ლევან მაჭავარიანი: სალომე ზურაბიშვილი ვერ ეგუება იმას, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი, მას არანაირი წონა არ გააჩნია

ლევან მაჭავარიანი

სალომე ზურაბიშვილმა აქტუალობა დაკარგა, როცა მის გარშემო გარე კარნახით რადიკალები გააერთიანეს. მაშინ ის ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი იყო და აწყობდათ ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკური მოთამაშე ამ სცენარში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტზე, რომლის მიხედვითაც, „ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა“.

მისი თქმით, ახლა ზურაბიშვილი მხოლოდ სტიპენდიანტია, შესაბამისად, მას არანაირი წონა არ გააჩნია.

„მას გარშემო რადიკალური ოპოზიცია მთლიანად შემოეცალა და მის ლანძღვაზე არიან გადასულები. ზურაბიშვილი ვერ ეგუება იმას, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი. შესაბამისად, იდეებს ახმოვანებს, რომ თითქოს რაღაც ტიპის პროცესებში მონაწილეობას. რეალურად, ის არანაირ პროცესში არ მონაწილეობს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.