი აკეთებს, უკვე მივეჩვიეთ, რომ ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით რაღაც დასკვნები გამოაქვთ

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია იმის გაგრძელებაა, რასაც ევროპარლამენტი აკეთებს. უკვე მივეჩვიეთ, რომ ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით რაღაც დასკვნები გამოაქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.შარმანაშვილი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.„საფრანგეთის პარლამენტის ამ რეზოლუციას ხელი შეუწყო, თუ ინიციატორი არ იყო, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტის პოსტზე, ისე პოსტპრეზიდენტობის პერიოდში მთელი მისი საქმიანობა დაფუძნებულია ქართველი ერის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაზე. ეს ძალიან ცუდი, სამწუხაროა, მაგრამ ამასაც მივეჩვიეთ. საქართველოზე ზრუნვის სურვილი მათ არ აქვთ. ყველა ნარატივი, რომელიც რეზოლუციაში მოხვდა და რასაც ამბობენ სხვადასხვა სფეროში საქართველოს უკუსვლაზე, ერთი-ერთში იმეორებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც ამ ნაწილში არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. უბრალოდ ამბობენ, ჩვენ ასე მიგვაჩნიაო. არგუმენტი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ამას ვიტყვითო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1778182291

ლევან მაჭავარიანი: ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში

არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.წამყვანმა მას კითხვა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა.„მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ვუყურებდით რა იგეგმებოდა, რა მოწოდებები და რისი მცდელობა იყო. ამაზე მყარი მტკიცებულება ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი თვეებით ადრე მზადდებოდა და გვესმოდა მუქარა ხელისუფლების მიმართ - დაგამხობთო. მერე შეცვალეს მუქარა და ამბობდნენ - მშვიდობიანად დაგამხობთო. არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში ვინ დაჯდებოდა ამა, თუ იმ ადგილას. არ გამოუვიდათ და შეცვალეს „მესიჯ ბოქსი“.სალომე ზურაბიშვილმა, არ მაინტერესებდა არაფერი, ისე ვიდექი იქო. პირველი იდგა. აბა გამოსვლოდათ და პირველი შევიდოდა იმ პრეზიდენტის სასახლეში, ვერავინ დაასწრებდა. ინდულგენცია არაა პოლიტიკოსობა. ხელისუფლებაში ვარ და პირდაპირ მაგალითებით ვსაუბრობთ. ჩვენი გუნდის მოქმედი წევრები იყვნენ, თუ წასულები, ვინც რამე დააშავა, ყველა აგებს პასუხს. ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული.იუველირული სიზუსტით ჩაატარა ეს ღონისძიება [გამოძიება] ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა და დეფაქტოდ მამუკა მდინარაძემ შეასრულა ის როლი და მოვალეობა, რაც დღეს მას დე იურედ თავისი თანამდებობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ანა დოლიძე

პოლიტიკა 1777978145

ანა დოლიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა

პარტია „ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე, სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა.როგორც დოლიძე აღნიშნავს, ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან, ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა.„სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა, როდესაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოგვიწოდებდა და ამ ბზარებიან შენობაში შესვლას მიიჩნევდა საუკეთესო გზად. ღიად დაუჭირა მხარი რამდენჯერმე იმ ჯგუფს, რომლის პრობლემები კარგად ჩანდა ისედაც. თუმცა, ახლა ღიად ჩანს ის, რასაც მე თავიდანვე ვამბობდი, ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა. მიუხედავად ზეწოლისა, ამ საკითხთან მიმართებაშიც მე და ჩვენმა მხარდამჭერებმა ბრძნული გადაწყვეტილება მივიღეთ და არ გავერთიანდით“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1775731680

ლევან მაჭავარიანი: სალომე ზურაბიშვილი ვერ ეგუება იმას, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი, მას არანაირი წონა არ გააჩნია

სალომე ზურაბიშვილმა აქტუალობა დაკარგა, როცა მის გარშემო გარე კარნახით რადიკალები გააერთიანეს. მაშინ ის ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი იყო და აწყობდათ ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკური მოთამაშე ამ სცენარში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტზე, რომლის მიხედვითაც, „ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა“.მისი თქმით, ახლა ზურაბიშვილი მხოლოდ სტიპენდიანტია, შესაბამისად, მას არანაირი წონა არ გააჩნია.„მას გარშემო რადიკალური ოპოზიცია მთლიანად შემოეცალა და მის ლანძღვაზე არიან გადასულები. ზურაბიშვილი ვერ ეგუება იმას, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი. შესაბამისად, იდეებს ახმოვანებს, რომ თითქოს რაღაც ტიპის პროცესებში მონაწილეობას. რეალურად, ის არანაირ პროცესში არ მონაწილეობს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1774345460

სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას, შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად - არა - შალვა პაპუაშვილი

 როგორ შეიძლება, ეკლესიის მმართველებს ეგზარქოსი უწოდო და იმ რიგში იდგე? როგორ შეიძლება, პატრიარქს პრორუსი უწოდო და იმ რიგში იდგე? როგორ შეიძლება, ეკლესიას ბნელი უწოდო და იმ რიგში იდგე? ეს არის ხალხი, რომელმაც „ენა, მამული, სარწმუნოებიდან“ სარწმუნოება ამოიღო და სხვა სიტყვა ჩასვა. ისიც ვერ მოითმინეს, რამდენიმე დღე გაჩუმებულიყვნენ. ამ დღეებშიც იმავეს იმეორებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „თქვენ თქვით, პროტესტში მყოფი ადამიანები სულიერად დაცემულები არიანო. ფიქრობთ, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვინც რიგში იდგა, იმ ხალხს შორის არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში რაიმე მოვლენას აპროტესტებენ?“, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა:„როგორ შეიძლება, გვარამია ყოფილიყო რიგში? მათ ერთი იდეოლოგია აქვთ. როგორ შეიძლება, ის ადამიანები მდგარიყვნენ რიგში, რომელთაც გახსოვთ, სამების ეკლესიის ხატზე რა პანიკა მოაწყვეს ეკლესიის წინააღმდეგ, კანდელაკის და მათი თანამოაზრეების ხელით. მაშინ, ერთი მწუხარე განცხადება მოისმინეთ? „ენჯეოები“, რომლებიც წლების განმავლობაში დაკავებული იყვნენ ქართული ეკლესიის, პატრიარქისა და მისი თანამოსაყდრის დისკრედიტაციით, როგორ შეიძლება, ისინი ამ რიგში გვეხილა? რა თქმა უნდა, იქ არ და ვერ იქნებოდნენ. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს შეეწინააღმდეგონ, როცა ეკლესიის ლანძღვით არიან დაკავებული. კითხვა გიჩნდებათ, რატომ ვამბობთ, რომ ქართველობადაკარგულები არიან? იქ ვიყავით მრევლის წევრები, მაგრამ ასევე, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები. იქ ვიყავით არა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები, არამედ მთლიანად პარლამენტი, უმრავლესობაც და ოპოზიციაც. ყველა იყო მიწვეული, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის წარმომადგენლობა. ისევე როგორც იქ ელჩები იყვნენ არა როგორც ინდივიდუალური პირები, არამედ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებად. საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას ზურგი აქციეს და ახლა ფარისევლობაა იმაზე წუწუნი, სად იყვნენ და სად – არა. ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და მანდატები დახიეს. პარლამენტის წევრობა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მომენტში წარმომადგენლობას გულისხმობს. პარლამენტში ყოფილიყვნენ და რა თქმა უნდა, იქნებოდნენ წარმოდგენილი, მათ შორის წირვის დროს.რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ფარისევლობის პიკია, რასაც ამ ადამიანისგან ვხედავთ. ადამიანი, რომელიც სიტყვებს არ იშურებს, რათა ეკლესიას თავს დაესხას, გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას. მან თქვა, თითქოს მსოფლიო პატრიარქს სურდა წირვის ჩატარება და ქართულმა ეკლესიამ უარი უთხრა. ეს აბსოლუტური ტყუილია, დადასტურებული ტყუილია. სალომე ზურაბიშვილმა მძიმე გლოვისას ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას, შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად – არა. ეს ადამიანი ყოველდღე საშუალებას არ უშვებდა ხელიდან, თავს დასხმოდა ქართულ ეკლესიას, მის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს და მათ, ვინც ამ დღეებში გადაწყვეტილებებს იღებდა. ამ ადამიანმა ისიც არ იცის, რომ კვირაობით ყველა ეკლესიაში წირვა ტარდება. იმ თავდასხმების შემდეგ, რაც გლოვის დროს სალომე ზურაბიშვილმა იკადრა ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ცილი დასწამა ეკლესიას, კითხვები რომ უჩნდება, სად იდგა და სად – არა, ეს მის არაადეკვატურობას აჩვენებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ფირუზ და რეზო წულუკიძეები

სამართალი 1773740880

ბათუმში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს

ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, „ქურდული სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, ელდარ ანთაძე, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს. გამთენიისას, აჭარაში სპეცოპერაციის ფარგლებში 80-მდე პირი დააკავეს.ცნობისთვის, ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები სალომე ზურაბიშვილმა 2024 წელს შეიწყალა. მათ 2021 წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების გამო, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1769886051

საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში - ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება, სადაც გალერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა“.ექსპერტის თქმით, კორუმპირებულ ევროპარლამენტარსაც მალე მიადგება მართლმსაჯულება და სულ კაპიკ - კაპიკ დაუთვლის საქართველოდან ჩარიცხულ თანხებს და ალბათ არამარტო საქართველოდან.„საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში. ამ კორუმპირებულ ევროპარლამენტარს ურჩევნია თავის ჩონჩხებს მიხედოს კარადაში, გაასუფთაოს, თორემ მასაც მიადგება მართლმსაჯულება, სულ კაპიკ - კაპიკ დაუთვლის საქართველოდან ჩარიცხულ თანხებს და ალბათ არამარტო საქართველოდან.“ - წერს ფოჩხუა.

გურამ ნიკოლაშვილი

პოლიტიკა 1769499716

გურამ ნიკოლაშვილი: ადამიანები ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, სურთ ძალადობა, ქუჩა, ჯანყი და მორევა, თუ დისკუსია, დებატი, ცივილური ურთიერთობის ინსტრუმენტების გამოყენება - პირველი ჯგუფი, უმჯობესია, იზოლირებულად დარჩეს და თავის სამყაროში იარსებონ

პოლარიზაციამ იმდენად გამოხრა საზოგადოებრივი ველი, ელემენტარული ცნებებიც კი თავიდან დაზუსტებასა და ახსნა-განმარტებას საჭიროებს. მძიმე ნერვიული ფონის გამო, ციფრული საქართველოს ბინადრები ცრუ მოლოდინებს იჩენენ და მერე თავადვე იცრუებენ იმედს. ამის დასაზღვევად, როდესაც ვამბობთ “დებატს”, მნიშვნელოვანია ერთნაირად გვესმოდეს მისი შინაარსი. კია ორჯერ-ორი თითქოს, მაგრამ მაინც. დებატი ნიშნავს გარკვეული ფორმატითა და სტრუქტურით აგებულ დისკუსიას, რომელშიც მონაწილენიც გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებებს დასმული საკითხის შესახებ და მიზნად ისახავენ ან საერთო ხედვამდე მისვლას, ან მოპაექრის დაჯაბვნას, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, გასავლებია მკაფიო ხაზები, რათა ზუსტად განისაზღვროს დებატის შესაძლებლობა, ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკვე აირჩია რომელ მხარეს სურს, ვინაიდან, ის იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა 2024 წელს, როდესაც “გაყალბების” ლეგენდა პოლიტიკურ სპექტრს თავს მოახვია და კრიზისი დაბადა.ნიკოლაშვილის თქმით, ყოველთვის დარჩება ჯგუფი, ვინც მზადაა სექტის მოშურნეობით ბოლომდე იცხოვროს ტყუილში, შესაბამისად, ამ მასშტაბის აცდენა, დებატის ნიადაგს სრულიად გამორიცხავს.„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დებატების აღდგენასთან დაკავშირებით ცხადია აქტუალური და საჭირო პროცესია, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ წინადადებას უკვე მოჰყვა მყისიერი სკეფსისი და ხელმოცარულთა წინმსწრები უარი, საჭიროა გარკვეული დეტალები დაზუსტდეს.პოლარიზაციამ იმდენად გამოხრა საზოგადოებრივი ველი, ელემენტარული ცნებებიც კი თავიდან დაზუსტებასა და ახსნა-განმარტებას საჭიროებს. მძიმე ნერვიული ფონის გამო, ციფრული საქართველოს ბინადრები ცრუ მოლოდინებს იჩენენ და მერე თავადვე იცრუებენ იმედს.ამის დასაზღვევად, როდესაც ვამბობთ “დებატს”, მნიშვნელოვანია ერთნაირად გვესმოდეს მისი შინაარსი. კია ორჯერ-ორი თითქოს, მაგრამ მაინც.დებატი ნიშნავს გარკვეული ფორმატითა და სტრუქტურით აგებულ დისკუსიას, რომელშიც მონაწილენიც გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებებს დასმული საკითხის შესახებ და მიზნად ისახავენ ან საერთო ხედვამდე მისვლას, ან მოპაექრის დაჯაბვნას.დებატებისას, მონაწილენი წარმოადგენენ არგუმენტებს, იცავენ საკუთარ პოზიციას, აკრიტიკებენ საპირისპირო პოზიციას, პაექრობენ წერილობით ან ზეპირად, ფორმალურ ან არაფორმალურ ვითარებაში.მოდებატეები თანასწორ გარემოში, ურთიერთპატივისცემით, კულტურისა და თავაზიანობის ელემენტარული წესების დაცვით კამათობენ, მსმენელს პოზიციებსა და არგუმენტაციას აცნობენ. სწორედ ეს უკანასკნელნი იღებენ შთაბეჭდილებას და წყვეტენ მხარის უპირატესობასა თუ არგუმენტის მართებულობას.დებატის ინსტრუმენტი რიტორიკა, ლოგიკა, მსჯელობა და ორატორული ხელოვნებაა. ხმის აწევა, ყვირილი, უხეშობა, შეურაცხყოფა, გინება, საგნების სროლა და თავშეუკავებელი დემაგოგია საპირისპიროდ, დებატის ჩაშლასა და ველური შოუს დადგმას ემსახურება.საქართველოში არსებობს (არსებობდა) ეთერები, რომელთა შინაარსიც პირდაპირ იყო აგებული პოლიტიკური კორიდის, სტუდიური კოლიზეუმის მოწყობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელ-ჩართული მუშტი-კრივით უნდა დასრულებულიყო.ბუნებრივია, მსგავსი ურთიერთობები, პოლიტიკოსთა ufc, ვერც დემოკრატიას გააჯანსაღებს და ვერც საზოგადოებას მისცემს რამე სასარგებლოს. სწორედ ამიტომ, გასავლებია მკაფიო ხაზები, რათა ზუსტად განისაზღვროს დებატის შესაძლებლობა.შეუძლებელია და ვერც იარსებებს დებატი იქ, რომლის შესაძლო მონაწილესაც ურთიერთობის რელევანტურ და ლეგიტიმურ ფორმად მიაჩნია ქუჩა, წინააღმდეგობა, დაპირისპირება, ჯანყი და გინება. მსგავსი ჟანრის ადეპტები და აქტორები უბრალოდ არაკვალიფიციური სუბიექტები არიან. მათ თვითგამოხატვისთვის შესაბამისი სცენა სჭირდებათ და მისი გამოძებნა არც უჭირთ.სწორედ ამიტომ, ელემენტარული კულტურა, ეთიკა და სადისკუსიო წესების დაცვის უნარი არის ის უმთავრესი წინაპირობა, რაც სჭირდება დებატში მონაწილეს. ვინ შეიძლება იყოს ასეთი?ჩემი აზრით, თეორიულად ნებისმიერი. განურჩევლად წარსულისა, პარტიული კუთვნილებისა თუ რეპუტაციული იმიჯისა. პრაქტიკაში კი, მოქალაქეთა შორის არსებული დამოკიდებულებები მთელ რიგ პირებს შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.სულ ცინცხალი მაგალითი რომ მოვიხმოთ, როგორ წარმოგიდგენიათ დებატში ისეთი ადამიანის მონაწილეობა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტის მიმართ იმხელა სიძულვილს გრძნობს, საკუთარ პანაშვიდზე მისვლასაც რომ უკრძალავს? რა დებატი უნდა შედგეს ამგვარი სიძულვილის ნიადაგზე? შეურაცხყოფისა და გაუქმების საფუძველზე? ზიზღით განმსჭვალვის ფონზე? ვერავითარი.და იმედი მაქვს, პრემიერის ხსენებული ინიციატივა არც ითვალისწინებს მსგავს ადამიანებთან ურთიერთობას.ადამიანები ჯერ უნდა გაერკვნენ და ჩამოყალიბდნენ, სურთ ძალადობა, ქუჩა, რევოლუცია, ჯანყი და მორევა, თუ სურთ დისკუსია, დებატი, კონსტიტუციური პოლიტიკური წესრიგით დაშვებული ცივილური ურთიერთობის ინსტრუმენტების გამოყენება.ამ უკანასკნელთა შორის კონტაქტი შესაძლებელია, მიუხედავად შეხედულებათა და მსოფლმხედველობის თითქმის 100%_იანი აცდენისა, პირველი ჯგუფი კი უმჯობესია იზოლირებულად დარჩეს, ერთმანეთს უყურონ და თავის სამყაროში იარსებონ.საქართველოს უახლეს ისტორიაში ორივე სახის გამოცდილება არსებობს. არჩევანი და პასუხისმგებლობა კი ინდივიდუალურია, ზოგი ადამიანობას აირჩევს, ზოგი დეჰუმანიზებას. ყველას თავისი წილი აქვს ასარჩევიც და პასუხსაგებიც.მადამ ექსპრეზიდენტმა უკვე აირჩია. ის იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა 2024 წელს, როდესაც “გაყალბების” ლეგენდა პოლიტიკურ სპექტრს თავს მოახვია და კრიზისი დაბადა. ყოველთვის დარჩება ჯგუფი, ვინც მზადაა სექტის მოშურნეობით ბოლომდე იცხოვროს ტყუილში. ამ მასშტაბის აცაცდენა დებატის ნიადაგს სრულიად გამორიცხავს." - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1769012034

ზაალ ანჯაფარიძე: ალბათ განგების ნებაა, რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, ის რომ ოპოზიციას ადამიანურ რესურსებში უჭირს, დღესაც მკაფიოდ ჩანს. რაც გამაერთიანებლის როლში ვერ ივარგა ზურაბიშვილმა, ახლა გირჩი ჯაფარიძეს გადააბარეს ეს როლი

„ალბათ განგების ნებაა, რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო. ლოგიკა მარტივია, ყველა წესიერი ხალხი ჰიგიენას იცავს, მათ შორის ურთიერთობებში“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.„ეს ალბათ განგების ნებაა (ის კი სამართლიანია), რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო. ლოგიკა მარტივია, ყველა წესიერი ხალხი ჰიგიენას იცავს, მათ შორის ურთიერთობებში. ამაში ადვილად დარწმუნდება ყველა, ვინც ბოლო 10-12 წლის მანძილზე გაიხსენებს ვინ იყვნენ ოპობაბლში და ვინ არიან. ე.წ. ახალმა სახეებმაც ვერ გაუმართლათ, ძველებზე უარესები აღმოჩნდა ბევრი, ძველებზე ხომ საუბარიც აღარ ღირს.სხვათა შორის, ქ/ოცნებიდან ოპოზიციაში სწორედ ის ხალხი წავიდა, ვისაც საზოგადოებაში ერთი მისხალი ავტორიტეტი და ნდობა არ ჰქონდა და ხალხს უკვირდა ადრე რატომ არ მოიშორესო. ის რომ ოპოზიციას ადამიანურ რესურსებში უჭირს, დღესაც მკაფიოდ ჩანს. მას შემდეგ რაც გამაერთიანებლის როლში ვერ ივარგა სალომე ზურაბიშვილმა, ეხლა გირჩი ჯაფარიძეს გადააბარეს თითქოს ეს როლი. არ დავიწყებ მის დახასიათებას, ყველა კარგად იცნობს, ძირითადად უარყოფითი კუთხით. ისე, საინტერესოა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოსალაპარაკებლად კაიფში ეახლა თუ არა“- წერს ანჯაფარიძე.       

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1765280207

ირაკლი კობახიძე: 150 კაცის გამოსვლა არ არის ქართველი ხალხის პროტესტი, საზოგადოებას პროტესტი აქვს სწორედ იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს ოთხ მილიონ ადამიანზე

ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს სწორედ იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც ეს გეგმა ჩავარდა.„ეს იყო დამხობის ღია მცდელობა, პირდაპირ ასე ერქვა 4 ოქტომბერს ჩატარებულ აქციას. დამხობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამი  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ა.შ. ადამიანებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც დამხობა ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა ამ ადამიანებს არ აქვთ. 150 კაცის გამოსვლა არ არის პროტესტი, ეს არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი. ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, ამის მიმართ აქვს პროტესტი ქართველ ხალხს,“ – განაცხადა პრემიერმა.

მურმან დუმბაძე

პოლიტიკა 1763580270

VIDEO: "არასოდეს გამომიცხადებია სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურად..." - მურმან დუმბაძე

მე არასოდეს არ გამომიცხადებია სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურად, 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო..." - განაცხადა  ,,ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში".ვრცლად 👇