„მაბრალებენ, რომ მე ვმუშაობ ქოლცენტრში“ - სოფი ნურაშვილი მიმართვას ავრცელებს

სოფი

ე.წ სკამერებისა და ქოლცენტრების თემა ისევ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვისი თანხების მითვისებით რამდენიმე ინფლუენსერიცაა დაკავებული, ერთ-ერთი მათგანი კი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ინფლუენსერი სოფი ნურაშვილი.

ნურაშვილმა ცოტა ხსნის წინ მიმართვა გაავრცელა, თაღლითურ სქემებთან კავშირი გამორიცხა და ამას ნონსენსი უწოდა.

ყველას, ვისაც პოპულარობა ძალიან სწყურია, ჩემი სახელი რატომ აკერიათ პირზე?! არ ვიცი, მერამდენე ადამიანს უნდა ავუხსნა და მერამდენე ვიდეო უნდა ჩავწერო, რამდენი უნდა ვილაპარაკო ამაზე. მაიძულებენ, რომ თავი დავიცვა... ნონსენსზე, სისულელეზე... მაბრალებენ, რომ თითქოს მე ვმუშაობ ქოლცენტრში. ხალხო, ეს არის ბოროტული სიცრუე. ალბათ, ეს ბოროტება ამ ადამიანებს ოცმაგად დაუბრუნდებათ. ამაში მე ძალიან ვარ დარწმუნებული. ძალიან შევწუხდი. აზრი არ აქვს ვიღაცებს რაღაცები ვუმტკიცო, არ სჯერათ მათ, ვისაც ისედაც არ მოვწონვარ. 

რამდენჯერაც ეს ჭორი გავრცელდება, იმდენჯერ ვალდებული ვარ გამოვიდე და პასუხი გავცე? ვცოვრობ ჩემთვის, არავის არაფერს გიშავებთ. მესმის, რომ არ მოგწონვართ, მაგრამ რატომ გაღიზიანებთ, მაგასაც ვერ ვხვდები. მე მაქვს ჩემი საქმე, ვეხმარები ბევრ ქალს, ვისაც უნდა პლასტიკური და ბარიატრიული ქირურგია, სტამბოლში ვაგზავნი მათ, ვეხმარები დოკუმენტაციის მოგვარებაში, თარგმნაში, ვეხმარები ექიმთან კომუნიკაციაში, პოსტ-ოპერაციული პერიოდის გავლაში - ეს არის ჩემი საქმიანობა და ძალიან გთხოვთ, შემეშვით.

მე რომ შევიძინე უძრავი ქონება, ბევრი ამით გაღიზიანდა და ბევრი კუდი მომაკერეს, მაგრამ თურმე, ამაზეც ვალდებული ვარ, საჯაროდ გამოვიდე და ახსნა-განმარტება გავაკეთო, მაგრამ იმდენად დავიღალე,  ამაზეც გეტყვით, რა, როგორ და რანაირად.

ჩემმა მშობლებმა 13 წლის წინ ვარკეთილში ბინა შეიძინეს. ახლა მე ჩემი მშობლების საკუთრებაში ვცხოვრობ. მეორე ბინა ვაკეშია და შესაბამისად, ვარკეთილის ბინას ყურადღებას ვერ ვაქცევდით. 10 წლის განმავლობაში, მე პატარა დანაზოგი მქონდა, შევთავაზე დედაჩემს ბიზნეს იდეა, რომ გაგვეყიდა ვარკეთილის ბინა, დავამატებდი მე ჩემს დანაზოგს და ჩვენს უბანთან ახლოს ბინა გვეყიდა, რომ ყურადღება მიგვექცია და გაგვექირავებინა. ეს არის ოჯახური ინვესტიცია“, - ჰყვება სოფი ნურაშვილი.