მიმოხილვა •
1730871960
ამერიკის ცხელი ნოემბერი - ყველა ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნებზე
ამერიკის შეერთებულ
შტატებში გრძელდება 5
ნოემბრის საპრეზიდენტო
არჩევნებში მიცემული
ხმების დათვლა. ჯერჯერობით
ლიდერობს ქვეყნის ყოფილი
პრეზიდენტი, რესპუბლიკელი
დონალდ ტრამპი.
დემოკრატიული პარტიიდან
მისი მეტოქეა ვიცე
პრეზიდენტი კამალა
ჰარისი.ამერიკული
საარჩევნო სისტემით,
საპრეზიდენტო არჩევნებში
გამარჯვებულს საბოლოოდ
გამოავლენს შტატების
მოსახლეობის რაოდენობის
მიხედვით დაკომპლექტებული
საარჩევნო კოლეგია.
კანდიდატებს
გამარჯვებისთვის
კოლეგიისგან სჭირდებათ
538-დან სულ მცირე 270
ხმა.დემოკრატიული პარტიის
პრეზიდენტობის კანდიდატის
საარჩევნო შტაბის
წარმომადგენლის ცნობით,
კამალა ჰარისი ამ ღამით
მხარდამჭერებს სიტყვით არ
მიმართავს. ინფორმაციას
ამის შესახებ „ბიბისი“
ავრცელებს.მედიის ცნობით,
მოქალაქეების ნაწილმა
კამალა ჰარისის საარჩევნო
შტაბი და ასევე
მხარდამჭერთა შეკრების
ადგილი დატოვა.როგორც
„ბიბისი“ აღნიშნავს,
მხარდამჭერებმა შეკრების
დატოვება მას შემდეგ
დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა
ორი ე.წ. მერყევი შტატის –
ჩრდილოეთ კაროლინისა და
ჯორჯიის წინასწარი
შედეგები, რომელთა
თანახმადაც აღნიშნულ
შტატებში დონალდ ტრამპი
იმარჯვებს.ამერიკის
შეერთებული შტატებში 5
ნოემბრის არჩევნების დღეს
არაერთ საარჩევნო უბანზე
მიიღეს შეტყობინება
შენობაში ბომბის
არსებობის შესახებ.
შემოწმებამ დაადასტურა,
რომ ყველა შეტყობინება ცრუ
იყო.„სიენენის“ წინასწარი
მონაცემებით, აშშ-ის
პრეზიდენტობის
რესპუბლიკელმა
კანდიდატმა, დონალდ
ტრამპმა ორ მერყევ შტატში
გაიმარჯვა, ხოლო სამში
ლიდერობს. მედიის
ინფორმაციით, ტრამპი
გამარჯვებულია ჩრდილოეთ
კაროლინასა და ჯორჯიაში.
პენსილვანიაში, სადაც
დათვლილია ხმების 93%, დონალდ
ტრამპს 51,1% აქვს, ხოლო ჰარისს
– 47,8%.დემოკრატების
კანდიდატი კამალა ჰარისი,
არჩევნების პარალელურად,
ამომრჩევლებს აქტიურობისა
და მხარდაჭერისკენ
მოუწოდებს."დააკაკუნეთ
კარზე, დაურეკეთ
ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ
ხმა მეგობრებსა და ოჯახის
წევრებს. ჩვენ ერთად
დავწერთ იმ ყველაზე დიდი
ისტორიის მომდევნო თავს,
რაც კი ოდესმე გაგვიგია", –
ვკითხულობთ ჰარისის
პოსტში.რესპუბლიკელების
კანდიდატი დონალდ ტრამპი
კი ფილადელფიაში
მასობრივი თაღლითობის
შესახებ
საუბრობს."ვრცელდება ხმები
ფილადელფიაში არჩევნებში
მასობრივი თაღლითობის
შესახებ და
სამართალდამცველი
ორგანოები უკვე ადგილზე
მიემართებიან", - წერს
პრეზიდენტობის კანდიდატი
სოციალურ ქსელში.აშშ-ის
პრეზიდენტობის
რესპუბლიკელ კანდიდატს,
დონალდ ტრამპს ფლორიდაში,
უესთ პალმ ბიჩში გახსნილ
საარჩევნო შტაბში
ელოდებიან. ტრამპი
სავარაუდოდ სიტყვით
მიმართავს
მხარდამჭერებს.ადგილზე,
რესპუბლიკელი კანდიდატის
სხვა მომხრეებთან ერთად,
იმყოფება მილიარდერი ილონ
მასკი, ასევე რობერტ კენედი
უმცროსი და ტულსი გაბარდი.Fox
News-ის ცნობით, ტრამპმა
ამომრჩეველთა კოლეგიის 277
ხმა მიიღო. ეს უკვე
საკმარისია იმისთვის, რომ
ის გამარჯვებულად
გამოცხადდეს.წინასწარი
მონაცემების
გამოქვეყნებისთანავე,
ტრამპს არჩევნებში
გამარჯვება მეგობარი
ქვეყნების ლიდერებმა
მიულოცეს:ისრაელის ომის
კაბინეტის წევრი,
ენერგეტიკის მინისტრი ელი
კოენი დონალდ ტრამპს აშშ-ის
საპრეზიდენტო არჩევნებში
გამარჯვებას
ულოცავს.როგორც ელი კოენი
წერს, ტრამპის
პრეზიდენტობის პირველი
ვადის დროს მსოფლიოსთვის
და ისრაელის
სახელმწიფოსთვის დიდი
წარმატების მიღწევა
მოხერხდა.უნგრეთის
პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ
ორბანი აშშ-ის
პრეზიდენტობის
რესპუბლიკელი კანდიდატის,
დონალდ ტრამპის
გამარჯვებას
ზეიმობს.„დილა მშვიდობისა,
უნგრეთო! გზად ლამაზი
გამარჯვებისკენ“, – წერს
ორბანი სოციალურ მედიაში
და აქვეყნებს ფოტოს, სადაც
ტელევიზორში საარჩევნო
პროცესს ადევნებს თვალს.
„გამარჯვება
გარანტირებულია“, –
აღინიშნა ორბანმა.ტრამპს
არჩევნებში გამარჯვება
მიულოცა კამალა ჰარისის
მთავარმა დონორმა,
მილიარდერი მარკ
კუბანმა.„გილოცავთ დონალდ
ტრამპ. თქვენ სამართლიანად
მოიგეთ. ვულოცავ ულონ
მასკსაც ასევე",- წერს მარკ
კუბანი სოციალურ ქსელ
X-ზე.აშშ-ის
წარმომადგენელთა პალატის
სპიკერი მაიკ ჯონსონი
საპრეზიდენტო არჩევნებში
დონალდ ტრამპის
გამარჯვებას ეხმიანება და
აცხადებს, რომ
ამერიკელებმა ქვეყანა
გადაარჩინეს. როგორც მაიკ
ჯონსონმა დაწერა,
ამერიკელმა ხალხმა თავისი
სათქმელი თქვა.„ჩვენ
გადავარჩინეთ ამერიკა,
ამერიკელმა ხალხმა თავისი
სათქმელი თქვა. პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი და სენატორი
ჯეი დი ვენსი თეთრ სახლში
მიდიან. ჩვენ მზად ვართ,
ვიმუშაოთ ამერიკელი
ხალხისთვის“, – დაწერა მაიკ
ჯონსონმა.„მოუთმენლად
ველოდები მასთან მუშაობას,
რათა მშვიდობა ნატო-ს
მეშვეობით
გავაძლიეროთ“,-ასე დაწერა
მისალოცი პოსტი ნატო-ს
გენერალურმა მდივანმა,
მარკ რუტემ სოციალურ
ქსელში.ისრაელის
პრემიერ-მინისტრი
ბენიამინ ნეთანიაჰუს
მისალოც წერილში კი
ვკითხულობთ: „ძვირფასო
დონალდ და მელანია,
გილოცავთ ისტორიაში
უდიდეს დაბრუნებას. თქვენი
ისტორიული დაბრუნება თეთრ
სახლში გვთავაზობს ახალ
დასაწყისს ამერიკისთვის
და ვალდებულებას ისრაელსა
და ამერიკას შორის
დიდებული ალიანსისთვის. ეს
დიდი გამარჯვებაა. თქვენი
ნამდვილი მეგობარი,
ბენიამინი და სარა
ნეთანიაჰუ“.5 ნოემბერს
აშშ-ში ჩატარდა კონგრესის
წარმომადგენელთა პალატის,
სენატის წევრთა მესამედის
და 11 შტატის გუბერნატორის
არჩევნებიც.ამ დროისთვის
არსებული მონაცემებით, 100
ადგილიან სენატში
რესპუბლიკელებს 48 ადგილი
აქვთ, დემოკრატებს – 39, 435
ადგილიან წარმომადგენელთა
პალატაში კი, სადაც
გამარჯვებისთვის 218 ხმაა
საჭირო, ასევე წინასწარი
მონაცემებით,
რესპუბლიკელებს 166 ადგილი
აქვთ, დემოკრატებს კი -
113.წარმომადგენელთა
პალატის ყოფილი სპიკერი
ნენსი პელოსი კონგრესში
ბრუნდება. როგორც გამოცემა
„ჰილი“ წერს, ეს
პელოსისთვის კონგრესში
მე-20 ვადა
იქნება.სან-ფრანცისკოელმა
ლიბერალმა კალიფორნიის
მე-11 ოლქში მარტივად
გაიმარჯვა, სადაც
დაამარცხა ნომინალური
მეტოქე, რესპუბლიკელი ბრუს
ლუ.