„ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა“ - ილონ მასკი

ილონ მასკი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ დაძაბულ შეხვედრას აშშ-სა და კანადაში გამოეხმაურნენ.

"ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა", - ასე ფიქრობს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი.

"ამინ, ბატონო პრეზიდენტო," - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.

განცხადება გაავრცელა ჯასტინ ტრუდომაც. კანადის პრემიერი წერს, რომ კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა ნენსი პელოსიც. დემოკრატი კონგრესმენი ფიქრობს რომ პუტინი აღფრთოვანებული იქნება.