„მადლობა ლოცვებს... ეს, როგორც ნიშანი, ისე აღვიქვი...“ - როგორია სოფი ნურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ

სოფი ნურაშვილი

ოპერაციის შემდეგ, რომელიც 5 საათს გაგრძელდა, სოფი ნურაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:

„ყოველთვის ღმერთს ვთხოვ, მანიშნოს სწორად ვიქცევი თუ არა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე 26.03.2021 წელს, 13:00 საათზე. 3 წლის შემდეგ, ისევ დავდექი რთული გადაწყვეტილების წინაშე - არა მარტო აბდომინო პლასტიკა (ზედმეტი კანის მოჭრა) მიწევდა, არამედ მორყეული მუცლის კუნთების დაჭიმვა და ლიპოს აქცია მუცელზე. ამას დამატებული, მკერდის ლიფტინგი და ატროფიების აღმოფხვრა. ეს ყველა ოპერაცია ერთდროულად ჩამიტარდა.

ანუ, ფაქტობრივად, დიდი ჭრილობები, რომელიც მენტალურად მზაობას მოითხოვს და არ ვიცოდი, სწორად ვიქცეოდი თუ არა, სწორ ქირურგს ჩავუგდე ჩემი სიცოცხლე ხელებში თუ არა... რა გართულებები მიჰყვებოდა ამ ყველაფერს... და იცით, რა მოხდა? რით აღვიქვი, რომ კი, სწორია ეს ყველაფერი?! რომ კარგად ვიქნები? არაფერი დამემართება და რომ სანდო ხელში ვიყავი?

26.03.2024 წელს ქირურგმა ოპერაცია ზუსტად 3 წლის წინანდელივით, 13:00 საათზე დამინიშნა. ასეთი დამთხვევების არ მჯერა: ერთი და იგივე დღე, რიცხვი, თვე და საათი?! მაგრამ ეს როგორც ნიშანი, ისე აღვიქვი. ამიტომ მივხვდი, რომ კარგად ვიქნებოდი!

ჯერ წელში ვერ ვსწორდები, მაგრამ ექიმები გაკვირვებულები იყვნენ, ასე მალე როგორ ვრეაბილირტდი.

მადლობა ლოცვებს, რომელსაც ვლოცულობ გაძლიერებისთვის. უფალი ყოველთვის გვიყურებს და მარტო არასდროს გვტოვებს.

სუფთა გულით ნანატრი ყველა სურვილი აგვისრულდება მისი წყალობით,“ - წერს სოფი ნურაშვილი.