ნენსი პელოსი ლუქსემბურგში კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნენსი პელოსი

წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი ლუქსემბურგში კიბიდან დაგორდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, პელოსი ლუქსემბურგში, დიდი ჰერცოგის სასახლეში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც, დეპუტატებისა და წარჩინებული პირების თვალწინ მარმარილოს კიბეზე დაგორდა.

პელოსის ოფისმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა, სხვადასხვა წყაროების თანახმად, კონგრესმენს მენჯის მოტეხილობა აქვს. CNN-ის ინფორმაციით, პელოსი მოგვიანებით ლუქსემბურგიდან გერმანიის ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.