სოფი

ტაბლოიდი 1746120624

„ძალიან ბევრი ცუდი ჭორი და მითქმა-მოთქმა გავრცელდა...“ - სოფი ნურაშვილი ბრალდებებს პასუხობს

ინფლუენსერი, სოფი ნურაშვილი სოციალურ ქსელში მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.„ძალიან ბევრი ცუდი ჭორი და მითქმა-მოთქმა გავრცელდა ამასთან დაკავშირებით, ამან იძულებული გამხადა საჯარო ახსნა განმარტება გამეკეთებინა ჩემი ოჯახის შენაძენთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ოჯახია საქართველოში, რომელიც უძრავი ქონების შენაძენს აკეთებს და მეც ჩემი დანაზოგი რაც მქონდა ადრე თუ გვიან რაღაცა სისულელეში დამეხარჯებოდა ამიტომ გადავწყვიტე მოვქცეულიყავი ასე“, - ამბობს სოფი ნურაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.  @sopo_nurra #fyp #georgia #investment #property ♬ original sound - Sofi

სოფი

საზოგადოება 1745960533

„მაბრალებენ, რომ მე ვმუშაობ ქოლცენტრში“ - სოფი ნურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ე.წ სკამერებისა და ქოლცენტრების თემა ისევ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვისი თანხების მითვისებით რამდენიმე ინფლუენსერიცაა დაკავებული, ერთ-ერთი მათგანი კი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ინფლუენსერი სოფი ნურაშვილი.ნურაშვილმა ცოტა ხსნის წინ მიმართვა გაავრცელა, თაღლითურ სქემებთან კავშირი გამორიცხა და ამას ნონსენსი უწოდა.„ყველას, ვისაც პოპულარობა ძალიან სწყურია, ჩემი სახელი რატომ აკერიათ პირზე?! არ ვიცი, მერამდენე ადამიანს უნდა ავუხსნა და მერამდენე ვიდეო უნდა ჩავწერო, რამდენი უნდა ვილაპარაკო ამაზე. მაიძულებენ, რომ თავი დავიცვა... ნონსენსზე, სისულელეზე... მაბრალებენ, რომ თითქოს მე ვმუშაობ ქოლცენტრში. ხალხო, ეს არის ბოროტული სიცრუე. ალბათ, ეს ბოროტება ამ ადამიანებს ოცმაგად დაუბრუნდებათ. ამაში მე ძალიან ვარ დარწმუნებული. ძალიან შევწუხდი. აზრი არ აქვს ვიღაცებს რაღაცები ვუმტკიცო, არ სჯერათ მათ, ვისაც ისედაც არ მოვწონვარ. რამდენჯერაც ეს ჭორი გავრცელდება, იმდენჯერ ვალდებული ვარ გამოვიდე და პასუხი გავცე? ვცოვრობ ჩემთვის, არავის არაფერს გიშავებთ. მესმის, რომ არ მოგწონვართ, მაგრამ რატომ გაღიზიანებთ, მაგასაც ვერ ვხვდები. მე მაქვს ჩემი საქმე, ვეხმარები ბევრ ქალს, ვისაც უნდა პლასტიკური და ბარიატრიული ქირურგია, სტამბოლში ვაგზავნი მათ, ვეხმარები დოკუმენტაციის მოგვარებაში, თარგმნაში, ვეხმარები ექიმთან კომუნიკაციაში, პოსტ-ოპერაციული პერიოდის გავლაში - ეს არის ჩემი საქმიანობა და ძალიან გთხოვთ, შემეშვით.მე რომ შევიძინე უძრავი ქონება, ბევრი ამით გაღიზიანდა და ბევრი კუდი მომაკერეს, მაგრამ თურმე, ამაზეც ვალდებული ვარ, საჯაროდ გამოვიდე და ახსნა-განმარტება გავაკეთო, მაგრამ იმდენად დავიღალე,  ამაზეც გეტყვით, რა, როგორ და რანაირად.ჩემმა მშობლებმა 13 წლის წინ ვარკეთილში ბინა შეიძინეს. ახლა მე ჩემი მშობლების საკუთრებაში ვცხოვრობ. მეორე ბინა ვაკეშია და შესაბამისად, ვარკეთილის ბინას ყურადღებას ვერ ვაქცევდით. 10 წლის განმავლობაში, მე პატარა დანაზოგი მქონდა, შევთავაზე დედაჩემს ბიზნეს იდეა, რომ გაგვეყიდა ვარკეთილის ბინა, დავამატებდი მე ჩემს დანაზოგს და ჩვენს უბანთან ახლოს ბინა გვეყიდა, რომ ყურადღება მიგვექცია და გაგვექირავებინა. ეს არის ოჯახური ინვესტიცია“, - ჰყვება სოფი ნურაშვილი.

სოფი

ტაბლოიდი 1733083542

„შეიძლებოდა, ჩემთვისაც დაერეკა, ეთქვა, რომ ვჭირდები… და 40 ჭრილობა ახლა მე მექნებოდა...“ - რას ამბობს სოფი ნურაშვილი ტრაგიკულად გარდაცვლილ ბიჭზე

თბილისში, გუშინ მომხდარმა ტრაგიკულმა ამბავმა საზოგადოება შეძრა - ახალგაზრდამ მოკლა დედა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე, გაავრცელა ვიდეო, სადაც განმარტა, რომ ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. მან ჩამოთვალა რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც ღალატში ადანაშაულებდა. ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილია.ამასთან დაკავშირებით, სოფიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და დეტალებზე ისაუბრა.ვრცლად ↓ @sopiko_0 მე არ ვიყავი ახლა მზად, ამ დგომარეობაში ამ ვიდეოს ჩაწერის. შეიძლებოდა მე მოვეკალი. რომ დაერეკა შემხვდიო, ვნახავდი. არ მაცადეს, რომ ცოტა აზრზე მაინც მოვიდე რა მოხდა. ტელეფონთან არ მქონდა წვდომა, ამიტომ მოხდა ჩემი სოც ქსელების დახურვა. ჩვენ ვმოგზაურობდით ერთად, ვმეგობრობდით, !ერთად არსად არ გვიმუშავია! თავი შეიკავეთ არადამიანებო, გვაცადეთ გლოვა! უდიდესი ზიანი მომადგა მენტალურად! ძალიან მძიმე ღამე გამოვიარე. ყველას ვერ ვუშველი, ჩემს პრობლემებს ლივს ვუმკლავდები. არავინ გაიძულებთ ჩემს ადგილას თავი დააყენოთ, მაგრამ სიმართლე მაინც გაარკვიეთ! ♬ original sound - sopiko_0

წონა

ჯანდაცვა 1732473874

10-დან 6 ჭარბწონიანია, საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია - როგორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა

არასასურველმა წონამ "კურიერი P.S.-ის" კიდევ ერთ რესპონდენტს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, ამიტომაც იძულებული გახდა, 153 კილო ვარჯიშით და სწორი კვებით დაიკლო. იმისთვის, რომ საბოლოო შედეგისთვის მიეღწია, გიორგი ბიბილაურმა 16 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, სულ ბოლო -ერთი თვის წინ. დღეს პერსონალური მწვრთნელია და სპორტდარბაზში უამრავ ადამიანს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.ის, რის გამოც 29 წლის ხატია ბურჯანაძე ხშირად საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გამხდარა, მისი წონაა. თუმცა ამბობს, რომ კილოგრამები პრობლემად მისთვის არასოდეს ქცეულა, პირიქით, ამან სოციალურ ქსელებში პოპულარობაც მოუტანა. მას შემდეგ ვიდეოებს იმ ადამიანებისთვის წერს, ვინც ქუჩაში სიარულისას, ტრანსპორტსა თუ სამსახურში ზომა-წონის გამო კრიტიკის ობიექტები ხდებიან და ამას მძიმედაც განიცდიან.სოფო ნურაშვილის ახალი ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 140 კილოდან 80-ს დაემშვიდობა. ბულინგი არც მისთვის ყოფილა უცხო, რომელსაც სკოლის ასაკში, ჯერ კიდევ თანატოლებისგან გრძნობდა. წლების განმავლობაში, ზედმეტ კილოგრამებს ხან როგორ და ხან როგორ ებრძოდა, ეშინოდა წონას ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სასურველ შედეგს მიაღწია და წონის კლების პროცესს, უკვე მეოთხე წელია, სტაბილურად ინარჩუნებს.საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. ყოველი 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 - მსუქანი. ახალი კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო - 11% მსუქანი.ქვეყანაში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის სტატისტიკა რომ საგანგაშოა, ამაზე ქართველი ექიმებიც საუბრობენ. პრობლემის სათავეებს ხშირად გენეტიკაში, არასწორი კვებასა და ფიზიკური დატვირთვის არარსებობაში ხედავენ. სიმსუქნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და სტრესსაც განიხილავენ.ჭარბწონიანობა ზრდის დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკს. ასევე, გავლენას ახდენს კანზე, ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.ჭამა-სმა რომ ადამიანებისთვის ხშირად დიდი თავისტკივილია, ამას წონასთან ბრძოლის არაერთი მეთოდიც ამტკიცებს. წლებთან ერთად, ადამიანებმა ჭარბ წონასთან ბრძოლის უამრავი საშუალება გამოიგონეს - დიეტა, ვარჯიში, ქირურგიული ოპერაცია, ე.წ. გასახდომი მედიკამენტები... ამ უკანასკნელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევანის გაკეთებაც კი ჭირს. რაც უფრო მარტივია მეთოდი, მით უფრო პოპულარულია.არასასურველ კილოგრამებს ადამიანები დაუშვებელი მეთოდებითაც ებრძვიან და ამას ექიმთან კონსულტაციის გარეშე აკეთებენ. შედეგი სავალალოა. ამ დროს შესაძლოა, ჯანმრთელობის დაკარგვასთან ერთად, დავკარგოთ თანხაც და თაღლითების მსხვერპლებიც გავხდეთ. რეალიზატორები მომხმარებლებს ატყუებენ და არწმუნებენ, რომ ე.წ. გასახდომი პროდუქტი უსაფრთხოა.ზოგიერთი ქირურგიული ჩარევით ცდილობს არასასურველი წონის კორექციას. გასულ წელს, "კუჭის დაპატარავების" (ბარიატრიული) 1073 ოპერაცია ჩატარდა. ასაკი 15 წლიდან იწყება და 80 წლამდე მერყეობს. ამ ოპერაციას, უმეტესად, ქალები იკეთებენ. ხშირი იყო ფატალური შემთხვევებიც. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ საჭიროება არ არის, ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაცია დაუშვებელია.ჭარბი წონა ვისთვის მხოლოდ ესთეტიკაა, ვისთვის - ჯანმრთელობის დიდი პრობლემა. თუმცა, 21-ე საუკუნის გამოწვევა რომ არის, ამაზე ადამიანები თანხმდებიან.ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 25% ჭარბწონიანია. მათგან კრიტიკულად ჭარბწონიანად მიიჩნევა, დაახლოებით, 10% - 700-800 მლნ. ადამიანი.

სოფი კესო

საზოგადოება 1727129915

„ვიცოდი, არ გაიწირებოდა... ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, რომ კესოს წესი აუგო და პანაშვიდიც გადაუხადა...“ - სოფი ნურაშვილი

კესარია აბრამიძის მეგობარი სოფო ნურაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ერთ-ერთმა მღვდელმა გარდაცვლილ კესარია აბრამიძეს წესი აუგო.„მკვლელებს, დამნაშავეებს, საზოგადოებისთვის საშიშ და ბოროტ ადამიანებს უგებენ წესს და ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ბევრი სიკეთე აქვს ნაკეთები, წესი არ აუგეს, კატეგორიული უარი თქვეს.ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, რადგან ღმერთი არის ჩემი ნუგეში…ვიცოდი, რომ კესო არ გაიწირებოდა, რადგან მას ბევრი სიკეთე გაუკეთებია. დღეს ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, რომ კესოს წესი აუგო და პანაშვიდიც გადაუხადა, ღმერთმა მაინც ბოლომდე არ გაწირა…არც პოპულარობას ვეძებ, არც არაფერს, მინდოდა ეს ყველაფერი გამესაჯაროებინა, რათა ყველას სცოდნოდა, რომ არსებობს იმედი და რომ არ აიცრუონ გული ეკლესიაზე.მე ასეთი სიკეთის მწამს, ეს დიდი, გაბედული ნაბიჯია. მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მის ვინაობას არ გავასაჯაროებ“, – ამბობს სოფი ნურაშვილი.ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.ვრცლად ↓ასევე ნახეთ:კესარია აბრამიძის დის პირველი კომენტარი - რას ამბობს ანა აბრამიძე მომხდარზე„ხალხო, რატომ კადრულობთ ამას... შვილმკვდარმა დედამ გთხოვათ...“ - რას წერს კესარია აბრამიძის მეგობარი

სოფი ნურაშვილი

ტაბლოიდი 1725902984

„კანში უამრავი კომპლიმენტი მივიღე ჩემს ბრტყელ მუცელსა და აღნაგობაზე“ - რა ფოტოებს აქვეყნებს სოფი ნურაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე სოფი ნურაშვილი პლასტიკური ოპერაციის შედეგზე წერს. მისი თქმით, სასურველი და ლამაზი ფორმები მალევე მიიღო და ამას სხვებიც აღნიშნავენ.„კანში უამრავი კომპლიმენტი მივიღე ჩემს ბრტყელ მუცელსა და აღნაგობაზე. მანამდე კარგად იცით ყველამ, როგორი დიდი კომპლექსი მქონდა დიდი წონის დაკლების მერე დარჩენილი ზედმეტი კანის, რომელსაც პლასტიკური ოპერაციის გარდა არაფერი შველის! 5 თვე გავიდა, პირველივე თვე გავსწორდი წელში, რეაბილიტაციამ უმტკივნეულოდ ჩაიარა და რაც უფრო მეტი დღე გადის, მით უფრო უმჯობესდება ჩემი შედეგი“ - წერს სოფი ნურაშვილი.

სოფი ნურაშვილი

ტაბლოიდი 1716016500

„თუ ძალიან გამაბრაზეს, მაშინ შემიძლია, ადამიანი ფსიქოლოგიურად გავანადგურო“ - როგორ გარდაქმნა სოფი ნურაშვილმა ტკივილი ძალად

სოფი ნურაშვილმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო, ახლახან რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია გაიკეთა, რომ დასახული მიზანი საბოლოო წერტილამდე მიეყვანა. კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამაზე „თბილისელებთან“ საუბრობს.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:– თქვი, ორი ადამიანის თანდასწრებით საუბარი მიჭირდაო, დღეს არც საუბარი გიჭირს და ყველასთვის სათანადო ადგილის მიჩენაც შეგიძლია. ეს გარდატეხა როდის მოხდა? თავდაცვისუნარიანი როგორ გახდი და როგორ შეძელი, ყველას მიეღე ისეთი, როგორიც იყავი?– 12 წლის, როდესაც ლაპარაკიც კი მრცხვენოდა, ჩრდილში ვიყავი, მაგრამ ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს კითხვა, ინტერნეტით აქტიურად მოსარგებლე ვარ. როდესაც ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება, ეს არის ერთი ნაბიჯი უკან და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა გადავდგათ ორი ნაბიჯი წინ. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. ემოციურ ინტელექტს. ამას გვაძლევს წიგნები, გამოცდილი და საინტერესო ადამიანების მოსმენა და ასე შემდეგ. მე ვუსმენდი ჩემნაირებს, მათ ისტორიებს ვეცნობოდი, თან, ინგლისურს ვსწავლობდი. ჩემნაირმა ადამიანებმა ნელ-ნელა დაიწყეს აქტიურად გამოჩენა, საქართველოში თუ მთელ მსოფლიოში და ეს მახარებდა.სულ რომ მეუბნებოდნენ, მახინჯი ხარ, მახინჯი ხარო, სარკის წინ ვდგებოდი, ვუყურებდი ჩემს ცხვირს და ვხედავდი, რომ ბევრზე ლამაზი მქონდა, თვალიც იმათზე ლამაზი მქონდა, ვინც მახინჯს მეძახდა, მაგრამ მხოლოდ წონაზე კეთდებოდა აქცენტი.მტკივნეულ შედარებებს ვაკეთებდი, მაგრამ ნებისმიერი ტკივილი და ამ ტკივილისგან წამოსული ენერგია ჩვენი თავების განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.ბევრი წიგნია, რომელიც გვასწავლის მეტყველებას, ფსიქოლოგიას, ურთიერთობებს, მანიპულაციების ამოცნობას, საუბრის წარმართვას, ჩაცმას, ფულად ინვესტიციებს და ასე შემდეგ. ეს წიგნები 10-15 წელიწადს გიზოგავს. მთავარია, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გარდაქმნა შევძლოთ. მე ეს ძალიან დამეხმარა. იმის გააზრება, რომ ჩემი რეალობა ჩემს გონებაზეა დამოკიდებული, რომ მე შემიძლია ჩემი რეაქციები ვაკონტროლო, დიდი ძალა აღმოჩნდა. ასე ვისწავლე ლაპარაკი და სხვებთან მოქცევა.დაბულინგებულს ყველაზე უკეთ შეუძლია, სხვა დააბულინგოს, რადგან ყველაზე კარგად იცის, როგორ ატკინო გული. თუმცა, როცა ვინმეს უნდა, ჩემზე იერიში მოიტანოს, ყოველთვის ვცდილობ, არგუმენტირებულად გავცე პასუხი. თუ ძალიან გამაბრაზეს, მაშინ შემიძლია, ადამიანი ფსიქოლოგიურად გავანადგურო, რაც საჯაროდ არავის უნახავს.– ახლახან კულინარიულ პროექტში გიხილეთ და მოდი, ისიც მოვყვეთ, როგორი გოგოა სოფი ოჯახში...– დედაჩემი ექიმი, მეან-გინეკოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდ დროს ატარებდა სამსახურში. მამა ინჟინერია და ხშირად საზღვარგარეთ იყო. სახლში ვრჩებოდით მე, ჩემი ძმა და ჩემი და. საჭმელს ხუთი წლიდან ვამზადებ. ერთმანეთს ვეხმარებოდით. როცა დედა დაღლილი მოდიოდა, ძალიან მსიამოვნებდა მისთვის თბილი კერძის დახვედრება. ბავშვობიდან მიყვარს კერძების მომზადება. 16 წლიდან მარტო ვცხოვრობ და ბუნებრივია, რომ ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის სიყვარულის ენაა საყვარელი ადამიანისთვის საჭმლის მომზადება. ამას ჩემს მოვალეობად არ მივიჩნევ, მიყვარს და ამიტომ ვაკეთებ. ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე შემიძლია მომზადება, მაგრამ შემდეგ დარეცხვა და დალაგება ცოტა არასასიამოვნო პროცესია (იცინის). იდეალური წყვილი ასე წარმომიდგენია – ერთი ამზადებს და მეორე დალაგებაში ეხმარება.

სოფი ნურაშვილი

ტაბლოიდი 1715892254

„ოპერაციის მერე, სტილის შეცვლა გადავწყვიტე...“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოფი ნურაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილი გარეგნობასთან დაკავშირებულ სიახლეებს გვიზიარებს. „მოგწონთ ჩემი შეცვლილი სტილი? როგორც იცით, ვიყავი შავგრემანი, ოპერაციის მერე გადავწყვიტე სტილის შეცვლა,“ - წერს ნურაშვილი.ცნობისთვის, რეალითი შოუს ყოფილმა მონაწილე, ცოტა ხნის წინ, 5-საათიანი ოპერაცია გაიკეთა.

სოფი ნურაშვილი

ტაბლოიდი 1715295046

„ყოველ დღე მირეკავდა, ვსაუბრობდით... შეხვედრა უცნაურ ადგილას დამინიშნა...“ - რას ჰყვება სოფი ნურაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილი ერთ-ერთ პაემანს იხსენებს, რომელიც არც ისე სასიამოვნოდ დასრულდა.„მირეკავდა ყოველ დღე, ვსაუბრობდით აბსოლუტურად ყველაფერზე... შეხვედრის დღეც მოვიდა, სამი საათი ვიკეთებდი მაკიაჟს... უცნაურ ადგილას დამინიშნა შეხვედრა, არც კი გამომიარა... არ გამომიარა კი არა, მე ვიყავი ეგეთი, არ ვაწვალებ, ისე გავალ მეთქი. სადღაც პარკში შევხვდი. ტაქსით წავედი. გამარჯობის ნაცვლად, პირველივე დანახვაზე მისი რეაქცია ასეთი იყო - შენ ფოტოშოპს იყენებდიო?! რანაირად ვიყენებდი ფოტოშოპს, ვიდეო კამერით ვსაუბრობდით-მეთქი... იმაზე მსუქანი ხარ, ვიდრე კამერაში ჩანდიო... ენა გადავყლაპე... ახლა „სთორებში“ მიზის 24/7-ზე. გამარჯობას გამარჯობაზე მწერს, დილა მშვიდობისას - დილა მშვიდობისაზე... მერე მე მივწერე, ფოტოშოპს ხომ არ მხარობ-მეთქი... “ - იხსენებს სოფი ნურაშვილი.

ბიბი

მსოფლიო 1715114840

როგორ იცვამენ ვარსკვლავები Met Gala-სთვის კაბებს? - პამპერსების ჩაცმა, რათა თავიდან აიცილონ ტუალეტში წასვლა, არ არის გლამურული!

ყოველწლიურად მოდის მოყვარულები მოუთმენლად ელიან მაისის პირველ ორშაბათს, ცნობილი Met Gala-ს დღეს.დაარსებული 1948 წელს პუბლიცისტ ელეონორ ლამბერტის მიერ, გალა აგროვებს სახსრებს ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდასაჭერად.მასში წარმოდგენილია მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე დიდი ცნობილი სახე, ბილეთების ღირებულება დაახლოებით 23 000 ფუნტი სტერლინგია, ხოლო მაგიდები - 210 000 ფუნტი.ღონისძიებას, რომელსაც ხელმძღვანელობს Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, ყოველწლიურად აქვს ახალი თემა (2024 წელს ეს იყო „მძინარე ლამაზმანები: მოდის აღორძინება“) და ცნობილი სახეები ცდილობენ აჯობონ ერთმანეთს უცნაური, თვალშისაცემი სამოსის ჩაცმით.მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ გარედან მბზინავი და მომხიბვლელი. სინამდვილეში ვარსკვლავები ატარებენ პამპერსებს, რათა თავიდან აიცილონ ტუალეტში წასვლა. მკერავები კაბებს პირდაპირ მათ ტანზე კერავენ და ამის გამო ზოგიერთ ვარსკვლავს კი ისეთი ვიწრო კაბა აცვია, რომ გადაადგილება უჭირს.ჯიჯი ჰადიდი ორშაბათს Met Gala-ზე გადაიღეს, რომელსაც ხუთი თანამშრომელი ეხმარებოდა, რადგან მას დახმარების გარეშე არ შეეძლო კიბეებზე ასვლა.მან Vogue-ს განუცხადა: „ჩემთვის ძალიან ნელი იყო კიბეზე ამოსვლა, რადგან ფაქტობრივად მეცვა ტომ ბრაუნისა და მისი გუნდის სკულპტურა”.„მარტო კაბაზე 2 008 000 მძივია. მასზე 20 ადამიანი მუშაობდა 5000 საათის განმავლობაში. პატივია ამის წარდგენა მათთვის“.ამასობაში Cardi B-ს ეცვა კაბა ისეთი დიდი ქვედაკაბით, რომ ფოტოს გადაღებისას კაბის გასასწორებლად ცხრა დამხმარე სჭირდებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უკიდურესად მოგეჩვენოთ, არც თუ ისე იშვიათია ცნობილი ადამიანებისთვის ისეთი მჭიდრო კოსტიუმების ტარება, რომ მათზე უნდა იყოს შეკერილი.იმავდროულად, სხვა ვარსკვლავებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კიდევ უფრო ექსტრემალურ ზომებზე წავიდნენ მოდის სახელით.კეტი პერიმ და კიმ კარდაშიანმაც აღიარეს, რომ საფენებს ატარებდნენ, თუ მათი ტანსაცმელი ტუალეტში წასვლას გაურთულებდა.2016 წლის Met Gala-ს წინ სიტყვით გამოსვლისას, კეტი პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა: „ხვალ მე ჩავიცვამ ძალიან დიდ კაბას, რომელშიც ტუალეტში წასასვლელად ძალიან რთული იქნება.„შემეძლო უბრალოდ საფენის ჩაცმა. არ მაინტერესებს. მე უბრალოდ ვეძებ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარებიან ტუალეტში მისვლაში“. 2022 წელს ელენ დეჯენერესთან საუბრისას, კიმ კარდაშიანმა ასევე აღიარა, რომ "სიტყვასიტყვით ყველაფერს ჩაიცვამს" - ზრდასრულთა საფენსაც კი - თუ ტანსაცმელი ამას მოითხოვს. ასევე ნახეთ:8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი"იმ გოგონასთან გაცნობის დღეს მიღალატა" - სოფი ნურაშვილი ბიზნესმენ რჩეულს დაშორდა

სოფი ნური

ტაბლოიდი 1715108887

"იმ გოგონასთან გაცნობის დღეს მიღალატა" - სოფი ნურაშვილი ბიზნესმენ რჩეულს დაშორდა

„პრაიმჰაუსის“ ყოფილი მონაწილე სოფი ნურაშვილი ცოტა ხნის წინ შეყვარებულს დაშორდა. როგორც სოფიმ „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში განაცხადა დაშორების მიზეზი ღალატი გახდა. უფრო დეტალურად ამის შესახებ მან ჩვენს მკითხველს უამბო. - ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელიც ორი თვის წინ გავიცანი და სერიოზულ ფაზაში გადადიოდა ურთიერთობა. ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა და ძალიან გამიმართლა რომ თავისი ნამდვილი სახე ორ თვეში გამოავლინა და არა ორ წელიწადში. ის არ არის ცნობილი ადამიანი, წელიწადნახევარი ცდილობდა ჩემს გაცნობას, მეც შანსი მივეცი. - ბიზნესმენია?- ცნობილი ადამიანი არ არის. საოჯახო ურთიერთობა აქვს და წარმატებული ადამიანია. თავიდან სხვადასხვა ივენთებზე ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი პაემანზე დამპატიჟა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორი თვის თავზე მიღალატა. ჩემი აზრით ქართველი კაცის ხასიათი არის ასეთი, ჩემამდე ალბათ დაუკვირვებელ გოგონებთან ურთიერთობდა, ეგონა მის მანიპულაციებს დავუჯერებდი, მაგრამ ასე არ მოხდა დავშორდი. ერთ-ერთ კაფეში წავედი, როცა გაიგო იმ კაფეში ვიყავი, მოვარდა და მითხრა წამოდი, აქ მშიერი ნაშები დადიანო და წამომიყვანა. მივხვდი რაღაცაში იყო საქმე, ჩემს ინტუიციას გავყევი და გაირკვა, რომ სწორედ იქ გაიცნო ის გოგონა ვისთანაც გაცნობის დღეს მიღალატა. - როგორ გაიგეთ ღალატის შესახებ...- მე ამ ადამიანს არ ვმალავდი, მითუმეტეს თბილისი პატარაა და ასე მარტივად გავიგე სიმართლე. იმ გოგონასაც ვესაუბრე, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ღალატის ფაქტები, მაგრამ ამის პატიება ჩემთვის მიუღებელია. როგორც იცით თურქეთში ვიყავი ოპერაციის გასაკეთებლად წასული და გამგზავრების წინა დღეს გავიგე ეს ყველაფერი. ბუნებრივია არ იყო სასიამოვნო ჩემთვის ამის გაგება, მაგრამ ზუსტად ერთ დღეში გადამავიწყდა ეს ადამიანი. დარწმუნებული ვარ ახლა ძალიან რცხვენია მისი საქციელის. 

სოფი ნურაშვილი

საზოგადოება 1712008252

„მადლობა ლოცვებს... ეს, როგორც ნიშანი, ისე აღვიქვი...“ - როგორია სოფი ნურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ

ოპერაციის შემდეგ, რომელიც 5 საათს გაგრძელდა, სოფი ნურაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:„ყოველთვის ღმერთს ვთხოვ, მანიშნოს სწორად ვიქცევი თუ არა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე 26.03.2021 წელს, 13:00 საათზე. 3 წლის შემდეგ, ისევ დავდექი რთული გადაწყვეტილების წინაშე - არა მარტო აბდომინო პლასტიკა (ზედმეტი კანის მოჭრა) მიწევდა, არამედ მორყეული მუცლის კუნთების დაჭიმვა და ლიპოს აქცია მუცელზე. ამას დამატებული, მკერდის ლიფტინგი და ატროფიების აღმოფხვრა. ეს ყველა ოპერაცია ერთდროულად ჩამიტარდა.ანუ, ფაქტობრივად, დიდი ჭრილობები, რომელიც მენტალურად მზაობას მოითხოვს და არ ვიცოდი, სწორად ვიქცეოდი თუ არა, სწორ ქირურგს ჩავუგდე ჩემი სიცოცხლე ხელებში თუ არა... რა გართულებები მიჰყვებოდა ამ ყველაფერს... და იცით, რა მოხდა? რით აღვიქვი, რომ კი, სწორია ეს ყველაფერი?! რომ კარგად ვიქნები? არაფერი დამემართება და რომ სანდო ხელში ვიყავი?26.03.2024 წელს ქირურგმა ოპერაცია ზუსტად 3 წლის წინანდელივით, 13:00 საათზე დამინიშნა. ასეთი დამთხვევების არ მჯერა: ერთი და იგივე დღე, რიცხვი, თვე და საათი?! მაგრამ ეს როგორც ნიშანი, ისე აღვიქვი. ამიტომ მივხვდი, რომ კარგად ვიქნებოდი!ჯერ წელში ვერ ვსწორდები, მაგრამ ექიმები გაკვირვებულები იყვნენ, ასე მალე როგორ ვრეაბილირტდი.მადლობა ლოცვებს, რომელსაც ვლოცულობ გაძლიერებისთვის. უფალი ყოველთვის გვიყურებს და მარტო არასდროს გვტოვებს.სუფთა გულით ნანატრი ყველა სურვილი აგვისრულდება მისი წყალობით,“ - წერს სოფი ნურაშვილი.