ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, „დემოკრატი“ ნენსი პელოსი საკანონმდებლო ორგანოში კვლავ აირჩიეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ის წარმომადგენელთა პალატაში კალიფორნიის შტატიდან მოხვდა. მისი მეტოქე „რესპუბლიკური“ პარტიიდან კალიფორნიაში ბრიუს ლოუ იყო. პელოსიმ ხმათა 81,5%, ხოლო ლოუმ - 18,5% მიიღო.
პელოსი 84 წლისაა. ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2019-2023 წლებში იყო.