რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს
1775247355
„რესპუბლიკური“ პარტია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართული არჩევნების შედეგად 201 მანდატს იღებს, თუმცა სრული გამარჯვებისთვის მას დამატებით 17 მანდატის მოპოვება სჭირდება. წინასწარ შედეგებს CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, „დემოკრატიულ“ პარტიას ამ დროისთვის წარმომადგენელთა პალატაში 177 წევრი გაჰყავს. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატების“ კვოტით წარმომადგენელთა პალატაში 84 წლის ნენსი პელოსი ხვდება, რომელიც 2019-2023 წლებში პალატის სპიკერი იყო.
რაც შეეხება კონგრესის სენატში ჩატარებულ არჩევნებს, იქ „რესპუბლიკელებმა“ უკვე მოიპოვეს უმრავლესობა. მათ ამისთვის 50 მანდატის მოპოვება სჭირდებოდათ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ სენატში 51 კანონმდებელი ეყოლებათ, დემოკრატებს კი - 42.
რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს
1775247355
ლუკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
1775246914
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778